Jump to content
×
×
  • Create New...

ბულინგი


Jimmy
 Share

Recommended Posts

@Eric

აბიუზი როცა ერთი უტრაკებს მეორეს. მაგალითად სტატუსის გამო.

ბულინგი როცა ერთს აითვალწუნებენ და ყველა ჩაგრავს.

Share on other sites

6 minutes წინ, CHAOS said:

აბიუზი როცა ერთი უტრაკებს მეორეს. მაგალითად სტატუსის გამო.

ბულინგი როცა ერთს აითვალწუნებენ და ყველა ჩაგრავს.

ჩემი აზრით ღრმა კავშირშია ერთმანეთთან. გარდამავალი ფორმებია.

Share on other sites

5 minutes წინ, Eric said:

ჩემი აზრით ღრმა კავშირშია ერთმანეთთან. გარდამავალი ფორმებია.

იასნია ღრმა კავშირია ორივე შემთხვევაში ვიღაცას პიზდავენ. :)

Share on other sites

ჰოდა ამ მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში სრული კატასტროფა შემემთხვა, აბსოლუტური კონფუზი!

ერთ მშვენირ დღეს საბავშვო ბაღში შუქები ჩაქრა და ჩვენი ჯგუფის კეთილი მასწავლებელი არ მოვიდა სამსახურში და მის მაგივრად მოვიდა სხვა ჯგუფის მასწავლებელი ღრმად პატივცემული ზეინაბი

ღმერთოოოო

ამ ზეინაბზე რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვა , მაღალი აი ფილმებში საკონცენტაციო ბანაკების გერმანელი ოფიცრები ხო გინახიათ ეგეთი ტრუპი სახით, ძალიან წითელი ღაჟღაჟა პომადას ატარებდა და იგივე ღაჟღაჟა წითელი ფორმის ტყავის ჩანთას

და მერე რაო იკითხავთ მაგრამ ამაზე ლეგენდები დადიოდა საბავშვო ბაღის ორივე სართულის ოთხივე ჯგუფის ბავშვებში და ბევრი ვიკვლიე პირველწყაროს ვერ მივაკვლიე ესეიგი ეხლა რომ ვფიქრობ ეს ლეგენდა გადაეცემოდა ბავშვებიდან ბავსვებში ყოველ ახალ თაობაში ზეპირად და

- წითელი პომადა და წითელი ჩანთა იმიტომ იყო ასეთი წითელი რომ ბავშვების სისხლით იყო შეღებილი

 

ნუ ეხლა გაგეცინებათ

მარა სასაცილო არაა ნამდვილად.

Share on other sites

ჰოდა შუქები ჩაქრა აცივდა და იმსჯელეს პატივცემულებმა და გადაწყვიტეს ჯგუფები გააერთიანონ და ერთად ჩააწვინონ ლოგინებში რომ არ დავიყინოთ

ჰოდა ამ ზეინაბმა რადგან ჩვენ ჯგუფს არ ცნობდა და ორი ჯგუფის ბავშვებს ერთად ანაწილებდა ლოგინებში

ადგა და ერთ ლოგინში მე ჩამაწვინა პარალელური ჯგუფის ორ გოგოსთან ერთად

იმენნა ხმა ვერ ამოვიღე, კი დავაპირე რაღაც ამოვიზმუვლე მახსოვს მარა წითელი ფერის პომადა რომ დავინახე იქვე მოვკეტე

და შუაში ვწევარ და აქეთ იქით გოგოები წვანან და ამათ ყურადღებაც არ მიუქცევიათ ჩემთვის (ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო)

აუუუ ტატანებენ და რას ლაპარაკობენ ერთმანეთში (შუაში მე ვწევარ) ბიჭო დაანგრიეს ყურები რამდენი იქააქანეს

და კატასტროფა ისაა რომ ჩემი ჯგუფის ბიჭები ამას ხედავენ და იჭაჭებიან ჩაფსმამდე თითებს იშვერენ და უაბშეეეე ხორხოცია ზეინაბის წიტელი პომადისაც აღარ ერიდებათ

Share on other sites

ცოტა ხანში ყველამ დაიძინა, ჩემმა გოგოებმაც ))) დაიღალნენ (ღმერთო რამდენი ილაპარაკეს)

მე ვიწექი მარტო თვალებდაჭყეტილი სისხლგაჩერებული და სუნთქვაშეკრული

ფაქტია აქამდე თუ კიდევ შეიძლებოდა სიტუაციის მშვიდობიანი განმუხტვა ამის შემდეგ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა

და შეჯახება მოხდა მეორე დღესვე

ეზოში პატარა გუბურები იყო გაკეთებული რკინის რიკულებით და ამ გუბურებზე პატარა ხიდები გადადიოდა რიკულებიანი

ზედ ერთერთ ასეთ ხიდზე შევეჯახეთ დაუნდობლად

 

rycari-dospehi-metall-shlemy.jpg

Share on other sites

დამთავრდა იმით რომ ორივე ხიდიდან გადმოვარდით წყალში, ნუ წყალი რა გუბურა იყო, უბრალოდ ჯერ სოლისტი დაეცა და მე ზევიდან, მე აარფერი დამიშავდა ის კი დაზიანდა, ატყდა და რა ატყდა ვიუ ვიუ წიუუუუ წიუუუუ კიუუუუ

ამოგვათრიეს ორივე თმებით მშობლები ისინი ესნი სასწრაფო ექიმი ...

 

ორი დღის მერე დავბრუნდი ბაღში.

ჩემს ადგილზე დავჯექი ცალკე ისევ.

ყველაფერი ისევ ისე იყო, ლიდერი შეიცვალა მხოლოდ ის ინვალიდი თუ ფსევდოინვალიდი ჩვენზე დიდი ბავშვს მიყავდა ნიუსებიც და გეგმებიც ხოლო სოლისტი გვერდით იჯდა.

ინვალიდმა დამიძახა და რო მივედი რაღაცა მკითხა აღარ მახსოვს მერე რაღაც თამაშში რაღაც როლი შემომთავაზა დავთანხმდი და ამით მორჩა ყველაფერი.

 

:lool:

 

რატო არ გეცინებათ?

ნუ

რამე მაინც დაწერეთ

 

ცხელ ხორციან წვიანს ნიორით და ქინძით შეხვრიპავდა მართლა კაცი

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

რა უნდა ამ ზოგადსაკაცობრიო და ფრიად საჭირბოროტო თემას ფლეიმში სენიორ? :დ

გეთანხმებით, ბულინგიც და ებიუზიც ინსტინქტების დონეზეა ჰომო საპიენსში და ამას ვერავინ ვერასდროს ვერ ამოშლის :დ 

ბაღის ამბები საინტერესოა სენიორ, მაგრამ ცივილიზირებულების პერსპექტივიდანაც შევხედოთ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დასავლურმა კულტურამ ბულინგი და ებიუზი (იმ სახით რა სახითაც მანამდე არსებობდა) გამოაცხადა არაცივილურად და დაიწყო ამ "მოვლენების" გაცილივიზებულებისთვის მოქმედებები,

რატომ? იმჰო, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უნდა ყოფილიყო ცივილურისა და ველურის ერთმანეთისგან დიფერენციაცია ამ კუთხით; მეორე, "დაჩაგრულების" პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება და მესამე, ფიზიკური ძალადობის მომენტების მაქსიმალური შემცირება ცივილიზებულ ქვეყნებში. 

შეიძლება ითქვას რომ დღეის მდგომარეობით, სამივე კომპონენტში (განსაკუთრებით პირველ 2-ში) სერიოზული წინსვლა აქვთ პატივცემულებს, რაც მაქსიმიზაციას უკეთებს პროგრესის შესაძლებლობებს და კიდევ უფრო მიუწვდომელს ხდის ცივილიზაციას ველურისთვის.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   27 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 26 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(3)
    • Googlebot(1)