Jimmy Posted 23 მარტი, 2023 Author Posted 23 მარტი, 2023 მოკლედ ველურებთან რომ გადავედი საცხოვრებლად გვიანი თბილი შემოდგომა იყო, უკვე სუსხები რო იგრძნობა. იქ სკოლა იქ ის იქ ეს და როგორც იქნა მოვიდა თავისუფალი დღე და ფანრჯიდან ვხედავ გახურებული ბურთის თამაშია საღამოა უკვე აუუ ჩავედი დაბლა მოიცადე, ესენი ჩაიცვი რაა? ეს რეებია რად მინდა ესენი პირველად გადიხარ ეზოში, სხვანაირად ვერ გაგიშვებ აუუუ დეე გადაიხედე რეები აცვიათ ესენი რად მინდა ბურთს თამაშობენ აარა, მაშინ არ ჩახვალ, დაჯექი რამე წაიკითხე აუუუუ, თმებში ხელშეყოფილმა სამი წრე დავარტყი სახლს მარა ლოგიკურმა აპარატმა ზუსტი ჩეკი ამომიგდო, ან იცმევ რასაც გეუბნებიან ან უბრალოდ ვერ გადიხარ გარეთ კარგი ჩავიცვი რაც დამილაგეს და იმენნა სენტ ჯეიმზ სქულის მოსწავლე ვიყავი, გამოვედი სადარბაზოში და დავეშვი და ეხლა ვფიქრობ ესე რანაირად გავიდე? ავდექი კედლებს ავეხახუნეეე მერე შარვლის ტოტები მუხლებამდე ავიკეცე დავუშვი ავიკეკე დავუშვი რომ დაჭმუჭნულიყო მერე კიბეზე ჩამოვჯექი და ტრაკით რამდენი საფეხური ჩავსრიალდი თმები ავიჩეჩე და როგორც იქნა რაღაც წესიერი ფორმა მივიღე ნუ თითქმის 1 Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 23 მარტი, 2023 Author Posted 23 მარტი, 2023 გავედი და დავდექი კედელთან ზურგით, ხელები მკერდზე დავილაგე და ვუყურებ პროსტა ამრეზილი გახურებული თამაშია და ვიგრძენი რო იგრძნეს მარა არც იმათ შეიმჩნიეს რამე მარა თამაშ თამაშიც იმათი სივრცე ნელნელა მიახლოვდება და ბოლოს მოჯგუფდნენ ცოტა ხანი ვუყურეთ ერთმანეთს და ახალი ხარ ხო? ხო აუ გინდა ვაგონეტკებზე წავიდეთ? ბჯოს, ვაგონეტკები ვაგონეტკები ვაგონეტკები, ტვინმა ეგრევე წამის მეასედებში გაატარა ანალიზში დიდი საბჭოთა საბავშვო ენციკლოპედიის 12 ტომეულში მარა არაფერი, სიტყვა - ვაგონეტკა ვერ მოიძებნა მარა წავიდეთ რა ოოო აააა უჰაააააა ეგრევე ბურთი მოისროლეს და დავიძარით Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 23 მარტი, 2023 Author Posted 23 მარტი, 2023 გავიარეთ ერთი უბანი მეორე უბანი გადავჭერით ტრასა და ავედით მთაზე მე ბოლოში მივდივარ გრძელი ჯაჭვია რა აქედან სადღაც ორი კილომეტრი ვიარეთ ხან წელში გაშლილებმა ხან წაკუზულებმა ცოტა ნაწილი ფორთხვითაც იმიტო რო რუსები დაგვინახავენო ამიხსნეს და ბოლოს როგორც იქნა მივადექით თეთრი ბეტონის მიწაში ჩათხრილი ბუნკერია , მიწის ზევით ესე მეტრნახევარი, ერთ მხარეს ზედ მიწყობილი აქვს სამი რიგად საბურავები და ამ საბურავებიდან ვიწრო ლიანდაგი მიდის ზევით მთაში მივიხედ მოვიხედე სხვა არაფერია მშვიდი შემოდგომაა დავადექით ამ ლიანდაგს შუაში და ავყევით ზევით და სადღაც ხუთას მეტრში ამათ მოწყვიტეს ადგილიდან და გაგაზეს ყვირლით ვაგონეტკაააა მივყვები მეც, მივირბინეთ და ლიანდაგზე გარდი გარდმო აგდია პატარა დრეზინა, ნუ კორპუსია შეკრული და რკინის ბორბლები შემოეხვივნენ და აბა ავწიეთ სხვათაშორის ეს იყო პირველი ჯგუფური მუშაობის გამოცდილება რაზ დვა ვზიალიიი ერთი ყვიროდა და ყველა ერთად მივათრევდით სადღაც ნახევარი საათი დავჭირდა და შევაყენეთ ლიანდაგებზე ეხლა? მიაწვნენ ქვევიდან და მივაწექი მეც და მივაგორებთ ზევით სადღაც მთაში Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 23 მარტი, 2023 Author Posted 23 მარტი, 2023 რა დრო დაგვჭირდა არ მახსოვს მარა როგორც იქნა ლიანდაგის მეორე ზედა ნახევარში გავედით და მივათრიეთ ეს ვაგონეტკა))) გახვითქულები ვართ და ეხლა? ვფიქრობ და უკვე რაღაც აი პირველად რაღაც სიგნალები მოვიდა ტვინში წინა ბორბალში ხის ნაფოტი გაურჭეს და აბააა დავსხედიიით შეხტა ყველა ზედ მოკალათდნენ მიყურებენ ჰა დაჯექი ადგილი აღარ იყო მოსაწონი)) ამიტო ეგრევე კიდეზე ჩამოვჯექი ხელებით ჩავეჭიდე და დაარტყეს ფეხი ნაფოტს ამოხტა და დაიძრა ეს დედამოდღნული ვაგონეტკა ჯერ ნელა და მიგორავს მარა რაც მთა ქვევით ეშვება ესეც უმატებს სიჩქარეს და დუგუნ დუგუნ დუგუნ დუგუნ უკვე მივქრივართ Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 23 მარტი, 2023 Author Posted 23 მარტი, 2023 მაგარი დრაივია სახე გაბწრყინებული თმებ აქოჩრილი მოვქრივარ მარა მერე? ვფიქრობ ესე როგორ უნდა გავაჩეროთ? თან წინ რომ ვიყურები გამოჩნდა უკვე ის თეთრი ბეტონის ბუნკერი წინ დაწყობილი საბურავებით და გული შემეკუმშა და ისეთი ჩაქჩაქია და დაგდაგია ჭყივილი და ხორხოცი ვერც ვერაფერს ვეკითხები ვინმეს - მერე? და ამ დროს უცბად იააააააააა იკივლა ერთმა იშვირა ფეხი და გადახტა გადაკოტრილადა და ხარხარებს, მერე მეორე მერე მესამე და ბოლოს მე ღა ვზივარ და გადმოხტიიიი კივიან გადმოხტიიიი მარა ეს დედამოდღნული მე თავიდან ხო არ ვიცოდი რო უნდა გადავმხტარიყავი? და ისე დავჯექი რო რომ გადმოვხტე ჯერ უნდა წამოვდგე და რანაირად გინდა წმაოდგე გაქანებული ვაგონეტკაზე? როგორ მოვახერხე არ მახსოვს რა ძალით მახსოვს რო არ წამომდგარვარ როგორც ვიჯექი ეგრე გადმოვხტი და მერე ხარხარებდნენ ფეხები სამჯერ აწიე ჰაერში და სახით გახოხდიო და ეს ვაგონეტკაც ბაახ დაეჯახა საბურავებს ამოტრიალდა ჰაერში და დაეცა უცბად წმაოვხტი ზედ დავიხედე ცოცხალი ვარ არაფერი საერთოდ ნუ ტანსაცმელი არ ითვლება და მოცვივდნენ ერთი ჟრიამულია ხო მაგარია? აუუუუ ააააა აუ შენ რას გახოხდიი და შენ ბჯო ადრე რატო არ გადმოხტი რამის შეასკდი ხო უნდა გეთქვათ მერე რა ვიცოდი აჰააააა დავაი კიდე ერთიც აუ ძაან მინდოდა და დავაიიიიიი მივვარდით ისევ რაზ დვა ვზიალიიიიიი ერთხელ სამჯერ შვიდჯერ შევაყენეთ ისევ ლიანდაგებზე წავიდა ზევით ხორხოციიით Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 23 მარტი, 2023 Author Posted 23 მარტი, 2023 ზევით რო მივათრევდით სადღაც შუაში ერთერთმა თავგასა და მე ჩამოვრჩით, დანარჩენები ისევ მიათრევდნენ ჩამოვრჩით იმიტო რო რაღაც პატარა მოტორი ვიპოვეთ რკინის კორპუსით, უბანში წავიღოთ და დავშალოთო და ამას მოვათრევდით მერე მე მივხვდი რო მძიმე იყო ორისთვის, დავტოვოთ და მერე წავიღოთთქო ამას ვუთხარი და გავგაზე ზევით დანარჩენებთან ამ თავგასიებულმა ადგა და ეს რკინის მოტორი ლიანდაგს მიაყუდა და გამოიქცა ესეც ჩვენთან აი ესაა ე.წ რუსები რო ეძახიან - ჩორნი ლებედ გაუთვალისწინებელი შემთხვევა ავედით ზევით ისევ, დავსხედით, ამოგდეს ნაფოტი და დავეშვიიიით და მე უკვე გამზადებული ვარ, ჩაცუცქული ვზივარ ხელებ ჭადიებული და მზად ვარ ნებისმიერ მომენტში გადავხტე Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 23 მარტი, 2023 Author Posted 23 მარტი, 2023 და მოვქრივააართ, ერთერთი (აი ის "დედა არა მცემო" ხო გახსოვთ) უაბშე წინ დგას ფეხებზე ხელებს იქნევს და კივის არ დამჯდარა ფეხზე დგას და მე სიცილისგან ცრემლები მომდის და დუგუნ დუგუნ დუგუუუუუუნ და უცბად ჭაააააახ ხელებით მაგრად ვიყავი ჩაჭიდებული მარა მოვწყდი ადგილიდან ჰაერში როემლიღაც ბრუნისას ცალი თვალით დავინახე ეს დედამოდღნული ვაგონეტკა უკნიდან რო აიწია ამოტრაილდა და მერე დაბნელდა გონს რო მოვედი, მალევე მიწაში ვიყავი ცხვირით შერჭობილი და ფხვიერი მიწა იყო რელსებს აქეთ იქით ხნულის კედელზე ავდექი არცერთი ფეხსაცმელი აღარ მაცვია ტანი დავათვალიერე ბჯოს არაფერი სახე ცხვირი კბილები არაფერი სუფთა ვარ ნუ სუფთა ვ სმისლე ფიზიკურად თორე ისე )))) დანარჩენებს გავხედე გავარდი და ყველა აქეთ იქით ყრია ზოგი კვნეისთ დგება ზოგს ტრაკს იზელს მოკლედ ყველა გადარჩა მხოლოდ ერთი ამოვათრიეთ გვერდით ხნულის იქიდან თავგატეხილი, ამან ტანსაცმელი გაიხადა წელსზევით და გატეხილ თავიდან სისხლი მოსდიოდა (ოთხი ნაკერი დაადეს) ზედ მიიდო და მოკლედ სულ ესაა გადავხედე გადმოვხედე გადავრჩით ვფიქრობ და ის არ ჩანს აი ფეხზე რო იდგა ტიტანიკის გოგოშკასავით ხელებგაშლილი ვეძებთ და ესეც მე ვიპოვე ლიანდაგებს შუა გდია შპალზე უდევს თავი და მის უკან ამობრუნებული ვაგონეტკა აგდია ნახევარი მეტრით იქით და დაჭყლიტავდა წამოვაყენეთ და თვალები აქვს დახუჭული პომპონჩიკიანი ქუდი ეფარა ორივე ხელი ქუდზე დაიდო წინ შუბლთან და ააააა ესე ამბობს მეტს არაფერს, თვალებს არ ახელს აააააააა Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 23 მარტი, 2023 Author Posted 23 მარტი, 2023 მივხვდი რო რღაც ნეტოა მარა გულის გასაკეთებლად ვეუბნები კაი რა რა მოგივიდა აი შეხედე იმას თავი გაუტყდა სისხლი მოსდის და ხმას არ იღებს შენ რა მოგივიდა არაფერი ტანზე არ გაქვს სისხლი არ მოგის ეს კიდევ - აააააააა აბა მაჩვენე რა გაქვს ორივე ხელით ქუდზე მოვკიდე და ავუწიე რო მენახა რა იყოს ბოლო ბოლო ეს -ა ააააააა და ქუდი რო ავწიე ზედ მიკრული აყვა კანი და ოთხკუთხედად ამოჭრილი ხორცი იყო თუ რა იყო არვიცი და შიგნით გამოჩნდა რაღაც მოვარდისფრო ყვითლად ეგრევე დავაფარე ისევ, სისხლი არ მოსდიოდა წელზე მოვხვიე ხელი და მოვათრევ ესე ერთი ფეცხსა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა