Jump to content
×
×
  • Create New...

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ზოგიერთმა მოსწავლემ სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მოსწავლეების ნაწილმა სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიზეზი ისაა, რომ ონლაინ სწავლების პროცესში ვერ ერთვებიან და სასწავლო პროგრამას ჩამორჩნენ. სოფელ შინდისში მცხოვრები 16 წლის ნატო ოქრუაშვილი დისტანციურად გაკვეთილებს იმის გამო ვერ ესწრება, რომ არ აქვს კომპიუტერი და ინტერნეტზე წვდომა.

„დედამ მითხრა, რომ მეცხრე კლასიდან გამოგიყვანო, რადგან გაჭირვების გამო არ შეგვიძლია კომპიუტერის ყიდვა და ინტერნეტის ჩართვა. ამჟამად ჩემს კლასელებს ყველას ხომ აქვთ კომპიუტერი და ტელეფონი, მაგრამ მე არც ერთი არ მაქვს რომ ვისწავლო. ამჟამად წიგნებით ვცილობ, რომ განათლება დამოუკიდებლად მივიღო. ესეც რომ არ მქონდეს არ ვიცი რა მეშველებოდა. ჯობია გამოვიდე სკოლიდან“, – გვითხრა ნატომ.

16 წლის გოგონას მსგავსად, ონლაინ გაკვეთილებს არც ერთხელ არ დასწრებიან ფხვენისის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე. სერგო გრიგორიანი, ადელინა გრიგორიანი და ნინო ნადიბაიძე ამბობენ, რომ ტექნიკის არქონის გამო განათლების მიღებას ვერ ახერხებენ და ამიტომ შიშობენ, რომ მათი შეფასება გაჭირდება, რის გამოც კლასში დარჩენა მოუწევთ.

„ინტერნეტი საერთოდ არ გვაქვს და არც გვქონია. ამის გარეშე კი სწავლა მიჭირს. ისე კარგი მოსწავლე ვიყავი, მაგრამ ახლა ჩამოვრჩი მასალას. სკოლიდან მინდა გამოსვლა“, – ამბობს ლუკა.

,,ჩვენ სამნი ვართ და ვერ ვერთვებით ონლაინ გაკვეთილებზე“, – ეს ადელინას სიტყვებია.

,,მას შემდეგ, რაც ონლაინ გაკვეთილები გვიტარდება მე ვერ ვერთვები. ძალიან ჩამოვჩი პროგრამას, რადგან არ მაქვს ინტერნეტი კლასში დარჩენა კიდევ არ მინდა, ამას მირჩევნია სკოლიდან გამოვიდე“, – გვიყვება ნინი.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამბობენ, რომ მოსაწავლეებს ამ შემთხვევაში ურჩიეს ტელეგაკვეთილებით ესარგებლათ. შინდისის სკოლის დირექტორი EDU.ARS.GE-სთან იმასაც ამბობს, რომ ნატო ოქრუაშვილს ბუკით სარგებლობაც შესთავაზეს.

„სკოლა კომპიუტერს და ტელევიზორს ვერ უყიდის, თუმცა ჩვენ შევთავაზეთ ესარგებლა ბუკით, რომელიც არ წაიღო. ჩვენი მიზანია, რომ ყველა ბავშვმა მიიღოს შესაბამისი განათლება“, – გვითხრა სკოლის დირექტორმა.

განათლების საკითხებში ექსპერტი ამბობს, რომ თუ მოსწავლე ვერ ახერხებს გაკვეთილზე ჩართვას, ამის თაობაზე უნდა იცოდეს მისმა დამრიგებელმა და ამ პრობლემის აღმოფხვრაც მათვე ევალებათ. საგანმაანათლებლო რესურსცენტრში კი იმ პროცედურებს გაანმარტავენ, თუ როგორ მოხერხდება ასეთი მოსწავლის შეფასება და კლასიდან კლასში გადაყვანა.

„თითოეული მასწავლებელი ვალდებულია შეამოწმოს არის თუ არა ბავშვი გაკვეთილში ჩართული. მარტო მოკითხვა არ შველის ამ ამბაავს. თუ სხვა საშუალება არ აქვს მასწავლებელს, ის მაინც უნდა იკითხოს, რომ რამდენად უყურებს მოსწავლე ასეთ შემთხვევაში ტელესკოლის გაკვეთილებს. აუცილებელია მან მიიღოს ინფორმაცია ბავშვისგან რა პრობლემები აქვს, რა ვერ გაიგო და რატომ ვერ ერთვება ონლაინ სწავლებასი“, – ამბობს განათლების საკითხების სპეციალისტი თამარ სამსონიშვილი.

„თუ არის ისეთი შემთხვევა, რომ მოსწავლე ვერც ტელესკოლას უყურებს და არც ონლაინ გაკვეთილებს ესწრება აუცილებელია, ასეთ შემთხვევაში, სკოლაში ყველა წესის დაცვით მოხდეს შეხვედრა მოსწავლესთან კონსულტირების მიზნით, რათა ის არ დარჩეს შეფასების გარეშე“, – გვითხრა კასპის მუნიციპაალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნათია ილურიძემ.

შიდა ქართლის რეგიონში ჯერ კიდევ რჩება სოფლები, სადაც ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა არ აქვთ მოსწავლეებს. ამას ისიც ემატება, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებში არც კომპიუტერი და არც სხვა სახის ტექნიკა არ აქვთ, რითაც ბავშვები ონლაინ გაკვეთილებში შეძლებენ ჩართვას. ასეთ მოსწავლეებ კი იმედი აქვთ, რომ სამინიტრო მათზე იზრუნებს და გამოსავალს დროულად მოძებნის.

განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, მის დამტიცებამდე, დეპუტატმა რიმა ბერაძემ პარლამენტში ჰკითხა, აპირებს თუ არა სამინისტრო ასეთ მოსწავლეებს კომპიუტერები შეუძინოს და ინტერნეტით დაეხმაროს – მიხეილ ჩხენკელს ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გაუცია და მხოლოდ რეგიონების სკოლების ინტერნეტიზაციის შესახებ ისაუბრა.

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share