Jump to content
×
×
  • Create New...

ემოციების დაბლოკვა


რედაქცია
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

 

ყველაფერი თუ უფლის ნებაა ღმერთი არ წყვეტს სად გაგვიშვას? 

გასაგებია , რომ თავისუფლება მოგვანიჭა და არჩევანის საშუალება მაგრამ...

წარმოიდგინე რაღაცნაირად , რომ შენ შექმენი ადამიანი, მასზე ყველაფერი იცი, ისიც მათ შორის, რომ სუსტი არსებაა , ათასი რაღაც ახდენს გავლენას ადამიანზე, რანაირად შეიძლება ის გაწირო ჯოჯოხეთისთვის მარადიულად?თან თუ სიკეთეა თავად ღმერთი.

ერთხელ სადღაც წავიკითხე კლინიკური სიკვდილი მქონდა და ღმერთი ვნახეო, რომელიც ადამიანებს თავის გამართლების უფლებას აძლევდაო სამსჯავროზე, რაღაც ასეთიც შეიძლება იყოს მართლაც.

 

 

არა, მაგას ვერ შეადარებ, მაგრამ ზემოთ დავწერე საბოლოო შედეგს რა მნიშვნელობა აქვს.

@marguerite

Share on other sites

  • ფორუმელი

@რედაქცია

2 minutes წინ, რედაქცია said:

ყველაფერი თუ უფლის ნებაა ღმერთი არ წყვეტს სად გაგვიშვას? 

გასაგებია , რომ თავისუფლება მოგვანიჭა და არჩევანის საშუალება მაგრამ...

მაშინ რა აზრი აქვს თავისუფალ ნებას, თუ თოჯინები ვართ და თვითონ გვათამაშებს. ჩვენ, ჩვენი თავისუფალი ნებით(რაღაც შეზღუდულ სივრცესა და მოცემულობებში) ვწყვეტთ როგორ მოვიქცეთ(აქვე დავწერ, მთავარია განზრახვა და არა ქმედება).

3 minutes წინ, რედაქცია said:

წარმოიდგინე რაღაცნაირად , რომ შენ შექმენი ადამიანი, მასზე ყველაფერი იცი, ისიც მათ შორის, რომ სუსტი არსებაა , ათასი რაღაც ახდენს გავლენას ადამიანზე, რანაირად შეიძლება ის გაწირო ჯოჯოხეთისთვის მარადიულად?თან თუ სიკეთეა თავად ღმერთი.

ჩვენ ადამიანები ვართ და შესაბამისად მიკერძოებულები, არ ვართ სამართიანები და მუდმივად სუბიექტურობა გასდევს ჩვენს აზრებსაც და ქმედებებსაც. მაშინ რა აზრი აქვს, როგორი ადამიანი იქნები, ვისთან როგორ მოიქცევი თუ შედეგი არ დადგება ამის საპასუხოდ?

მე ადამიანი ვარ და გეთანხმები, ჩემი გადაწყვეყილებით ვერავის გავიმეტებ ცუდისთვის. მაგრამ ჩვენ საკუთარ თავებს თვითონ ვიმეტებთ, ამასთან ღმერთი რა შუაშია.

 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

რა ვიცი, მართლა ვერ ვხდები ღმერთი თუ ყოვლის შემძლეა, როგორ არაა შუაში მარადიული ტანჯვისთვის გაგვიმეტოს?

თან ჩვენი სისუსტეები ზუსტად იცის.

ზოგს საერთოდ არ აქვს წარმოდგენა რელიიგიაზე, ზოგი არარელიგიურ გარემოში იზრდება და მისთვის წარმოუდგენელია იყოს ღვთის მიმდევარი , ანუ აქ მისი ბრალი არაა, რა გარემოც შეხვდა ისე ჩამოყალიბდა და ძირფესვიანად ასე ერთ დღეს შეიცვალოს, თითქმის წარმოუდგენელია.

 

პ.ს. ვიდრე რელიგიები არ არსებობდა და ცხოვრობდნენ ადამიანები და მოკვდნენ,ანუ წარმოდგენა არ ჰქონდათ სიკეთეზე და ბოროტებაზე რელიგიურ ჭრილში, 

ეგენი სამოთხეში ან ჯოჯოხეთში რა პრინციპით მოხვდებოდნენ?

9 minutes წინ, marguerite said:

ჩვენ ადამიანები ვართ და შესაბამისად მიკერძოებულები, არ ვართ სამართიანები და მუდმივად სუბიექტურობა გასდევს ჩვენს აზრებსაც და ქმედებებსაც

რახან სუბიექტურები ვართ, შესაძლოა ვერც ვერასდროს გავიაზროთ ჩვენი ცოდვა და მით უმეტეს უსამართლოები, პირდაპირ ჯოჯოხეთისთ ის ვართ ანუ განწირულები? 🌚

@marguerite

კიდევ კარგი ასეთებზე ხშირად არ ვფიქრობ, გავაფრენდი ალბათ

 

 

 

 

 

უარესად :drug:

Share on other sites

  • ფორუმელი

ასეთ კითხვებზე პასუხს იმ ადამიანისგან ვერ მიიღებ, რომელიც სასულიერო პირია მაგალითად...  ცოდნა აქვს რელიგიური თუმცა, როგორც წესი შაბლონური პასუხები აქვთ, ხშირად ალოგიკურიც კი და შენ უბრალოდ უნდა იწამო თემაა.

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@რედაქცია

რელოგიურობა არაფერ შუაში მგონია ამასთან. მთავარია გულის ფიცარზე რა აქვს ადამიანს. ამიტომაც ვთვლი, ნებიმსიერი რელიგიის მიმდევარი თუ არარელოგიური ხვდება სამოთხეში.

8 minutes წინ, რედაქცია said:

შესაძლოა ვერც ვერასდროს გავიაზროთ ჩვენი ცოდვა და მით უმეტეს უსამართლოები, პირდაპირ ჯოჯოხეთისთ ის ვართ ანუ განწირულები? 🌚

როგორც უკვე დავწერე, დასჯადია განზრახვა და არა ქმედება. 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

@marguerite

ხომ მაგრამ ის გულის ფიცარიც რეალურად გარემომ ჩამოაყალიბა დიდწილად, შესაძლოა შემდეგ ხვდებოდე კიდეც, მაგრამ ვერანაირად ვერ ერეოდე თავს.

 

ხომ იარსებებდნენნ მილიონი წლების განმავლობაში ისეეთი ადამიანიები, რომლებსაც წარმოდგენაც არ ექნებოდა სამოთხესა და ჯოჯოხეთზე? და არსებობდნენ კიდეც. ანუ წარმოიდგინე, შენ დაიბადე ადამიანად, რომლისთვისაც მეორე ადამიანის შეჭმა ჩვეულებრივი მოვლენაა, მეუღლის წართმევა, შვილების დახოცვა,ანუ ცხოველური ინსტიქტების დონეზე ხარ, არ გაგიგია რა არის სიკეთე და ბოროტება, რატომ ხვდები ჯოჯოხეთში? თუ სამოთხეში წავიდა პირდაპირ? :lol:

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

წარმოიდგინე შუქნიშანი არ არსებობს, არც არასდროს გაგიგია, მაგრამ ხაზის გადაკვეთისთვის ჯარიმა მოგდის,  არც ხაზი არსებობს, ჯარიმის გადახდაც არ იცი, არ გაგიგია და მაგისთვის სამუდამოდ გკეტავენ ციხეში :lolz:

Edited by რედაქცია
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   20 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 19 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • t-90
    • YandexBot(1)
    • Googlebot(4)