Jump to content
×
×
  • Create New...

როგორ დაანგარიშდება ამ სემესტრის ბოლოს მოსწავლეთა ნიშნები და ვინ ვერ მიიღებს შეფასებას


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრი სრულდება და შესაბამისად სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ეს სემესტრიც თითქმის მთლიანად დისტანციურად ისწავლეს, შეფასების მოლოდინში არიან.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ შეფასებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები სკოლებში უკვე გაგზავნილია. დეტალური ინფორმაციის შესახებ კი, კლასის დამრიგებლები არიან საქმის კურსში.

თუმცა, როგორც მასწავლებლების ნაწილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, მათთვის მოსწავლეების შეფასების ნაწილი გაურკვეველია. არ იციან რა კრიტერიუმებით უნდა შეაფასონ მოსწავლე და გამოიყვანონ სემესტრული ნიშანი.

„რეკომენდაციები სკოლაში მისულია, თუმცა მე ინტერნეტი არ მაქვს და ჯერ არ მიმიღია. როგორც დირექტორმა გვითხრა, შეფასებასთან დაკავშირებით ეს ელექტრონული დოკუმენტი უკვე რამდენიმე დღეში მექნება“, – გვითხრა მარტვილის სოფელ ლედგებეს მე-11 კლასის დამრიგებელმა და მუსიკის მასწავლებელმა ელზა დგებუაძემ.

ჭიათურის 1-ელი საჯარო სკოლის მასწავლებლებმა კი განგვიცხადეს, რომ პედსაბჭოზე იმსჯელეს და რეკომენდაციებსაც გაეცნენ, თუ როგორ დაწერენ პირველი სემესტრის შეფასებას.

პროცედურა ასეთია:

“მაღალი კლასის მასწავლებლები წერენ ქულებს შემაჯამებლებისა და მიმდინარე ქულების გათვალისწინებით. ე,ი. ჯერ წერენ 1-ლი სემესტრის მიმდინარე ქულებს, მერე შემაჯამებლებისას, რამდენიც ჰქონდათ და ბოლოს გამოჰყავთ სემესტრის ქულა. შეფასებას კი, ყველა ვაკეთებთ თიმსში. ამისთვის ცალკე შეიქმნა შეფასების გვერდი”, – ამბობენ რეგიონის სკოლაში.

დეტალური განმარტება დისტანციური სწავლების პირობებში მოსწავლეთა შეფასების შესახებ EDU.ARIS.GEმ თბილისის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის N178 საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებლისგან მოისმინა

თამარ ცანავა ამბობს, რომ რეკომენდაციის თანახმად, მასწავლებლები ორიენტირებულნი უნდა იყვნენ თითოეულმა ბავშვმა მიიღოს შეფასება.

„როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის პირველი სემესტრიც დისტანციურ რეჟიმში გავატარეთ. იმ რამდენიმე კვირას თუ არ ჩავთვლით, რაც I-VI კლასებმა ისწავლეს სასკოლო სივრცეში. ბოლო კვირას უკვე ნიშნების დაჯამებაც დავიწყეთ. მართალია, ელექტრონული ჟურნალი თვითონ გვთავაზობს მზა ნიშნებს, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ არის რაღაც ხარვეზები, აუცილებლად სათითაოდ ვამოწმებთ ბავშვების ქულებს. მოგვეცა რეკომენდაციები, რომ ყველანაირი ხერხით შევეცადოთ ბავშვი შეფასდეს ამ სემესტრში, თუნდაც უარყოფითი ქულით, მაგრამ შეუფასებელი არც ერთი მოსწავლე არ უნდა დარჩეს. ამისთვის ყველანაირ ფორმატს ვიყენებდით თიმსიდან დაწყებული, მესენჯერით და ტელეფონით დამთავრებული“, – აცხადებს თამარ ცანავა.

მისივე თქმით, არ შეფასდებიან მხოლოდ ის ბავშვები, ვინც არც ერთხელ არ დასწრებია დისტანციურ გაკვეთილს და ისინიც, ვინც საზღვარგარეთ იმყოფებიან.

„არ შეფასდებიან მხოლოდ ის ბავშვები, ვინც საზღვარგარეთ არიან წასულები, აგრეთვე თუ ბავშვი არც ერთხელ არ დასწრებია გაკვეთილს და ვერანაირი კომუნიკაცია ვერ დაამყარა მასწავლებელმა მოსწავლესთან, ასეთი ბავშვიც შეუფასებელი დარჩება. თუმცა საბედნიეროდ, ჩვენს სკოლაში ასეთი შემთხვევა ჯერ არ გვაქვს, რადგან თუ ბავშვს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, ის ტელესკოლის გაკვეთილებს უყურებს და შემდეგ ტელეფონის საშუალებით ხდება კომუნიკაცია მოსწავლესთან და მასწავლებლის მხრიდან უკუკავშირის გაცემა. ვფიქრობ, ერთობლივი ძალებით შევძლებთ ამ სემესტრის ისე დასრულებას, რომ არც ერთი მოსწავლე არ დარჩეს შეუფასებელი და, რა თქმა უნდა, ყველას დაუფასდეს შრომა, როგორც მასწავლებელს ასევე მოსწავლეს”, – აღნიშნავს მასწავლებელი.

კითხვაზე, არიან თუ არა მათი სკოლის მაგალითზე გაცდენის ექსტერნის ჩაბარების კანდიდატი მოსწავლეები მათი გაცდენილი საათების რაოდენობის გათვალისწინებით, დამრიგებელი ამბობს, რომ ამაზე ინფორმაცია ჯერ ისევ არ აქვთ. (მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე გვეუბნებოდა, რომ ეს საკითხი გაირკვეოდა მათი დაკვირვების შემდეგ და ინფორმაციას მედიას მიაწვდიდნენ ავტ.)

“რაც შეეხება “არების” საკითხს, ამაზე საერთოდ არაფერი ვიცით, არ უთქვამთ, იმიტომ რომ ჟურნალი ხან მუშაობდა, ხან არა. იმის გარდა ვინც საზღვარგარეთაა, თითქმის არავის აქვს არების პრობლემა, რადგან ჟურნალი პროცენტულად თვითონ ანგარიშობს “არებს”, მაგას ჩვენ აღარ ვაჯამებთ. სამინისტორს ცხელ ხაზზე ასე მითხრეს, რომ ჯერ კიდევ ხარვეზებია ჟურნალში და გამოსწორდება ამ სემესტრის ბოლოს“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან დამრიგებელი და ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი თამარ ცანავა.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share