Jump to content
×
×
  • Create New...

უსაფრთხოება და კომფორტი


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ეს არის იდეოლოგია, მიზანი, იდენტობის ნაწილი ამ საუკუნეში მცხოვრები ადამიანის? ანუ ჩემთვის მთავარია ვიყო უსაფრთხოებასა და კომფორტში, რა მოუვა ჩემ ენას, დამწერლობას, სახელმწიფოებრიობას, ემოციური და ისტორიული შინაარსის ღირებულებებს შემიძლია გადავახურდავო უსაფრთხოებასა და კომფორტზე და სინდისი მშვიდად მქონდეს?

რა ღლეობაა, აბსოლუტურ უსაფრთხოებასა და კომფორტში ცხოვრება,  გამოდის ევოლუციური ხიწვები უნდა მოვიშოროთ და ვზომბირდეთ ერთხელ და სამუდამოდ?

ოკ არ მინდა უკიდურესობები მარა არც ის  მინდა ყველასნაირი ვიყო და რამე არ მაღელვებდეს გარდა შიმშილისა, კოხტაპრუწული დაღლილობისა, შვებულება სად გავატარო ამაზე დარდისა და რა ჩავიცვა  ან რომელ სასტუმროში დვბინავდე როცა მარაკეშში თუ პარიზში ჩაფრენისას... ძნ მეღლევება აბსოლუტურ კომფორტში ცხოვრება, ქუჩები სადაც ინდივიდს ვერ წავიკითხავ და ვერ გავბრაზდები ან ვერ აღვფრთოვანდები, ვერ ვიჯაჯღანებ მასზე ვინც ჭადარსა და ჭადარს შორის ცაცხვი დარგო, გუნებაში ვერ მოვეფერო ცაცხვს და არ გავამხნევო: "გახრჩობენ ბოზები ხუნხულ?"  რავიცი კომფორტი რომ აღლევებს ხო ვიცით? გავიხსენით ვაჟას "ჩემი ვედრება":

ნუ დამასვენებ ნურასდროს,
მამყოფე შეძრწუნებული,
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,
როცა ვარ შეწუხებული.
როცა გულს ცეცხლი მედება,
გონება მსჯელობს საღადა,
მაშინ ვარ თავისუფალი,
თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.(...)

 

http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/Cemi_vedreba.htm

ჰო და რავიცი რა

კვირა დღეა და მეფიქრება რა

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

და საერთოდ, ასაკთან ერთად ადამიანის ორგანიზმი კვდომის რიტმს კრებს, ნაკლები ცეცხლი, ნაკლები ენერგია პირდაპირპროპორციულია კონფორმიზმისა რომელსაც როგორც წესი თავს აფარებენ თუნდაც ერთ დროს ყველაზე ვუააავ ბუნტარები? ანუ ის რომ ვბერდებით ენერგიის დაზოგვის რეჟიმზე გადადის ფიზიოლოგიური სხეული რაც კარნახობს სოციალურ მე ს რა როგორ ჯობია? 

მაგ გავიხსენოთ დენიელ კონ ბენდიტი...

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ჯერ უნდა ჭამო სადილი და მერე დესერტი.

როგორ მიიღო ევროპამ და ამერიკამ კომფორტი?

ანუ ჯერ ენა, დამწერლობა, სახელმწიფოებრიობა, კბილებშI დანა გაჩრილი სხვის სავაჭრო გემების დააბორდაჟება, პრერიებზე ინდიელების დევნა, ომი, სისხლი, ლეწვა და მტვრევა, ცხრა პირი ტყავის გაძრობა და ოფლის წურწურით გადენა ქარხნებში.

და მერე კომფორტი, ხილის ჩაი ჩაიხანაში, ხაჭაპური შამფურზე და ა.შ.

გურჯობა და გრუზინობა ისაა სხვის ნაშრომ-ნაჯაფარზე სუფრის გაშლას რომ ლამობს.

ვინ გაგაშლევინებს :D

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   21 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 21 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(18)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)