Jump to content
×
×
  • Create New...

ომბუდსმენი „სამშობლოსმცოდნეობის“ გაკვეთილების ორგანიზებაში განათლების სამინისტროს ჩართულობით დაინტერესდა


 Share

Recommended Posts

„სამშობლოსმცოდნეობის“ გაკვეთილები დატვირთულია დისკრიმინაციული შეხედულებებით და რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს“,  – ვკითხულობთ სახალხო დამცველის აპარატის ოფიცილაურ გვერდზე.

2020 წლის 16 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა საპატრიარქოსა და ჩოხოსანთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული „სამშობლოსმცოდნეობის“ გაკვეთილების შესახებ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 4-5 წელია რაც ტარდება რუსთავსა და თბილისში. პანდემიის პირობებში კი გაკვეთილებმა ონლაინ პლატფორმაზე გადაინაცვლა. გავრცელებული ინფორმაციით, გაკვეთილებს მრავალი მოსწავლე და მშობელი ესწრება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. საგანს უძღვება მისივე ავტორი, „სტუდია გუთნის“ დამაარსებელი ლექსო გელაშვილი, რომლის მიერ მედია საშუალებებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, გაკვეთილების ორგანიზებასა და მოსწავლეების მობილიზებაში სკოლის პედაგოგები არიან ჩართულნი.

აღნიშნული გაკვეთილების ჩატარების საკითხით ომბუდსმენი დაინტერესდა და როგორც აპარატში აცხადებენ, თემაზე მოკვლევაც დაიწყო.

“სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის „სამშობლოსმცოდნეობის“ გაკვეთილების ორგანიზებაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე საჯარო სკოლების შესაძლო ჩართულობის საკითხს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს. ასევე, შეაფასებს 2019 წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ ცვლილებას, რომლითაც სკოლებს მიენიჭათ თავისუფლება მოსწავლეებს შესთავაზონ ნებისმიერი საგანი და ამ ცვლილებებით გამოწვეულ რისკებს, სკოლებში რელიგიური ნეიტრალობისა და არადისკრიმინაციული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით”, – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონმა საჯარო სკოლის ერთ-ერთ მთავარ პრინციპად რელიგიური ნეიტრალობა და არადისკრიმინაციულობა განსაზღვრა. იგი მიზნად ისახავს ყველა მოსწავლისათვის სეკულარული და თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს შექმნას. ამასთან, 2019 წელს მიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსი როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების მიზნებად აცხადებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ პატივისცემის გრძნობის განვითარებას.

“საჯაროდ ხელმისაწვდომი გაკვეთილის რამდენიმე ჩანაწერის გაანალიზების შემდეგ ცხადი გახდა, რომ გაკვეთილებს კონფესიური ხასიათი აქვს და აგებულია მართლმადიდებლურ რელიგიაზე. ამასთან, საჯარო სკოლის პედაგოგების მონაწილეობა მსგავსი რელიგიური შინაარსის გაკვეთილების ორგანიზებასა და მოსწავლეთა მობილიზებაში, ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს.

შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ გაკვეთილების შინაარსი დატვირთულია დისკრიმინაციული შეხედულებებით. მათი მიმდინარეობისას ხდება სქესის, ეროვნული წარმომავლობისა და სხვა ნიშნებით სტერეოტიპული შეხედულებების ტირაჟირება. ასეთი ინფორმაციის წინაშე არასრულწლოვნები განსაკუთრებით დაუცველები არიან. აღნიშნულმა სწავლებებმა შესაძლოა მათ ჩამოუყალიბოს წინასწარი განწყობები, მაგალითად ქალის გენდერულ როლთან დაკავშირებით და შედეგად, შეუქმნას არასწორი წარმოდგენა გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ. დამსწრეთა რიცხვის გათვალისწინებით, რეალურად ეს გაკვეთილები ხელს უწყობს ამ თაობაში დისკრიმინაციული აზროვნების ჩამოყალიბებას”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

სრულად ნახვა

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share