L_Autre_monde Posted 18 თებერვალი, 2023 Posted 18 თებერვალი, 2023 On 2/17/2023 at 12:11 AM, NAVARA said: ეხლა ვკითხულობდი სტატიას დილემებზე, ვოდა ეგეთი შეკითხვა გამიჩნდა. ტბის პირას დგახართ და ხედავთ ადამიანი იხრჩობა. შეგიძლიათ გადაარჩინოთ. ხართ თუ არა ვალდებული. (მორალურად. კანონს არ ვგულისხმობ). რომ გადავაფრაზიროთ. ვთქვათ გადაარჩინეთ. ჩათვლით რომ სიკეთე გააკეთეთ თუ ჩათვლით რომ ვალი მოიხადეთ. მოდი, მე ნამდვილ ამბავს მოვყვები... მიშას დროა. გამთენიას, კაი გამაძღარი მივადექი დეზერტირების ბაზარს. ხორცის ოპტავოიზე ახლობლები მუშაობდნენ და მეთქი სადმე გავიტყუებ - ნიხვატკაში ვარ არ დამხვდნენ. დავრეკე. ერთ საათში მოვალთო. ვზივარ, ველოდები. (ბაზარი საინტერესო ფენომენია) ჩოჩქოლმა მიიქცია ჩემი ყურადღება. მივედი. მეგრელი ჰყავთ გამოჭერილი ხიშნიკებს და კაი გვარიანად უპირებენ გაპარსვას. საწყალ სკოლის მასწავლებელს ბანძაში ღორები ჰყოლია გასაყიდად და ვერ გაუყიდია. შეხვედრია ვიღაც ყვავი-ჩხიკვის-მამიდა ნაცნობი. დაკალი, გაასუფთავე, თბილისში ჩამოიტანე და ოთხ ლარში ჩაგაბარებინებ ულაპარაკოდო. ერთი კვირის თავზე, ამ უბედურმა თავისები ხომ დაკლა. მეზობლების ღორებიც ზედ მიაყოლა და კაი რვაას კილომდე ხორცით ეწვია დედაქალაქს. მერე როგორც კლასიკურ სცენარშია... ვითომ ახლობელი დაიმალა. ყასბებმა პირი შეკრეს, იციან ვისი არჩივიცაა და 2.20-ზე მეტს არ აძლევენ. არც სხვა მყიდველს აკარებენ. არადა, საბითუმო ფასი 3.50-ია. მივხვდი რაშიცაა საქმე და იდეაში არ მეხება საერთოდ. გასაპარსი დოყლაპია უნდა გაიპარსოს! დგას საცოდავად მობუზული. მარტო ამხელა ბაზარში და ტირილს ცოტა უკლია. თავისი ღორების ფული რომ დაამატოს - მეზობლების ვალს მაინც ვერ ფარავს. შემეცოდა რაღაცნაირად და... კაროჩე, ვიკაჩავე, ვიომე და სამ ლარში მაინც გავაყიდინე. ზარალში არ წავიდა მთლიანად. ამასობაში ახლობლებიც გაიჩითნენ და წამომათრიეს მაგ კრაზანების ბუდიდან. მასტი ისეთი გაოგნებული იყო, მადლობაც არ უთქვამს, მაგრამ ისეთი დავოლნი ვიყავი - ვის უნდოდა მაგისი მადლობა - მე ჩემი გავისწორე, საწყალი კაცი არ დავაჩაგრინე კაი ხანს გამყვა ეგ ადრენალინი პ.ს. ახლა შენ მითხარი - ეს სიკეთე იყო თუ ვალის მოხდა? 2 Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 18 თებერვალი, 2023 Author Posted 18 თებერვალი, 2023 27 minutes წინ, L_Autre_monde said: ეს სიკეთე იყო თუ ვალის მოხდა? ვალის მოხდა ალბათ. 29 minutes წინ, L_Autre_monde said: არ დავაჩაგრინე ვოტ. ორიენტირებაა უკვე სამართლიანობაზე. შეფასებით შეგვიძლია პოსტფაქტუმ შევაფასოთ იყო შენი ნება სამართლიანი, კეთილშობილური, etc. მარა ამისათვის ქცევის კაკბისკაზაც.. იმპულსი გარედან არ უნდა მოდიოდეს. შენი უნდა იყოს ეს ნება. სამართლიანობის ნორმები სკარეე ვსევო არ მოგიფიქრებია. ტაქშტა თუ მოტივად არ დაჩაგვრინებას განიხილავ, გამტარი გამოდიხარ სხვისი ნების. ნუ კაკტა ტაკ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 18 თებერვალი, 2023 Posted 18 თებერვალი, 2023 42 minutes წინ, NAVARA said: იმპულსი გარედან არ უნდა მოდიოდეს. შენი უნდა იყოს ეს ნება მაგას როგორ არკვევ? ნება როგორ ყალიბდება, ფსიქოტიპი როგორი ადამიანიანის, კატეგორიები, რომლითაც აზროვნებს, ციდან ჩამოვარდა თუ გარემოსთან კონტაქტისას განუვითარდა? თუნდაც ის ტიპი, რომ დაჯდა და ვიღაცეებს რაღაცეები დააჯერა, როგორ ჩამოყალიბდა, ან ვინც მისი დაიჯერა, რატო დაიჯერა, გეცოდინება გარედან გავლენა არ ნიშნავს, რო მიტინგზე გამომსვლელების ყიყინი გადმოგედოს. შეიძლება გეიმერების სამკაციან ჩატში ვინმემ რამე სირობა დაწეროს, რაც შენს დეპრესიულ განწყობას შეესაბამებოდა იმ პერიოდში და აიტაცო და აქ გვემენტორო მერე. თივისიფილი ნიბი Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 18 თებერვალი, 2023 Author Posted 18 თებერვალი, 2023 რამ უკბინა ეხლა ამას. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 18 თებერვალი, 2023 Posted 18 თებერვალი, 2023 (შესწორებული) 20 minutes წინ, Moor said: ნება როგორ ყალიბდება, ფსიქოტიპი როგორი ადამიანიანის, კატეგორიები, რომლითაც აზროვნებს, ციდან ჩამოვარდა თუ გარემოსთან კონტაქტისას განუვითარდა? ეწ თავისუფალი ნება არ არსებობს, ლიმიტირებულია ყველაფერი ფიზიკურ სამყაროში, არჩევანის თავისუფლების ილუზიას სოციუმისგან და საკუთარი ბიოლოგიისგან მოცემული ერთი ორი არჩევადი ოფშენი ქმნის. ამის გაგება უჭირთ ადამიანებს და ახრიგინებენ ამ თავისუფალ ნებას ვითომ რამეს წარმოადგენდეს ძნ დიდი ფეიკია ყველაფერი, ამაზე რომ ვიფიქროთ მუდმივად გავრეკავთ. ამაოა მართლა ყველაფერი უბრალოდ ყვავილების ყნოსვა და სიამოვნების მიღება რაღაცებზე პასუხების პოვნის მცდელობად მაინც ღირს ბარემ მოცემულ ცხოვრებაში... თორემ სიცოცხლე უკვე სიკვდილს ნიშნავს.სენსიტიური ვარ დღეს. პმს Edited 18 თებერვალი, 2023 by Mulan 1 Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 18 თებერვალი, 2023 Author Posted 18 თებერვალი, 2023 ნება არსებობს. ასევე არსებობს ჰიპნოზი, ზომბირება, შთაგონება/თვითშთაგონება. ეს ტიპა დაჯერებას რაც შეეხება. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 18 თებერვალი, 2023 Posted 18 თებერვალი, 2023 21 minutes წინ, NAVARA said: ნება არსებობს. ნებისმიერი არჩევანი ნების გამხატულებაა. ნება არ გაქვს, როცა არჩევანს ვერ აკეთებ. არჩევანისას რამდენად რაციონალურად იქცევი, ეგ კიდე ცალკე თემაა Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 18 თებერვალი, 2023 Author Posted 18 თებერვალი, 2023 7 minutes წინ, Moor said: ნებისმიერი არჩევანი ნების გამხატულებაა. ნწუ. ზომბის შეუძლია არჩევანის გაკეთება. ნება არ აქვს. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა