ფორუმელი Moor Posted 25 დეკემბერი, 2020 Posted 25 დეკემბერი, 2020 კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როდესაც სკოლები და ბაღები დაკეტილია, მშობლების ერთ-ერთ თავსატეხს ბავშვების ფიზიკური აქტივობა და სუფთა ჰაერზე გასეირნება წარმოადგენს. პედიატრი თემურ მიქელაძე უფროსებს ურჩევს ბავშვები ნახევარი საათით მაინც გაიყვანონ ეზოში, ან რეკრეაციულ სივრცეში, თუმცა ამ შემთხვევაშიც გარკვეული წესები უნდა დაიცვან. „რა თქმა უნდა, სუფთა ჰაერზე უნდ გავიყვანოთ ბავშვი, მაგრამ გარკვეული წესებით და არა ისე, როგორც რუსთაველზე ხდება. ორი დღის წინ მომიწია რუსთაველზე გავლა საქმესთან დაკავშირებით და ყველა ასაკის ბავშვი დავინახე, რომლებიც სხვადასხვა აქტივობებში იყვნენ ჩართულები. იღებდნენ ქუჩაში მომზადებულ საკვებს პოპკორნი იყო თუ სხვა რამე. ასეთი აქტივობით თუ გავიყვანთ ბავშვებს, ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ ინფექციის ფართომასშტაბიან გავრცელებას. მესმის, ონლაინ გაკვეთილები, ონლაინ დამოკიდებულება დიდი სტრესია ბავშვებისთვის და მშობლებისთვის, მაგრამ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბავშვები ნახევარი საათით მაინც გავიყვანოთ ეზოში, რეკრეაციულ სივრცეში. პირველ რიგში მოვარიდოთ ერთმანეთს ისე, რომ ბავშვებმა ჯგუფ-ჯგუფად ითამაშონ. ცოტა უნდა გავძლოთ და მე ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი დასრულდება ადრეულ ზაფხულზე, ივნისის თვიდან მეტნაკლებად ყველაფერი უნდა გაუმჯობესდეს“, – ამბობს თემურ მიქელაძე. მისივე თქმით, კოვიდთან დაკავშირებით, ექიმთან ბავშვების მიმართვიანობა შემცირებულია, თუმცა სტატისტიკა კონკრეტული შეზღუდვების განხორციელების მიხედით იცვლება. „კორონავირუსი ბავშვებში უფრო ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ, მსუბუქად, გართულებების გარეშე. საშუალო სიმძიმის, მძიმე ან კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მოზარდების რიცხვი არის 1 პროცენტამდე. მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია ბავშვების ძირითად ნაწილში მიმდინარეობს მსუბუქად, ისინი შეიძლება იყვნენ ინფექციის გამავრცელებლები მოზრდილი ნათესავებისთვის, ესენი იქნებიან ბებიები, ბაბუები, რომლებთანაც სამწუხაროდ დაავადება ხშირად ფატალურად მთავრდება. პედიატრიული ასაკის მომართვიანობა ბოლო პერიოდში მეტ-ნაკლებად შემცირდა. ჯერ იყო 5 წლამდე ასაკის ბავშვები, შემდეგ უკვე როცა სკოლები და ბაღები გავხსენით, მომართვიანობა უფრო იყო სკოლის და ბაღის ასაკში. ახლა მომართვიანობა გაზრდილია 10-დან 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, რაც დამოკიდებულია იმაზე, რომ თინეიჯერული ასაკის ბავშვები აწყობენ სხვადასხვა შეკრებებს, ფართებს, დაბადების დღეებს იხდიან, ზოგ შემთხვევაში ქირაობენ სახლებს და ა.შ ვთხოვ, განსაკუთებით საახალწლო პერიოდში, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ასეთი შეკრებებისგან“, – ამბობს თემურ მიქელაძე. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა