Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება გოგი და მაგოგში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Beqa said:

რომ გჯეროდეთ, არჩევნებზე არ ივლიდით პატივცემულო.

გმადლობთ შეხსენებისთვის პატივცემულო; მაგრამ გამსახურდია რომ ავირჩიეთ მის მერე ერთ არჩევნებზეც არ ვარ ნამყოფი 

შეგიტრიალებთ კითხვას : - რომ გჯეროდეთ ეკუმენიზმში არ იქნებოდით გარეული პატივცემულო 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Beqa said:

კითხვა რაში მდგომარეობს?)

და ეკუმენიზმი რა შუაშია?

დაჯერება არ დაჯერებაში ; ანუ როგორც მივხვდი თქვენ აქცენტი გააკეთეთ ქრისტიანულ რწმენაზე რომლის მიხედვითაც დემოკრატია უფლისთვის სასურველი მართვის ფორმა არ არის; თქვენი კითხვაც : - "რომ გჯეროდეთ არჩევნებზე არ ივლიდით" - ასე მივიღე

ხშირად; საკუთარ თვალში დირეს ვერ ვხედავთ ადამიანები; და ეს მაშინ როდესაც სხვის თვალში ვხედავთ თმის ღერს; ყველას მოგვდის ასე; კითხვაც აქედან გამომდინარეა : - თუკი ზრუნავთ იმაზე რომ არჩევნებზე არ ვიარო; თავად ზრუნავთ იმაზე რომ ეკუმენიზმში არ იყოთ გარეული ???

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

 

17 minutes წინ, kvipriane said:

ასე მივიღე

ვფირობ არასწორად მიიღეთ, ამ შემთხვევაში სიტყვა "დაჯერება" რწმენასთან კავშირში არაა, რადგან მე გთავაზობთ, გიჟების მმართველობას როგორც ფაქტს.:)

ქრისტიანობას რადგან თავად დაუკავშირეთ საინტერესოა ამ ამონარიდს როგორ ინტერპრეტაციას მისცემთ:

"ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი-იგი არიან ჴელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან." 

Share on other sites

  • ფორუმელი
9 საათის წინ, Beqa said:

ქრისტიანობას რადგან თავად დაუკავშირეთ საინტერესოა ამ ამონარიდს როგორ ინტერპრეტაციას მისცემთ:

"ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი-იგი არიან ჴელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან." 

საინტერესო კითხვაა პატივცემულო - თუმცა მე რაც გკითხეთ იმაზე კითხვითვე მპასუხობთ ... რომაელთა მიმართ პავლე მოციქულის ეპისტოლის  ამ მონაკვეთს ეკუმენიზმს როგორ დაუკავშირებთ დიდის ინტერესით წავიკითხავდი ... ახლა კი რათა კითხვებზე კითხვითვე პასუხები არ გამოგვივიდეს ; გიპასუხებთ და ღვთის მადლით შევეცდები ავხსნა ის რაც მთხოვეთ :

თავიდანვე ავღნიშნავ რომ კონტექსტიდან რაიმე ფრაზის ამოგდების და ცალკე განხილვის მომხრე არ ვარ არც მარტლმადიდებლური კითხით და არც სხვა რომელიმე ... ამითომ ასე დავიწყებ :

- ეს ფრაზა არის რომაელთა მიმართ მე-13-ე თავის 1-ლი აბზაცი : მანამდე კი წმიდა პავლე მოციქული ესაუბრა რა თავის სამწყსოს (მათ; ვისაც ამ ეპისტოლეს სწერს)  სხვადასხვა ქრისტიანულ ღირებულებებზე; მათ შორის მტრისადმი სიყვარულზეც კი ; იგი სთავაზობთ დაასწავლონ "ყოველსა სულსა" ღვტიური მორჩილების შესახებ :) ვინც არ უნდა იყოს ის მღვდელი; ბერი; და თვით მოციქულიც კი - ჰმორჩილებდნენ თავიანთ "უფროსს" რამეთუ ამგვარი მორჩილება ღირსებას არ ლახავს. ამას პავლე მოციქული იმის გულისათვის აკეთებს რომ თავის სამწყსოს აჩვენოს - სახარება არ არ გვასწავლის უფროსისადმი ღალატს ან დაუმორჩილებლობას; არამედ კეთილშობილ აზრს უფროს-უმცროსობისას რაშიც იმალება მორჩილების სიკეთე. 

თქვენ თუ იმაზე გაქვთ აქცენტი ამ ფრაზის მოტანისას რომ თითქოს - ყველა ხელისუფლება ღვთისგან არის ?!!! ეს მცდარი აზრია თავშივე !!!  დამეთანხმებით ალბათ ბექა რომ ვინც ამ ფრაზის გამოყენებით იმას ფიქრობს რომ ყველა უფროსი ღვთის დაყენებულია უფროსად - ნუუუ ბაღის ბავშვიც აღარ ფიქრობს ასე :)  

მივყვეთ პავლე მოციქულის ნააზრევს :

აქ პავლე მოციქული არა სახელმწიფოსა და ან ხელმწიფეზე  საუბრობს არამედ თავად ხელმწიფების ინსტიტუტზე (დღევანდელი გაგებით რომ ვთქვათ) რომლის მორჩილებაც გვმართებს !!! სათითაო უფროსზე; ხელმწიფეზე ან ხელისუფალზე კი არ აქვს საუბარი ცალ-ცალკე - არამედ თავად ხელმწიფების; უფროს-უმცროსობის ანუ მორცილების ინსტიტუტზე !!! ერთნი ჰუფროსობენ; მეორენი ჰმორჩილებენ და აღრევა არ ხდებაო და ამას ვეძახი გონივრულ განგებულებას ღვთისასო ამბობს პავლე მოციქული !!! ესაა აღმავალი კიბე მორჩილებისა უფლამდე !!! - კარგად რომ გავიგოთ ბექა მეგობარო; ასეთ მაგალითს მოგიყვან : - ყოველ დაქორწინებულს კი არ აკურთხევს უფალი; არამედ ქორწინებაა უკვე ნაკურთხი უფლის მიერ და ყოველი რომელიც ქორწინებაში შედის უფლის კურთხევის საფარველში ხვდება ;) 

ასე რომ ჩემო მეგობარო ; უკლებლივ ყველა ხელმწიფების (მორჩილების) ინსტიტუტი  ღვთისგან არის : ეს იქნება მამ-შვილობის ; ცოლ-ქმრობის; და დაჟე ისეთებიც კი როგორიც ცხოველებს აქვთ მგლები რომ "ვაჟაკს" ემორჩილებია; ფუტკრების მორცილება ; თევზების და ასე შემდეგ !!!

ესაა პავლე მოციქულის რომალეთა მიმართ მიწერილი ეპისტოლეს თქვენს მიერ მოყვანილი ფრაზის ახსნა :) 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, kvipriane said:

თუმცა მე რაც გკითხეთ იმაზე კითხვითვე მპასუხობთ

ისე, რა მკითხეთ მართლა ვერ გავიგე.  კიდევ ერთხელ, ეკუმენიზმი გიჟებთან  რა კავშირშია?

6 საათის წინ, kvipriane said:

ამ მონაკვეთს ეკუმენიზმს როგორ დაუკავშირებთ დიდის ინტერესით წავიკითხავდი

ისევ) და ჩემგან რატომ ელოდებით ახსნას, როცა თქვენ დააკავშირეთ?))

16 საათის წინ, kvipriane said:

ხშირად; საკუთარ თვალში დირეს ვერ ვხედავთ ადამიანები

აშკარად რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს საქმე.

 

6 საათის წინ, kvipriane said:

ასე რომ ჩემო მეგობარო ; უკლებლივ ყველა ხელმწიფების (მორჩილების) ინსტიტუტი  ღვთისგან არის : ეს იქნება მამ-შვილობის ; ცოლ-ქმრობის; და დაჟე ისეთებიც კი როგორიც ცხოველებს აქვთ მგლები რომ "ვაჟაკს" ემორჩილებია; ფუტკრების მორცილება ; თევზების და ასე შემდეგ !!!

ესაა პავლე მოციქულის რომალეთა მიმართ მიწერილი ეპისტოლეს თქვენს მიერ მოყვანილი ფრაზის ახსნა :) 

ანუ როგორც რეზიუმეში ვკითხულობთ, პავლე მოციქული ამ ფრაზით სამწყოს მოძღვრავს, თუ როგორ უნდა მორჩილებდეს შვილი - მამას, ცოლი - ქმარს, მგელი - ვაჟაკს...ფუტკრები, თევზები...

კიდევ რაიმე სხვაც იგულისხმება? (მაგ. ბატონი - მსახური?)

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share