Jump to content
×
×
  • Create New...

იგორ დოდონი პოსტიდან გადადგომის შემდეგ მოსკოვში ჩავიდა და იქიდან გააკრიტიკა მაია სანდუ


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-391f444212bf9aed887eb911aa885836.jpeg

მოდოვის ექსპრეზიდენტი იგორ დოდონი „აბსურდი“ უწოდებს იმ ფაქტს, რომ მისი მემკვიდრე, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი რუმინეთის მოქალაქეა, ხოლო მაია სანდუს ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტის ოფიციალური საიტის თანახმად სახელმწიფო ოფიციალურ ენად მოლდოვურთან ერთად რუმინულიც გამოცხადდა. ამის შესახებ იგორ დოდონმა ისაუბრა რუსულ სახელმწიფო ტელერახ „როსია 24“-თან ინტერვიუში. იგორ დოდონი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის მეორე დღეს გაემგზავრა მოსკოვში, სადაც ექსპრეზიდენტს ახლდნენ პარლამენტის სპიკერი, ზინაიდა გრეჩანი, კიშინიოვის მერი და გაგაუზიის ავტონომიის ლიდერი. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცნობაში დოდონი აღნიშნავს, რომ მოსკოვში იმყოფებოდა „სამუშაო ვიზიტით“ და რუსეთსა და მოლდოვას შორის „სტრატეგიული პარტნიორობის“ საკითხების თაობაზე სასაუბროდ შეხდვა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურის მოადგილეს, დმიტრი კოზაკსა და რუსეთს სახელმწიფო დუმის ფედერალური კრების თავმჯდომარეს, ვიაჩესლავ ვოლოდინს. მოლდოვის არჩეული პრეზიენტი, მაია სანდუ, 24 დეკემბერიდან შეუდგა მოღვაწეობას ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე. პირველმა ქალმა პრეზიდენტმა საზეიმო ფიცი წარმოთქვა კიშინიოვში, პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ერთობლივ სხდომაზე. მაია სანდუ ემხრობა მოლდოვის ევროპულ ორიენტაციას და დნესტრისპირეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანას. მოლდოვის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის რანგში პირველ ვიზიტს გამართავს მეზობელ უკრაინაში.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   319 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 318 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(20)
    • YandexBot(4)
    • t-90
    • Googlebot(3)