Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება გურჯაბვეში


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
9 საათის წინ, t-90 said:

ეს რო ჭირი გვჭირს ტო. ჰარმენები არ გვეყოფოდნენ და ეხლა ესენი დაგვემატნენ.

ხელოვნური ინტელექტის გადამკიდეა რაც გვჭირს ბატონო ტანკო

იმდღენდელი შენი პოსტისა არ იყოს - აგერ ახალი გამოუშვეს

ანუ საქართველოს ქალაქები ქალის სახით რომ წარმოვიდგინოტ ასეთები იქნბოდენო 

https://sova.news/2023/02/02/gruziya-glazami-nejroseti-iskusstvennyj-intellekt-sgeneriroval-gruzinskie-goroda-v-obraze-zhenshhin/?fbclid=IwAR2_fFvmf1AI2D2RxaaSRy4ZpO6MocDwj7Pr0yU_QjJxY27T0fe0Wug76Es

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
8 საათის წინ, Micawber said:

როგორი უპატრონოები ვართ ამის დედა ვატირე;(

ობლის კვერი ცხვა-ცხვა და ბოლოს გამოცხვაო სენიორ - გული არ გაიტეხოთ :)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
18 minutes წინ, Eric said:

გღანდ კუკიე და გრეათ ტურკიე გყვავს მეზობლებად.

გურჯაბვეს :givi:

ნაღდი თქვა გერომ, მანდო უაბშე სხვა გეოპოლიტიკური რეალობააო, მოდი და გაამტყუნე :lool:

ეს რა ჭირი გვჭირს ტო. :D

18 minutes წინ, kvipriane said:

ხელოვნური ინტელექტის გადამკიდეა რაც გვჭირს ბატონო ტანკო

იმდღენდელი შენი პოსტისა არ იყოს - აგერ ახალი გამოუშვეს

ანუ საქართველოს ქალაქები ქალის სახით რომ წარმოვიდგინოტ ასეთები იქნბოდენო 

https://sova.news/2023/02/02/gruziya-glazami-nejroseti-iskusstvennyj-intellekt-sgeneriroval-gruzinskie-goroda-v-obraze-zhenshhin/?fbclid=IwAR2_fFvmf1AI2D2RxaaSRy4ZpO6MocDwj7Pr0yU_QjJxY27T0fe0Wug76Es

არა მგონია სენიორ ხელოვნური ინტელექტის ბრალი იყოს.

უფრო ინტელექტის ნაკლებობის ან არარსებობის.

 

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
8 minutes წინ, t-90 said:

უფრო ინტელექტის ნაკლებობის ან არარსებობის.

ჰო და ხელოვნურით ავსებენ :D

ისე რუსთავი როგორი წარმტაცია :gigi:

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
53 minutes წინ, t-90 said:

ეს რა ჭირი გვჭირს ტო.

ეს გახსოვს ბატონო ტანკო ?

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

შაქრო კარმელი ერთ-ერთი იმ ბურგუნდიელ რაინდთაგანის შთამომავალი გახლდათ, გურიელმა რომ დაატყვევა ბათუმთან. ეს მოხდა 1445 წელს… ბურგუნდიის დუკას – ფილიპე კეთილს – კუნძულ როდოსზე მყოფმა ჰოსპიტალიერმა რაინდებმა შველა სთხოვეს: „ოტომანები გვიტევენ, თავს გვესხმიან, გვძარცვავენ! მთელს აქაურს საქრისტიანოს ავიწროვებენ! დიადი კონსტანტინოპოლი მათი დარტყმის საფრთხის ქვეშაა! შენ შეგთხოვთ სამხედრო ძალით დაგვეხმარო, რომ ერთობლივად აღვუდგეთ ამ წინდაცვეთილ ძაღლთა თარეშს!” რომის პაპის კურთხევით და ფულით ფილიპე კეთილმა თავისი ჯვაროსნული ლაშქრობის წამოწყება განიზრახა და სამზადისს შეუდგა. ოთხი გალერა ააშენეს და ორასი რაინდი, სრული აღჭურვილობით, განაწესეს საზღვაოსნო ბრძოლებისათვის. ბურგუნდიელთა ფლოტილიას ხელმძღვანელობდნენ ფილიპეს მიერვე 1430 წელს დაარსებული „ოქროს საწმისის“ ორდენის მაგისტრები – მესირ ჟოფრუა დე ტუასი და მესირ ვალერან დე ვავრენი. პირველივე შეტაკება, რომელიც კუნძულ როდოსთან მოხდა, ბურგუნდიელთა მარცხით დასრულდა და ფლოტილიამ შავი ზღვისაკენ დაიხია. მაგრამ, ოტომანთა რამოდენიმე მცირე რეიდი იქაც დაატყდათ თავს. ბურგუნდიელთა მდგომარეობა სავალალო შეიქნა. განახევრებული ძალებით და უსახსროდ დარჩენილებმა მეკობრეობა დაიწყეს – სურსათისა და სასმელის გარდა რაინდ-მეზღვაურებს ქალებიც ესაჭიროებოდათ, ქალი კი ფული ღირდა… ფილიპე კეთილის გალერები საქართველოს სანაპიროსკენ დაიძრა. აქვე უნდა ითქვას, რომ მეკობრეობა მხოლოდ დე ტუასიმ განიზრახა, ხოლო დე ვავრენს ერთადერთი და კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა: იგი ეძებდა კოლხეთს – “ოქროს საწმისის” მიწას! ტრაპიზონელმა ბერძნებმა დე ტუასის უთხრეს: ქართველებს ნუ დაესხმი, ეგენი მუსლიმები არ გეგონოს, ქრისტიანები არიანო. მაგრამ, დე ტუასიმ არად ჩააგდო მათი ნათქვამი: “ვინაც რომის პაპს არ ემორჩილება, სქიზმატია, ხოლო სქიზმატის ძარცვა ისეთივე ღვთისსათნო საქმეა, როგორც ძარცვა ოტომანისა!” მაშინ ტრაპიზონელებმა მაცნე აფრინეს გურიელთან და მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გააფრთხილეს. გურიელმაც კარგი თადარიგი დაიჭირა – მცირე ლაშქარი შეკრიბა და ბათუმთან ჩაუსაფრდა მეკობრეებს.

ნაპირზე გადმოსული ბურგუნდიელები (“ვინცხა ბრანჯები,” ანუ ფრანგები, ანუ კათოლიკეები) ხუთასამდე გადარეულმა გურულმა უბრძოლველად დაატყვევა. ბურგუნდიელთა ამ ტყვევნილებამ თითქმის ორ თვეს გასტანა, სწორედ ამდენი დრო დასჭირდა ვატიკანს და ფილიპე კეთილს, რომ ტრაპიზონის მეფე იოანე IV-ის შუამავლობით გურიელთან მოლაპარაკება ეწარმოებინა “ჯვაროსნების” გამოსაშვებად. ორი თვის თავზე, იტალიის გავლით, სამშობლოში დაბრუნებული რაინდები ახლობლებისთვის მთლად საცნაურნი აღარ იყვნენ. ვალერან დე ვავრენის ბიძა, “ასწლიანი ომის” ჟამთააღმწერელი და აჟინკურის ბრძოლის მონაწილე, ჟან დე ვავრენი წერდა, რომ ძმისწული მისი, ვალერან, მცირედი სიშლეგით იყო აღბეჭდილი, დროდადრო მამლის ყივილის მსგავს ბგერებს გამოსცემდა, თითქოს მღეროდაო, მერე კი დაბალი ხმით იმ თავისსავე “ნამღერს” ცდილობდა რომ აჰყოლოდა; განუზავებელ ღვინოს ეძალებოდა და ხელფეხის კლაკვნით აცეკვდებოდა ხოლმე, ვითომდა წმინდა ვიტუსის სენმა შეიპყროო. აღმოჩნდა, რომ იმ ორი თვის განმავლობაში, გურიელის კარზე, ისევე როგორც ყველა ალაგას, საცა “ბრანჯი ტყვეები” ჰყავდათ, იმგვარი ღვინის სმა და მღერა-შექცევა სუფევდა, რომ ბურგუნდიელებს დღე-ღამეც არეული ჰქონდათ და ზენა-ქვენაც. განსაკუთრებული პატივი, ცხადია, დე ტუასის და დე ვავრენს ერგო – ამათ თავად გურიელი მასპინძლობდა, ხოლო როდესაც გაირკვა, რომ ესენი კოლხეთის მაძებარნი და “ოქროს საწმისის” რაინდები იყვნენ, გურულ-ბურგუნდიულმა ლხინმა კიდევ უფრო მძაფრი და მხურვალე ხასიათი შეიძინა. რამოდენიმე სუფრა გონიო-აფსაროსის ციხეშიც გაიშალა, იმ ალაგას, საცა იასონმა მოჰკლა მედეას ძმა – აფსირტე. გურულებმა და ბურგუნდიელებმა ძმობაც შეჰფიცეს ერთმანეთს, ხოლო დე ტუასის ვასალი და მარჯვენა ხელი, რაინდი ჰუგო დე კარმიუ გურიელის ქალს ისე მოეწონა, რომ მამას შესთხოვა, ამ კაცს გამაყოლეო. ჰუგო დე კარმის გულშიც გაღვივდა გურიელის ქალისადმი ვნება, და ოქროს საწმისის რაინდმა მართლაც და რაინდული საქციელი ჩაიდინა – იასონის ცოდვა უნდა გამოვისყიდოო, კოლხი ხალხის წინაშე ჩადენილიო, საწმისი და ულამაზესი ქალი რომ მოგტაცათო! გურიელს ჩაესიძა და ბურგუნდიაში აღარ დაბრუნებულა.
:lool:

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

რომ ძმისწული მისი, ვალერან, მცირედი სიშლეგით იყო აღბეჭდილი, დროდადრო მამლის ყივილის მსგავს ბგერებს გამოსცემდა, თითქოს მღეროდაო, მერე კი დაბალი ხმით იმ თავისსავე “ნამღერს” ცდილობდა რომ აჰყოლოდა; განუზავებელ ღვინოს ეძალებოდა და ხელფეხის კლაკვნით აცეკვდებოდა ხოლმე, ვითომდა წმინდა ვიტუსის სენმა შეიპყროო. აღმოჩნდა, რომ იმ ორი თვის განმავლობაში, გურიელის კარზე, ისევე როგორც ყველა ალაგას, საცა “ბრანჯი ტყვეები” ჰყავდათ, იმგვარი ღვინის სმა და მღერა-შექცევა სუფევდა, რომ ბურგუნდიელებს დღე-ღამეც არეული ჰქონდათ და ზენა-ქვენაც.

ჟვაპე ადესამ ასე იცის :D

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

2 საათის წინ, Eric said:

დროდადრო მამლის ყივილის მსგავს ბგერებს გამოსცემდა, თითქოს მღეროდაო,

კრიმანჭული ასწავლეს :rolf:

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share

  • Who's Online   11 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 11 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(11)
    • Googlebot(3)
    • YandexBot(2)