Jump to content
×
×
  • Create New...

მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის მაღალჩინოსანს ბრალი წარედგინა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-005300343f2fdef53b861c7914f6f288.jpeg

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციის მაღალჩინოსანს, ვანო ზანდარაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. პოლიციის მაღალჩინოსნის ადვოკატი არჩილ ბერიანიძე ამბობს, რომ განზრახ მკვლელობის მუხლს, 117- ე მუხლი დაემატა, რაც სხვა პირისთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მკვლელობა სოფელ იყალთოში ორი დღის წინ მოხდა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, პოლიციელმა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურაბ საჩიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მერიის თანამშრომელი კი დაჭრა. შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა. კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტს პროკურატურა იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 117-ე  (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   89 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 88 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • Googlebot(1)
    • Facebookexternalhit(1)
    • YandexBot(1)
    • Deutschland