Jump to content
×
×
  • Create New...

დაპირება ქვეყნის მშპ-ის 6%-ის განათლებაზე დახარჯვის შესახებ შესაძლოა, 2022 წლიდან ვერ შესრულდეს – გახარია


Moor
 Share

Recommended Posts

2019 წელს გაცხადებული მთავრობის დაპირება, რომ ყოველწლიურად ეროვნული დოვლათის 6% განათლების მიმართულებით დაიხარჯება, რაც კანონით იქნება უზრუნველყოფილი და 2022 წლიდან ამოქმედდება, შესაძლოა, ვერ შესრულდეს.

ამის შესახებ ცნობილი პრემიერ გიორგი გახარიასგან გახდა, როცა მან პარლამენტში დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის კითხვას უპასუხა.

“1-ლი – განათლების რეფორმა იყო და იქნება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი. მე-2 – განათლების ბიუჯეტი არ შემცირდება და წლიდან-წლამდე გაიზრდება. რაც შეეხება 6%-იან დაპირებას, რომელიც 2022 წლიდან უნდა განხორციელებულიყო, მე დღეს ამ დაპირებასთან დაკავშირებით ვიქნებოდი საკმაოდ ფრთხილად სხვადასხვა მიზეზების გამო. მიზეზი ნომერი ერთი: ამ კოვიდ და ეკონომიკური კრიზისის ყველაზე დიდი მახასიათებელი არის გაურკვევლობის მაღალი ხარისხი. არავინ არ იცის,შე რა ეკონომიკური პარამეტრებით დავასრულებთ 2021 წელს და დავიწყებთ 2022 წელს. ამიტომ, ამ საკითხის განხილვა ცოტა გადასავადებელია, თუმცა დაშვების დონეზე, ვუშვებ ორივე ვარიანტს – ვუშვებ იმასაც, რომ ამ დაპირების გადავადება შეიძლება მოგვიწიოს, ფინანსური პრიორიტეტები იქნება უბრალოდ სხვა ქვეყნის ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე. თუ ასე არ იქნება, მაშინ ამ საკითხს დავუბრუნდებით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

2019 წლის მარტში მაშინდელი პრემიერი მამუკა ბახტაძე ამბობდა, რომ 2022 წელს განათლების ბიუჯეტი უკვე 3 მილიარდი იქნებოდა და ქვეყნის დოვლათის 6% მხოლოდ განათლებაზე დაიხარჯებოდა.

“ჩვენ 2012 წელს ჩავიბარეთ განათლების სექტორი, სადაც ბიუჯეტი 700 მილიონ ლარსაც კი არ აღწევდა, 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით განათლების სექტორზე ჩვენ დაახლოებით მილიარდ 600 მილიონს ვითვალისწინებთ, 2020 წელს ის გახდება 2 მილიარდი, 2012 წელს – 2 მილიარდი ნახევარი, ხოლო ჩვენი ინიციატივის შედეგად, 2022 წელს ის გაუტოლდება მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს ანუ 3 მილიარდ 400 მილიონ ლარს და შემდგომი ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე თუ ყველა მომდევნო მთავრობა, ვალდებული იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის 6%, ანუ დღევანდელი პარამეტრებით ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს განათლებაზე, მიმართოს ახალგაზრდობაზე, მიმართოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე”, – აღნიშნა მაშინ ბახტაძემ.

სრულად ნახვა

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share

  • Who's Online   15 all people including: 2 წევრი, 6 ანონიმური, 7 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(6)
    • Chrome(9)
    • t-90
    • YandexBot(2)
    • NAVARA
    • Facebookexternalhit(2)