Jump to content
×
×
  • Create New...

და თქვენ რომელმა წიგნებმა შეგაყვარეს კითხვა ბავშვობაში? – აქ საინტერესო სია გელით


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

მშობლების უმრავლესობა ცდილობს შვილს კითხვა ადრეული ასაკიდან შეაყვაროს. ეს გასაკვირი არაა, რადგან წიგნები ადამიანის ინტელექტს ამაღლებენ და წარმოსახვას ანვითარებენ. გთავაზობთ შესანიშნავ წიგნებს, რომელთაც თქვენი შვილები ვერ მოწყდებიან.

,,იცი, როგორ მივარხარ?“
სემ მაკბრატნი

იცით რამხელაზე შეიძლება სიყვარული? მისი გაზომვა ასეთი მარტივი ამოცანა არ არის! ეს წიგნი იმ პატარებს მოუხდებათ, რომლებიც საკუთარი თავისა და გრძნობების გამოხატვას სწავლობენ.

,,ძალიან მშიერი მუხლუხო“
ერიკ კარლი

ამ ერთი შეხედვით მარტივ წიგნს თქვენი შვილის მთელი ყურადღების შთანთქმა შეუძლია. ფერადი ილუსტრაციები და კარგი ისტორია მას ძალიან სახალისოს ხდის. მისი საშუალებით, თქვენი შვილი ერიკ კარლის მიერ შექმნილ ზღაპრულ სამყაროში იმოგზაურებს.

,,ელმერი“
დევიდ მაკკი

იყო და არა იყო რა, იყო სპილოების ოჯახი. ყველა სპილო ერთმანეთისგან განსხვავებული იყო: მსუქნები და გამხდრები, მაღლები და პატარები, მაგრამ მათ ის აერთიანებდათ, რომ ყველა მათგანი ბედნიერი და ერთი ფერის იყო. ყველა, გარდა ელმერისა, რომელიც ოცნებობდა, რომ მათი მსგავსი ყოფილიყო.

,,გრუფალო“
ჯულია დონალდსონი

პატარა თაგვი ტყეში მიდის და მტაცებლებისგან თავის დასაცავად საშიშ ბუფალოს იგონებს, რომელსაც თაგვების ყველა მტრის ჭამა უყვარს. მაგრამ თაგვს მისი არ ეშინია, მან ხომ იცის, რომ არანარი ბუფალო არ არსებობს …

,,ბაყაყუნას და გომბეშიკოს თავგადასავალი”
არნოლდ ლობელი

ეს არის კეთილი და საინტერესო ისტორია ორ ნამდვილ მეგობარზე, რომლებიც მთელ წელს ერთად ატარებენ. ზაფხულში ისინი ნაყინს მიირთმევენ, შემოდგომაზე ფოთლებს ალაგებენ, ზამთარში გუნდაობენ, გაზაფხულზე კი … გაზაფხულს ხვდებიან.

,,დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“
ანე-კატარინე ვესტლი

საოჯახო კითხვისთვის განკუთვნილი წიგნი ნორჩ მკითხველს ცხოვერებისეულ გაკვეთილებს სთავაზობს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი იუმორით, ყოველგვარი ჭკუის დარიგების გარეშე ხდება.

,,ტომ სოიერის თავგადასავალი“
მარკ ტვენი

სიკეთითა და მისთვის ჩვეული იუმორით ავტორი ყვება ნორჩ გმირებზე, რომლებიც სასაცილო თავგადასავლებში ხვდებიან. ეს რომანი მსოფლიო ლიტერატური კლასიკური ნაწარმოები გახდა და შედის იმ წიგნების სიაში, რომლებიც ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს.

,,სადაც ურჩხულები ცხოვრობენ”
მორის სენდაკი

წიგნის მთავრი გმირი მაქსი, დედასთან ჩხუბის შემდეგ ურჩხულებით დასახლებულ ზღაპრულ ქვეანაში მიემგზავრება. იქ ბიჭი გულიანად ერთობა მანამ, სანამ სახლი არ მენატრება.

,,ტომასინა“
პოლ გელიკო

ეს არის მოთხრობა კაცზე, რომელსაც დაავიწყდა რა არის სივარული, გოგონაზე, რომელსაც კატა უყვარდა და კატაზე, რომელსაც თავი ღმერთი ეგონა.

,,ნარნიის ქრონიკები“
კლაივ ლუისი

წიგნში ჯადოსნური ქვეყნის საოცარი და შესანიშნავი ისტორიაა აღწერილი. მასში სიყვარული და სიკეთე მეფობს, ცხოველები და ფრინველები ადამიანებივით აზროვნებენ, ტყეებში კი ჯუჯები და გოლიათები ბინადრობენ. წიგნი როგორც პატარებს, ისე მოზარდებს დააინტერესებს.

,,ქარი ტირიფებში”
კენეტ გრემი

უკვე საუკუნეზე მეტია, რაც თხუნელა მოლას და მისი მეგობრების წარმოუდგენელი თავგადასავალი მკითხველის ყურადღებას იპყრობს.

,,პიტერ პენი”
ჯეიმს ბარი

ეს არის ისტორია მფრინავ ბიჭზე, რომელსაც გაზრდა საერთოდ არ უნდოდა. ერთხელ ის დაუმეგობრდა ადამიანებს, ჩვეულებრივი სამყაროდან და ისინი შორეულ კუნძულზე ერთად გაემგზავრნენ. იქ მათ ქალთევზები, ფერიები, ინდიელები და მეკობრეებიც კი შეხვდნენ.

,,ძაღლი ძაღლი“
დენიელ პენაკი

წიგნში ძაღლის თვალით დანახული სამყარო არის აღწერილი. საბედნიეროდ, ის ახალ პატრონს პოულობს. მათ ერთმანეთი ძალიან ჭირდებათ. ეს გულისამაჩუყებელი ისტორია, როგორც პატარებს, ისე უფროსებს მოეწონებათ.

,,გულივერის თავგადასავალი“
ჯონათან სვიფტი

გულივერი ლილიპუტების ქვეყანაში აღმოჩნდება. მის პაწაწინა მაცხოვრებლებს მეზღვაურის სტუმრობა ძალიან გაუხარდათ და ისინი დიდი ადამიანის სიამოვნებას ყველანაირად ცდილობენ. თუმცა, მალევე ნათელი ხდება, რომ ლილიპუტების ქვეყნიდან გამგზავრება მარტივი საქმე არ არის.

,,პატარა უფლისწული“
ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი

სხვა პლანეტაზე მცხოვრები ბიჭის ისტორიამ, მილიონობით მკითხველის გული დაიპყრო. წიგნის ავტორი ყველაზე მთავარზე, მოვალეობასა და ერთგულებაზე, მეგობრობასა და სიყვარულზე, მარტივი ენით საუბრობს.

,,დროის მანქანა“
ჰერბერტ უელსი

დროში მოგზაური მოწყობილობის დახმარები მომავალში, ადამიანებისმაგვარი (რომლებიც სამეცნიერო პროგრესის შედეგად წარმოიშვნენ) არსებების სამყაროში ხვდება.

,,მანოლიტო გაფოტასი“
ელვირა ლინდო

გულახდილი და ირონიული ისტორია, თანამედროვე ბავშვის მიერ დანახულ და გააზრებულ ყოველდღიურობაზე.

,,მატილდა”
როალდ დალი

შესანიშნავ და საინტერესო წიგნში პატარა ჭკვიანი გოგონას ისტორიაა ასახული. იმის გამო, რომ ის განსხვავებულია, მისი არავის ესმის. ეს ისტორია მშობლებმაც იმისთვის უნდა წაიკითხონ, რომ შვილების უკეთესად გაგება ისწავლონ და თავიანთი ბავშვობა გაიხსენონ.

,,მომო”
მიხაელ ენდე

საოცარ გოგონა მომოს ადამიანების მოსმენის იშვიათი ნიჭი აქვს. მამაკაცის პიჯაკში გამოწყობილი, დროის ყვავილითა და კუთი ხელში, ის მატერიალისტების დაუნდობელ სამყაროს ერკინება.

,,ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“
როალდ დალი

წიგნში პატარა ჩარლისა და სხვა ბავშვების სახალისო თავაგადასავალია მოთხრობილი. მოქმედება მისტერ ვონკის ჯადოსნურ საკონდიტრო ქარხანაში ხდება.

მოამზადა თეა ინაშვილმა

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share