Jump to content
×
×
  • Create New...

კანონი აგენტობაზე


Recommended Posts

  • ფორუმელი

საილერი გაბრაზდა

 

წინა თემაში აფიშირებდა, მსხვილძვალა ვარ და დიდი მუშტი მაქვსო, მე მაინც ძვალწვრილი და გაკნაჭული მგონია, მაგრამ სიფრთხილე ჯობს

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
27 minutes წინ, Darkness said:

12წელია ეს ქოცები გვყავს და მათი კრიტიკის ნაცვლად იმ 9წლის გარჩევა მაგარ უაზრობად არ გეჩვენება?

იმ შემთხვევაში არ მეჩვენება, როცა ვინმე შენნაირი მოვა და იტყვის, რომ ადამიანის უფლებების ასეთი აბუჩად აგდება პირველად ნახა. 

 

30 minutes წინ, Darkness said:

დღევანდელობა შეაფასე, ქვეყნის კურსი რისკენაა? ვინ გვყავს სათავეში? 

გაიაზრე, რომ ჩვენ დონეზე საერთოდ არაფერი წყდება. 

 

31 minutes წინ, Darkness said:

ორგანიზაციებს, რომლებიც არაერთ კარგ პროექტს აფინანსებენ უცხოური გავლენის აგენტებად რაცხავენ

ზედმეტად ზოგადი წინადადებაა. რომელი ორგანიზაციები? რა პროექტებზეა საუბარი? საიდან იცი, რომ კონკრეტული ორგანიზაციის კარგი იმიჯის უკან ძაღლის თავი არაა დამარხული? საიდან იცი, რეალურად რა მიზანს ემსახურებიან? 

32 minutes წინ, Darkness said:

რუსეთუმე მთავრობა გვყავს.

არც გეწინააღმდეგები და არც გეთანხმები, უბრალოდ გეკითხები: რაში გამოიხატება ჩვენი მთავრობის რუსეთუმეობა? 

მიშა მშვილდაძემ და რამდენიმე საყურიანმა პრადვინუტმა აქციაზე ეგრე თქვა, ან ჩემი მეგობრები ეგრე ფიქრობენ არ განიხილება, შენ რატო ფიქრობ ეგრე :givi: 

33 minutes წინ, Darkness said:

უაზრობის აპოთეოზში ვცხოვრობთ. 

აქამდე მიმყავხარ ზუსტად. უბრალოდ ეს გამოუსწორებადი მდგომარეობაა, თუ იმის იმედად ვიქნებით, რომ პოლიტიკა დალაგდება ქვეყანაში და ჩვენც რამე გვეშველება მერე )) 

Angels lie to keep control.

Share on other sites

18 minutes წინ, Sylar said:

გაიაზრე, რომ ჩვენ დონეზე საერთოდ არაფერი წყდება

როცა ასე ფიქრობ, ვერც ვერაფერს შეცვლი.

19 minutes წინ, Sylar said:

საიდან იცი, რეალურად რა მიზანს ემსახურებიან? 

რაში რა ფული იხარჯება ვუყურებ და ვადარებ ვინ რას აკეთებს.  გამჭვირვალეა ისედაც ინფო დონორებზე, პროექტებზე და გრანტებზე.

როგორ შეიძლება უარყოფითად განეწყო ორგანიზაციისადმი, რომელიც მთავრობის ნაცვლად ახალგაზრდებისთვის ლექციებს, პროექტებს აფინანსებს, თარგმნის წიგნებს, ცდილობს ხალხს აუხსნას განსხვავება პროპაგანდას, ტროლ-ბოტებსა და სამოქალაქო აქტივიზმს შორის. გაჩვევს კრიტიკულად აზროვნებას და იმ იდეას, რომ როცა რამე არ მოგწონს, სხვას კი არ უნდა ელოდო, არამედ აქტიური სამოქალაქო პოზიცია გქონდეს. პლუს, ზოგი ორგანიზაცია, მაგ. ვორლდ ვიჟენი, ქერი და ა.შ. ეხმარება გაჭირვებაში მყოფ ოჯახებს.

ეგენი არიან უცხო ქვეყნის გავლენის აგენტები, რომლებსაც ჩვენი წარწყმედა სურთ ᲓᲐ მთავრობა, რომელსაც სულ მცირე სასირცხვილო პრემიერი, პარლამენტის თავჯდომარე და ფსკერი კულტურის მინისტრი ჰყავს არ არიან მტერი სახელმწიფოს იდეის გამტარებლობი :D ჩვენთვის კარგი უნდათ, პროსტა ეგ კარგი ევროკავშირის წევრობის ნაცვლად, უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადების ნაცვლად, მოჩვენებით "ნეიტრალობაზე" გადის. ბიძინას ცალკე სად აქვს ფული ნაშოვნი ამაზეც ბევრი დაიწერება.

ჯერ მარტო გასულ წელს იმდენი რუსი შემოვიდა, რუსეთის გუბერნია ვართ. პლუს, ჩვენი მთავრობა რუსეთის მოკრიტიკე რუსებსაც კი არ უშვებს ქვეყანაში. 

34 minutes წინ, Sylar said:

შენ რატო ფიქრობ ეგრე

ისედაც ყოველთვის ჩემს აზრს ვწერ. ვინმე მიშა მშვილდაძე ჩემზე პრადვინუტად არ მიმაჩნია :D

ნაცების ზიზღით ამ მთავრობის ამტანი/გამპრავებელი სასტავი საერთოდ რაღაც სხვა რეალობიდან მგონია.

38 minutes წინ, Sylar said:

გამოუსწორებადი მდგომარეობაა

სანამ შენ წილ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას არ გაიაზრებ. 

ზუსტად ამ ნიჰილიზმით ქაჩავენ ქოხები, მეთორმეტე წელია.

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Darkness said:

როცა ასე ფიქრობ, ვერც ვერაფერს შეცვლი.

შენ რო არ ფიქრობ ეგრე, მაგიტომაც დაგიყენებია ცვლილებების კორიანტელი.

 

5 minutes წინ, Darkness said:

როგორ შეიძლება უარყოფითად განეწყო ორგანიზაციისადმი, რომელიც მთავრობის ნაცვლად ახალგაზრდებისთვის ლექციებს, პროექტებს აფინანსებს, თარგმნის წიგნებს, ცდილობს ხალხს აუხსნას განსხვავება პროპაგანდას, ტროლ-ბოტებსა და სამოქალაქო აქტივიზმს შორის.

ლექციებს, პროექტებს, წიგნებს გააჩნიათ. სწორი და საჭირო სამოქალაქო აქტივიზმი კი ერთისთვის ერთია, მეორესთვის მეორე.  დარწმუნებული ვარ, მაგ ორგანიზაციებს საკუთარი პოლიტიკური სიმპათიები გააჩნიათ და მათ მიერ შთაგონებული სწორი სამოქალაქო აქტივობები მაგ სიმპათიით დიდ წილადაა შთაგონებული.

 

8 minutes წინ, Darkness said:

ევროკავშირის წევრობის ნაცვლად, უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადების ნაცვლად, მოჩვენებით "ნეიტრალობაზე" გადის.

საიდან დაასკვენი, რო არ გვინდა ევროკავშირის წევრობა? ჰუმანიტარული მხარდაჭერა არაა ესე იგი საკმარისი, მაინცდამაინც ფრონტის ხაზი უნდა გაგვეხსნა ჩვენც და ეს იქნებოდა ალბათ ევროპულ გზაზე სიარულის გაგრძელება, არა? 

 

10 minutes წინ, Darkness said:

იმდენი რუსი შემოვიდა, რუსეთის გუბერნია ვართ

აჰა, ანუ ამ წლების განმავლობაში ყველა ჯურის ხალხი რომ შემოდიოდა ტონობით: ირანელები, ინდოელები, ჩინელები და სხვა. ეგ დემოკრატიული, მულტიკულტურული სახელმწიფოს ზეიმი იყო და პრეტენზია არ გქონდა, მაგრამ რუსების შემოდინებაზე აღტკინდი, ხო? :givi: 

12 minutes წინ, Darkness said:

ნაცების ზიზღით ამ მთავრობის ამტანი/გამპრავებელი სასტავი საერთოდ რაღაც სხვა რეალობიდან მგონია.

ადამიანის უფლებების ასეთი ფეხქვეშ გათელვა რო პირველად ნახეთ და აქამდე არ გინახავთ, აი ეგ ხალხი სხვა რეალობაში ცხოვრებაზე ნუ მელაპარაკებით... 

13 minutes წინ, Darkness said:

ზუსტად ამ ნიჰილიზმით ქაჩავენ ქოხები, მეთორმეტე წელია.

თუ გგონია რო არსებული ოპოზიციური პარტიებიდან რომელიმეს სათავეში მოსვლით ქვეყანაში არსებული სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება, მაშინ მშურს შენი ოპტიმიზმის)) 

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
31 minutes წინ, Sylar said:

მაინცდამაინც ფრონტის ხაზი უნდა გაგვეხსნა ჩვენც და ეს იქნებოდა ალბათ

მგონი პროპაგანდის მსხვერპლი ხარ :babu:  

32 minutes წინ, Sylar said:

თუ გგონია რო არსებული ოპოზიციური პარტიებიდან რომელიმეს სათავეში მოსვლით ქვეყანაში არსებული სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება, მაშინ მშურს შენი ოპტიმიზმის

მე არ მგონია, მაგრამ ქოცების ალეწილ სახეებს ვნახავდი დიდი სიამოვნებით, ისევე როგორც ნაცების ვნახე ერთ დროს :lolz:

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, რედაქცია said:

მგონი პროპაგანდის მსხვერპლი ხარ :babu:  

იმ წინადადებიდან რანაირად გამომდინარეობს ჩემი პროპაგანდის მსხერპლობა? რახან სავარაუდოდ პოსტივიზეც მაგას იძახიან? შენ რა პოლიტიკას გაატარებდი უკრაინის ომთან მიმართებაში? დიპლომატიის თვალსაზრისით სერიოზულად რო მოიკოჭლებენ ესენი ფაქტია, მაგრამ ომის აცილების პოლიტიკა რომ გაატარეს, ეგ კარგია.

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Sylar said:

იმ წინადადებიდან რანაირად გამომდინარეობს ჩემი პროპაგანდის მსხერპლობა? რახან სავარაუდოდ პოსტივიზეც მაგას იძახიან? შენ რა პოლიტიკას გაატარებდი უკრაინის ომთან მიმართებაში? დიპლომატიის თვალსაზრისით სერიოზულად რო მოიკოჭლებენ ესენი ფაქტია, მაგრამ ომის აცილების პოლიტიკა რომ გაატარეს, ეგ კარგია.

რაღაცეებში მართლები არიან მთავრობაში და მთლად ისეც არაა, რასაც ყვირიან ოპოზიციონერები  სიფრთხულე აუცილებელია, მაგრამ პუტინს მიზეზები და წყენები მაგრად ჰკიდია, ცივი გონებით მოქმედებს.

იარაღს ნუ მიაწვდი, ნუ იომებ, მაგრამ გვერდით სიტყვიერად მაინც დაუდექი, მაგასაც არ აკეთებენ ისეთი დაშინებულები, ან მოსყიდულები არიან. გენერატორებიც რომ გაუგზავნეს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერთი ამბები იყო აქ.

ომში რანაირად უნდა ჩაგვითრიოს უკრაინამ ან ვინ გვეუბნება იომეთო და თუ არ ომობთ ევროპაში რა გინდათო ვინ თქვა?  ერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა თქვა შარშან ომის დასაწყისში მსგავსი და ღლეობა იყო კი, პატარა მინიშნება, რომ აფხაზეთისკენ წადითო.

ჩვენ რა უნდა ვიომოთ? ხუთ დღეში აგვიღებენ და ეს უკრაინას რანაირად წაადგება? ან ვის უნდა ეომოს პუტინი? თავის ხელქვეითებს, რომლებიც ჯარს არ გაიყვანენ? :lolz: ან თუ გაიყვანეს დადგმული იქნება და პუტინის ბრძანება - ჯარი დამახვედრეთო და არ ვიცი რაში უნდა აწყობდეს :D

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

რომელი ქვეყნის პარლამანტის თავმჯდომარე ჩასვავს მის სკამში მტერი ქვეყნის პარლამენტარს? აი რაღაც წარმოუდგენელი ღლეობები ხდება და მეტი ფაქტები რაღა გინდათ, რომ ესენი რუსეთის ხალხია :lolz: 

იმავე საღამოს კი ახალგაზრდებს სპეციალურად თხრიან თვალს, სჯიან და მეორე მხრივ სხვებს ანახებენ, რომ შენ თუ გახვალ, დასახიჩრდებიო. ახალგაზრდისთვის სიკვდილზე საშიში სახის დასახიჩრებაა, ეს ძველი ომებიდანაც ცნობილი ფაქტია. ამათი მოგონილი არაა .

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share