Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება გურჯაბვეში


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
31 minutes წინ, Eric said:

https://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/mate-24.htm

 

36. მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ.

 

ძალიან მარტივად და უბრალოდ წერია, ბავშვიც რომ გაიგებს.

 

 

 

48. მაგრამ თუ ის მონა ბოროტია და გულში იტყვის: აგვიანებს ჩემი პატრონი მოსვლას,

49. და დაიწყებს თავისივე მსგავსი მონების ცემას და მემთვრალეებთან ჭამას და სმას,

50. მაშინ მოვა მონის პატრონი იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის,

51. შუა გაკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.

Season 1 Episode 3 GIF by Rick and Morty

 

 
Share on other sites

ერთერთი უმთავრესი რითიც დასავლეთი განსხვავდება აზიისგან ესაა წაკითხულის გააზრების :givi: მეტაფიზიკა

დასავლური განსაკუთრებით ანგლოსაქსური და პროტესტანტული მეტაფიზიკა სიტყვა სიტყვით ასრულებს იმას რაც წერია.

და ამას მოითხოვს.

ხოლო აზიური მეტაფიზიკა დაწერილის იმდენივე ინტერპრეტაციას გვაძლევს რამდენიც ბრძენია აზიაში და აზიაში ხო უამრავი ბრძენია როგორც ვიცით, ბოდხიდხარმადან დაწყებული ვინმე მამა სერაფიმემდე ბრძენებითა და წმინდანებითაა მოფენილი აზია,

შესაბამისად ერთხელ დაწერილს აზიაში ერთ წერტილში რო ისე იგებენ იქიდან 200 კილომეტრში უკვე სულ სხვანაირი ინტერპრეტაციით ხსნიან და იმის იქით კიდევ სხვანაირად.

 

დიახ, მაგრამ დასავლეთი ჯობია აზიას ყველა პარამეტრით, ცხოვრების დონით, ადამიანის სიკეთებეებით და ბევრი უამრავით

ეს ნიშნავს რომ

დასავლური მეტაფიზიკა წაკითხულის გააზრების ბევრად ნაყოფიერია ვიდრე აზიური

 

დიახ

 

სამაგიეროდ აზიაში ადგილობრივი ელიტა რომელიც არ და ვერ ჩაწვდა წაკითხულის გააზრების დასავლურ სტანდარტებს

და საკუთარ მოსახლოებას ვერანაირად უქმნის იგივე პირობებს რასაც დასავლეთი სტავაზოვს

 

ამიტომ ეუბნება

ხო, იქ ბევრად კარგად ცხოვრობს ხალხი მააააგრამ!, მაააგრაააააამ

მაააგრამ ღმერთს თქვენ უფრო უყვარხართ!!!

:gigi:

 

ხოო, აპაა არ იცოდით?

:lool:

Share on other sites

რატომ აღმოჩნდა დასავლური წაკითხულის გააზრების სისტემა უფრო ნაყოფიერი ვიდრე აზიური?

იმიტომ რომ იქ ერთხელ დაწერილი სრულდება ისე როგორც წერია და ვსე

ამან შექმნა ბურჟუაზიის და კერძო საკუთრების განვითარების ცუნამი!

რადგან ერთხელ დაწერილი კანონიერად რომ ეს - შენია! შენია 300 წლის შემდეგაც

 

ხოლო აზიაში, ერთხელ რომ შენია ის არასოდეს ნიშნავს რომ 300 კი არა ერთი წლის მერეც შენი იქნება

იმიტომ რომ კი წერია რო შენია მაგრამ!, მაგრამ ეგ თქვა მამა სერაფიმემ, ხოლო ორასი კილომეტრის იქით მამა ეპიფანემ თქვა რო არააო შენი

აქ რო შენია იქ არაა შენი

25 დეკემბერს ზეიმობდი? ეხლა 7 იანვარს იზეიმებ, იმიტო რო ასე თქვა მამა ივლიანემ ასთეა საჭიროოო :lool:

ვსე

შენ ვინ ხარ რო მამა ივლიანეს არ უჯერებ? ვინ ტიკი ტომარა ხარ?

Share on other sites

Posted (შესწორებული)

ესეიგი

ერთხელ დაწერილი შესრულდეს სიტყვა სიტყვით, ბევრად ჯობია

 

ვიდრე ეს დაწერილი დღეს სერაფიმეს ახსნილით ვაკეთოთ ხვალ ივლიანეს ახსნილით, იმიტომ რომ ზეგ ასიანი ვინმე პროკოფი გაიჩითება უეჭველი :lool:

ამიტომ როცა ეს წერია

სექტანტებმა შეიძლება მარა მღვდელმთავარმა არ უნდა ილაპარაკოს მეორედ მოსვლა ახლოსაა თუ შორსაა

იმიტო რო არ იცის, არ შეიძლება იცოდეს

შეიძლება დღეს ღამესაა სამის ნახევარზე

შეიძლება 1257 წლის შემდეგ საღამოს შვიდის ოც წუთზე

არავინ იცის

ასე თქვა იესო ქრისტემ

და ქრისტანები უნდა უჯერებდნენ ქრისტეს

 

თუ პროკოფის ახსნილის უფრო გვჯერა მაშნ ქრისტიანები კი არ  გამოვდივართ არამედ პროკოფისტები (მაგალითად)

ან სერაფიმისტები ან ...

1 საათის წინ, Moor said:

36. მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ.

 

 

 

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Eric said:

36. მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ.

იოანეს სახარება თავი 16 (15-ე აბზაცი)

 

ყოველი (!!!), რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს (!!!); და ამისთჳს გარქუ თქუენ, რამეთუ: ჩემგან მიიღოს (!!!) და გითხრას თქუენ.

 

2 საათის წინ, Eric said:

ძალიან მარტივად და უბრალოდ წერია, ბავშვიც რომ გაიგებს.

მაგრამ ის ხომ არ უთქვამს არც მე ვიციო ?! :) ანუ ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ მაპატიოს უფალმა და "ტეხნიკურად აარიდა თავი პირდაპირ  პასუხს"  - აქედან გამომდინარეა ის დასკვნა რომელიც ზემოთ მოგახსენეთ სენიორ ... დასტურად ამისა მოგიყვანეთ იაონეს სახარებიდან უფლის მიერვე ნათქვამი რომ - რაოდენი აქუს მამას ჩემი არსო და ჩემგან მიიღოსო და ის(ტ)ე გითხრათ თქვენო :yeah: 

მხოლოდ მამამ რაც იცის იგივე იცის უფალმაც და სულიწმიდამაც რადგან ისინი ერთნი არიან არსებითა თვისითა ჩემო კეთილო მეგობარო ...

უფალმა მამასთან და სულიწმიდასთან ერთად ამხელა სამყარო შექმნეს და ახლა მისი რაიმე მცირე დეტალი გამოეპარათ და არ ეცოდინებათ თუ რავაა მაი საქმე სენიორ ერიკ ? ;) 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Eric said:

სექტანტებმა შეიძლება მარა მღვდელმთავარმა არ უნდა ილაპარაკოს მეორედ მოსვლა ახლოსაა თუ შორსაა

იმიტო რო არ იცის, არ შეიძლება იცოდეს

შეიძლება დღეს ღამესაა სამის ნახევარზე

შეიძლება 1257 წლის შემდეგ საღამოს შვიდის ოც წუთზე

არავინ იცის

ასე თქვა იესო ქრისტემ

და ქრისტანები უნდა უჯერებდნენ ქრისტეს

ხოო ... აი აქ ნაწილობრივ გეთანხმებით სენიორ : - ბევრი "ჩატეხილა" ამ ამბავში ; დაჟე ცნობილი მღვდელმთავრები ; სექტანტები ხომ რამდენიც გინდათ :yeah: მაგალითად : ეგრეთ წოდებული სოფლის მკვიდრი "იეჰოვას მოწმეები" 1929 წელს (ზუსტი თარიღი აღარ მახსოვს) ელოდნენ მეორედ მოსვლას (ისინი მას არმაგედონს უწოდებენ (შეცდომით რათქმაუნდა)) - ო-და მეორე დღეს თუ ორი დღის მერე ემერიქის სხვადასხვა ქალაქების სარდაფებიდან ამოიყვანეს მაშველებმა (ამის ფოტომასალაც კი არსებობს) ; ერთი ვინმე მოსამართლე რუტენფორდი ყავდათ; ამან დააანონსა "არმაგედონი" და აგერ დღესაც ცოცხლები ვართ ... რაც შეეხება დიდ და პატივცემულ(!!!)მღვდელმთავრებს (ისეთებს არა დღეს რომ არიან ; ნამდვილებზე ვამბობ) მათ სიტყვებს ხშირად დიკრედიტაციას უკეთებენ - მათივე დისკრედიტაციის მიზნით ; 

რადგან უფალმა არ გაგვიმხილა მისი მეორედ მოსვლის დრო და საათი ეს არც ჩვენ უნდა ვქნათ; გინდა უბრალო ადამიანმა და გინდაც დიდმა მღვდელმთავარმა - ეს სწორი შეხედულებაა; თუმცა უფალმა გაგვიმხილა მოვლენათა ის მიმდევრობა და მიმდინარეობა რომელიც მის მეორედ მოსვლას უნდა უძღოდეს წინ ...

P.S. - ადრე დავპირდი ბადეს რომ დავდებდი უფლის ამ წინასწარმეტყველებას მისი მეორედ მოსვლის შესახებ და მაპატიეთ აქამდე რომ ვერ მოვახერხე; მალე დავდებ ; მარტლაც ძალიან საინტერესო სიტყვებს ამბობს უფალი და საოცარ მოვლენებს აღწერს ... 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Posted (შესწორებული)
23 minutes წინ, kvipriane said:

მაგრამ ის ხომ არ უთქვამს არც მე ვიციო ?! 

დიახ, არც მე ვიციო არც ანგელოზებმაო, ზუსტად ასე თქვა.

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Eric said:

მაგრამ ეგ თქვა მამა სერაფიმემ, ხოლო ორასი კილომეტრის იქით მამა ეპიფანემ თქვა რო არააო შენი

წმიდა მამებს თუ დაკვირვებით წაიკითხავთ სენიორ - ისინი არასოდეს ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს ... 

როგორც ქართულ მრავალხმოვან სიმღერაში სხვადასხვა ხმების მეშვეობით მშვენიერი სიმღერა გამოდის - ასე არიან წმიდა მამებიც :)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share