Jump to content
×
×
  • Create New...

ჯო ბაიდენი


iaiameri
 Share

Recommended Posts

„ამერიკა დაბრუნდა. დიპლომატია დაბრუნდა”, - თქვა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში, საგარეო პოლიტიკური გეგმების შესახებ პირველი გამოსვლისას.

დიპლომატების წინაშე საკუთარი ხედვის წარდგენისას, ბაიდენმა რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დასრულდა ის პერიოდი, როდესაც ამერიკა რუსეთს წინააღმდეგობას არ უწევდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„მე პრეზიდენტ პუტინს ნათლად ვუთხარი, რომ მე ძალიან განვსხვავდები ჩემი წინამორბედისგან. დასრულდა დრო, როცა შეერთებული შტატები წინ არ უდგებოდა რუსულ აგრესიულ ქმედებებს: ჩვენს არჩევნებში ჩარევას, კიბერ-თავდასხმებს და მისი მოქალაქეების მოწამვლას. ჩვენ უყოყმანოდ, ამას რუსეთს უფრო ძვირს დავუჯენთ და დავიცავთ ჩვენ კრიტიკულ ინტერესებს და ხალხს“, - თქვა ბაიდენმა.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share