Jump to content
×
×
  • Create New...

პოლიციამ  იმერეთში  მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-ad47cccc9885195d31bbbe7b11be2cdd.jpeg

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული ბ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კორმაღალაში, მეზობლურ დავასთან დაკავშირებით, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში მყოფ მეზობელს - 1967 წელს დაბადებულ კ.ნ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა  ბ.გ., მომხდარიდან რამდენიმე საათში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   328 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 327 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(2)