Jump to content
×
×
  • Create New...

ეს კალმები


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
ონლაინ, Freeman said:

არცერთი მაქვს ჩემს ბინაში, კარგი გამახსენეთ

მე საერთოდ სხვა ქვეყანაში მაქვს სენიორ :დ ვიხუმრე შეჯიბრებაზე :დ

1 minute წინ, Freeman said:

ჩემი "მიღწევების" მუზეუმის დირექტორს ექნება, ბებიაჩემს ანუ

:lool:

 

ქართულის მასწავლებელმა შემაჩვია კალმით წერას და იმის მერე ძირითადი საწერი საშუალება ჩემთვის კალამი იყო, დიჯითალ ეპოქამდე :დ

Share on other sites

6 minutes წინ, Seth said:

ვიხუმრე შეჯიბრებაზე :დ

:lolz: მივხვდი

მაგრამ მაინც კაი გამახსენეთ, არასდროს გამხსენებია და რატო უნდა დაიკარგოს.

აბიტურიენტობიდან ბევრი წელი იყო გასული, ჩემი ძმაკაცი მირეკავს, შენი თემების რვეულს ვკითხულობ და ვიხევიო :დ

აღმოჩნდა, მისი ბიძაშვილი იმავე რეპეტიტორთან მისულა და თემების წერა უჭირდა, შპარგალკად ჩემი რვეული გადაუცია პატივცემულს :lolz:

სადღაც გამისწორდა :gigi::boli:

Share on other sites

  • ფორუმელი

  

8 საათის წინ, marguerite said:

ახლაც მეტირება ხოლმე, თავისით მომდის ცრემლები ;(

ახლა მეტირება ხოლმე, ვჩუყდები და ვაძლევ თავს ამის უფლებას. მაშინ ნწუ :nope:

ზოგადად მტირალა არ ვარ. უფრო მბურძგლავს ხოლმე ყველაფერზე რაც მაღელვებს ემოციურად...

@Seth პასტა არა კალამიო სკოლაში სულ მაგაზე გვიბურღავდნენ ტვინს. ოკ ვიცი კლასიკური კალამი რაც არის მარა პასტის დაძახებას კალამი მირჩევნია ვუწოდო :scared:

8 საათის წინ, Tzeentch said:

დიზაინის რა გითხრა მაგრამ თავსახურები კარგად იღეჭებოდა :gigi:

მაგარი ბანძი კალამი იყო, თავსახურები უცებ ეკარგებოდა მე კიდევ ამ ასაკშიც მბურძგლავს უთავსახურო კალმებზე. ვერ ვწერ ეგეთებით :lol: და ისე ხო, რატო ღეჭავდით?

ძირითადად ისე ახლა რო დავაჯამო მათემატიკასთან დამეგობრებული ხალხი ღეჭავდა ხოლმე კალმებსაც და ფანქრებსაც :lol:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

  

7 საათის წინ, Freeman said:

2 დღე განიხილავდა ოჯახი, პაპკით ზურგჩანთის ჩანაცვლება, როგორ აისახებოდა ფრიმენის აკადემიურ მოსწრებაზე :facepalm:

 

:lol:

აუუ ეს იყო ხოლმე განხილვის საგანი?

 

6 საათის წინ, Seth said:

მე კალმით (რეალური კალმით :დ) ვისწავლე წერა  :boli: ქართულის მასწავლებელი მყავდა one of a kind :დ

ვუავ

სენიორ სეტ ასეთი ძველი თუ ბრძანდებოდით ვერ ვიფიქრებდი :givi: 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@CHAOS კი სწორად გახსოვს, და რაღაც ამბავი დადიოდა ჩემ სკოლაში ზესფატონში ბავშვს ღეჭვისას გადაცდა ეს თავსახური და დაიღუპაო და მერე საუბრობდნენ მაგ ხვრელის სარგებლიანობაზე სხვანაირი კალმები არ იყიდოთ ბავშვებოო :lol: 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
8 საათის წინ, Seth said:

ერთი კალამი და ერთიც პასტა

მუსიე სეტ - კალამი - პირველ ორ კლასში ჩემს დროს კალმებით გვაწერინებდნენ მარა ნახევარზე მეტნი ამოვიგანგლეთ მელანში მივდღაბნეთ რვეული და ბურატინოსავით ცხვირ-პირი "დავიმშვენეთ" - მერე მშობლები აღშფოთდნენ და მოყვა ამას მშობელთა კრება და გადაგვიყვანეს ეგრეთ წოდებულ პასტებით წერაზე (ვეჩნსაც (ვეჩნი) ეძახდნენ იმ დროს ; რუჩკასაც :) )

მარა პასტა რატომ ქვია დღესაც არ ვიცი - კბილის სითხესაც ხომ პასტა ქვია ?! - კბილის პასტა 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
32 minutes წინ, Mulan said:

 და ისე ხო, რატო ღეჭავდით?

ძირითადად ისე ახლა რო დავაჯამო მათემატიკასთან დამეგობრებული ხალხი ღეჭავდა ხოლმე კალმებსაც და ფანქრებსაც :lol:

რაღაც რთულ ამოცანებზე ფიქრის განუყოფელი ნაწილი იყო :D

27 minutes წინ, Mulan said:

@CHAOS კი სწორად გახსოვს, და რაღაც ამბავი დადიოდა ჩემ სკოლაში ზესფატონში ბავშვს ღეჭვისას გადაცდა ეს თავსახური და დაიღუპაო და მერე საუბრობდნენ მაგ ხვრელის სარგებლიანობაზე სხვანაირი კალმები არ იყიდოთ ბავშვებოო :lol: 

:lolz::lolz: იმენა ჩაჯმაა ესეთი ურბან ლეჯენდები. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მითი ისაა თითქოს ლისის ტბაზე ვადალაზები იყვნენ, რომლებიც ბავშვებს ფსკერზე ექაჩებოდნენ და ახრჩობდნენ, იმისთვის რომ გვამის მოძებნის შემდეგ ოჯახისგან ფული აეღოთ :lolz::facepalm:

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share