Jump to content
×
×
  • Create New...

ოჯახმა ცოლად არ მოაყვანინა


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
2 საათის წინ, marguerite said:

@kvipriane

უძღები შვილი ბრუნდება. 

დაბრუნებით მამის ქონებას იღებს. 

წასვლით თავისას

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
16 minutes წინ, kvipriane said:

დაბრუნებით მამის ქონებას იღებს. 

წასვლით თავისას

ანუ სენიორ დაბრუნდება თუ მობრუნდება ოჯახს მოსპობს თუ დააქცევს პრობელმა არაა მაინც უნდა შეინანო? :D

ეგ ღმერთზეა ნათქვამი სენიორ.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

@marguerite @t-90  ლუკას სახარება. თავი 15.  11-32

კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე. და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თჳსსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკჳდრებელისაჲ. და განუყო მათ საცხორებელი იგი. და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხოვნდებოდა იგი არაწმიდებით. და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა, და იწყო მან მოკლებად. და მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თჳსა ძოვნად ღორთა. და გული-ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, და არავინ სცის მას. და მოეგო რაჲ თავსა თჳსსა, თქუა: რაოდენთა სასყიდლით-დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები. აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა, და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი. და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას. და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა. ჰრქუა მამამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა და ჴამლნი ფერჴთა მისთა. და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ, და ვჭამოთ და ვიხარებდეთ, რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად. და იყო ძე იგი მისი უხუცესი ველსა გარე. და ვითარცა მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა ჴმაჲ სიხარულისაჲ და განცხრომისაჲ. და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმედ: რაჲ არს ესე? ხოლო მან ჰრქუა მას, რამეთუ: ძმაჲ შენი მოსრულ არს, და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოვიდა იგი. ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად. ხოლო მამაჲ მისი გამოვიდა ჰლოცვიდა მას. და მან მიუგო და ჰრქუა მამასა თჳსსა: აჰა ესერა ესოდენნი წელნი გმონენ შენ და არასადა მცნებასა შენსა გარდავჰჴედ, და არასადა მომეც ერთი თიკანი, რაჲთამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე. და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხორებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული. ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს. ხოლო აწ მხიარულებაჲ და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაჲ ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
57 minutes წინ, t-90 said:

ანუ სენიორ დაბრუნდება თუ მობრუნდება ოჯახს მოსპობს თუ დააქცევს პრობელმა არაა მაინც უნდა შეინანო? :D

ეგ ღმერთზეა ნათქვამი სენიორ.

ბატონო ტანკო; გასაგებია რომ აქ საუბარია ღვთის მორჩილებიდან გასულ პირზე  რომელმაც მამისაგან მიღებული სულიერი სიმდიდრე განაბნია და ათასი სისულელე აკეთა და ასე შემდეგ ... მაგრამ ასევე მიწიერსაც ეხება აღნიშნული იგავი

უბრალო ადამიანურადაც ასეა და როგორც გინდა მიუდგე მაინც ასეა : - არ მგონია შენ ეგეტი რამეები შეგეშალოს 

შენს ძმას ყველაფერი და შენ არაფერი მხოლოდ იმის გამო რომ ცოლი მოგყავს ისეთი რომელიც მშობლებს არ უნდათ სწორად მიგაჩნია ეს შენ ?

ხაზს ვუსვამ : - მხოლოდ იმიტომ რომ მამას არ უნდა ...

რასაც ეხლა დავწერ - მე ასეთი ამბავი;სხვა არც მსმენია; არც წამიკითხავს ; არც გამიგია სადმე ...

მეგობარი გვყავს ერთი ბატონო ტანკო : (რეალურ ამბავს გიყვები !!) - მეგობარი კი არა ჯგუფელი იყო ჩვენი; კარგი ადამიანი; არც მარფინისტი; არც ხელმრუდე; არც უზრდელი ; არც ბრიყვი და არც უტვინო; - კარგად აღზრდილი და მოკლედ კაი საძმაკაცო ადამიანი; (დღესაც ვძმაკაცობთ რამოდენიმე ჯგუფელი მათ შორის ესეც) აქ რომ ვსაუბრობთ ემირატზე ; წარმოშვებით მაგ ემირატის ოჯახიდან ...

ვერა-ვაკის გასაყარზე ცხოვრობდნენ ; მაგარი ოჯახი; მამა ყოფილი ზამ.მინისტერ ოფ სოვდაგარითი ვო ვრემია ბაბუ ;) 

მოკლედ; - 25 წლისები ვართ სადღაც ასე; 90-ინების დასაწყისია (1991 წ. თუ არ ვცდები)  და ამ ჩვენს ძმაკაცს შეუყვარდა გოგო; - ოღონდ გოგო არ იყო მათი წრიდან; გოგოს მშობლები ჩვეულებრივი მშრომელი ; პატიოსანი ხალხი; თავისი პლიუს-მინუსებით ... 

ჩვენი მეგობრის მშობლები წავიდნენ უსერიოზულესი წინააღმდეგნი; კონკრეტულად მამა !!! - მთელი პოლიციის უფროსებით მივარდნები გოგოს მშობლებთან და დაკაჩავებები ... ამან არ გაჭრა !!! ;) ძალიან ჯიუტი ძმაკაცი გამოგვადგა !!!  ქვა ააგდო - თავი შეუშვირა !!! - მიზეზი :-საკუთარი მშობლების (მამის) უღირსი საქციელები ;) ... ბოლოს იქამდე მივიდა საქმე; რომ მამამ "ნაბოზარი" ხალხი ჩართო ; გოგოს მშობლებს ურეკავდნენ შვილს გაგიუპატიურებთო :ninja: ... 90-იანებია ; უბრალო მშრომელი პატიოსანი ადამიანი ხარ და ასეთ რამეს გირეკავენ ვიღაც ახვრები !!! 

ეს ჩვენი ძმაკაცი; რომელიც ასე უცებ ცოლის მოყვანასაც არ გეგმავდა; წამოვიდა სახლიდან; ჩავიდა გოგოსთან სიმამარს დაელაპარაკა (ჩვენც ვახლდით თან კარგად მახსოვს) და უცებ დავაქორწინეთ; მაააშ !!!:D 

მერე მამას შეუთვალა : - ჩემს ოჯახს თითი დაედება; უცებ გრიპი შეეყრება; მანქანა დაეჯახება და ან სხვა რამ შეემთხვევა; მეც იგივეს თუ არ შემამათხვევთ აბაროტს აგიღებთო  :) ... შემდეგ რა მოხდა და როგორ მოაგვარა აღარ ვიცი ; მაგრამ 28 წელი არ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს მამა-შვილი; დედასთან და ძმასთან ურთიერთობა ქონდა მაგრამ მამის უჩუმრად !!! - ძალიან კარგი ოჯახი ყავს ეხლა; სამი შვილი ყავს ერტმანეთზე უკეთესები და ორი შვილიშვილი ვაფშე ანგელოზი ბოვშები !!! ;) 

შარშან მამას უკურნებელი სენი შეეყარა და მღვდელი რომ მიიყვანეს საზიარებლად - იმ მღვდელს მოუყვა ეს ამბავი; მღვდელმა არ გაზიარებ სანამ შვილს არ შეურიგდებიო (პატიოსანი მღვდელი შეხვდათ როგორც სჩანს) ... დაუძახეს თუ არა ამ ჩვენ ძმაკაცს - ესე და ესეა საქმეო; მამა კვდება და მოდი სეურიგდიო - ეგრევე გავარდა ; მე და კიდევ ერთი ვახლდით თან; - შერიგდნენ 28 წლის შემდეგ !!! 

ეხლა რა ხდება !!! - ძმა ეუბნება : - მშობლებს მთელი ამ 28 წლის განმავლობაში მე ვაქცევდი ყურადღებას ; მე ვაჭმევდი - მე ვასმევდი და ამ სახლში არაფერი გეკუთვნისოოო !!!  ... 

(სახლიდან რომ წამოვიდა ამას ჩვენ ვახლდით თან რამე რომ არ მომხდარიყო კონფლიქტი და რაც ეცვა იმით წამოვიდა თავს დავდებ !!!)

ძმას რომ წილს წაართმევ რა კაცი ხარ მითხარი ბატონო ტანკო ?! ... 

ნახევარზე არაა აქ საუბარი ; აქ საუბარია იმ მინიმალურ თუნდაც "უძრები შვილის" წილზე რომელიც მას იმ სახლიდან ერგება ...

ძმა კაი ტიპობს :) სვეცკობს და ვაკელობს ;) ელიტოვიჩობს ;) რაღაცის პროფესორია ;) მარა - ნამუსს რას უზავ ; ნამუსს ?! 

 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
45 minutes წინ, kvipriane said:

ნამუსს რას უზავ ; ნამუსს ?! 

 

ნამუსი, მოგეხსენებათ, მხოლოდ ნამუსიანებს აწუხებს

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
56 minutes წინ, kvipriane said:

 

(სახლიდან რომ წამოვიდა ამას ჩვენ ვახლდით თან რამე რომ არ მომხდარიყო კონფლიქტი და რაც ეცვა იმით წამოვიდა თავს დავდებ !!!)

ძმას რომ წილს წაართმევ რა კაცი ხარ მითხარი ბატონო ტანკო ?!

სხვა ყველაფრის მერე რატომ გიკვირთ იგივე?

56 minutes წინ, kvipriane said:

 

ჩვენი მეგობრის მშობლები წავიდნენ უსერიოზულესი წინააღმდეგნი; კონკრეტულად მამა !!! - მთელი პოლიციის უფროსებით მივარდნები გოგოს მშობლებთან და დაკაჩავებები ... ამან არ გაჭრა !!! ;) ძალიან ჯიუტი ძმაკაცი გამოგვადგა !!!  ქვა ააგდო - თავი შეუშვირა !!! - მიზეზი :-საკუთარი მშობლების (მამის) უღირსი საქციელები ;) ... ბოლოს იქამდე მივიდა საქმე; რომ მამამ "ნაბოზარი" ხალხი ჩართო ; გოგოს მშობლებს ურეკავდნენ შვილს გაგიუპატიურებთო :ninja: ... 90-იანებია ; უბრალო მშრომელი პატიოსანი ადამიანი ხარ და ასეთ რამეს გირეკავენ ვიღაც ახვრები !!! 

ამის მერეგანსაკუთრებით.

 

57 minutes წინ, kvipriane said:

 

ძმა კაი ტიპობს :) სვეცკობს და ვაკელობს ;) ელიტოვიჩობს ;) რაღაცის პროფესორია ;) მარა - ნამუსს რას უზავ ; ნამუსს ?

როდის იყო მაგ ფენას იშვიათი გამონაკლისების გარდა ნამუსთან რაიმე შეხება ჰქონდათ?

სენიორ კარგით რა ახლა ეგ ფენა მე და თქვენ მაინც ვიცით რა ფენაცაა.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share