Jump to content
×
×
  • Create New...

ფლირტის ტექნიკა


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

მინდა დავამხეცო რა ხანია

ჰო და  მგონი მეშველა

 

https://on.ge/story/103587-ფსიქოლოგებმა-ფლირტის-ტექნიკა-გამოავლინეს-რომელიც-თითქმის-ყოველთვის-ამართლებს?utm_medium=Social&utm_campaign=fb_page_science&utm_source=Facebook&fbclid=IwAR2xnM1haAl08fKY0Qrk4QjJ6WAD8dWTecg2zzAir_zyxmNqRgPHxf8ZEi0#Echobox=1657319022

 

ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მომუშავე ფსიქოლოგების მიერ ჩატარებულმა კვლევამ ქალებისა და კაცებისთვის ყველაზე ეფექტიანი ფლირტის სხვადასხვა ტექნიკა გამოავლინა.

სპეციალისტებმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნორვეგიაში მცხოვრები ჰეტეროსექსუალი სტუდენტები შეისწავლეს. კერძოდ, მათ კითხვარი შეავსებინეს, რომელშიც უნდა შეეფასებინათ, ფლირტის 40 ტექნიკიდან რომელია ყველაზე ეფექტური, ერთი მხრივ, ხანგრძლივი, მეორე მხრივ კი ხანმოკლე ურთიერთობების წამოსაწყებად. ასევე, ყურადღება გამახვილდა მათი სოციალურობის დონეზე, ასაკზე, რელიგიურობასა და სხვა ფაქტორებზე.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქალებისთვის, რომლებსაც ხანმოკლე ურთიერთობა სურთ, ყველაზე "მომგებიანი" სექსუალური იმპულსების გამოყენებაა, რათა პარტნიორი მიახვედრონ, რომ მისთვის ხელმისაწვდომები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მეგობრული ჩახუტება და ლოყაზე კოცნა ამისთვის საკმარისი არაა, არამედ სასურველია, უფრო ახლო და ინტიმური ფიზიკური კონტაქტი.

რაც შეეხება კაცებს, მათ შემთხვევაში, ფიზიკურ კონტაქტთან ერთად, ღიმილი, საუბრისას ინტერესის გამოჩენა, კომპლიმენტების თქმა და პოტენციური პარტნიორის გაცინება ყველაზე მეტად ამართლებს. ხანგრძლივ პერსპექტივაში კი — კეთილშობილებისა და ურთიერთობისთვის მზაობის გამოვლენა.

თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ტექნიკა, რომელიც, გარკვეულწილად, უნივერსალურია — იუმორი.

აღმოჩნდა, რომ ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც კარგი იუმორი მიზნის მიღწევის, ინტერესის აღძვრის, საუკეთესო საშუალებაა. გამონაკლისი მხოლოდ ხანმოკლე ურთიერთობის მსურველი ქალები არიან. დანარჩენ შემთხვევებში, სხვისი გაცინების უნარი, ისევე, როგორც მოსაუბრის ხუმრობებზე თავად გაცინება, ადამიანს მიმზიდველს ხდის.

იმათ, ვისაც იუმორის პრობლემა აქვთ, ფსიქოლოგები ურჩევენ, რომ დასაწყისში ფლირტისთვის თვალებით კონტაქტი და ღიმილი გამოიყენონ. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Evolutionary Psychology გამოქვეყნდა.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, ნაკო said:

რატომ წაიკითხე/წავიკითხე ამდენი იდიოტობა :დდ

შენ რამე შენი ტექნიკები გაქვს?გამიზიარე მუშა ვარიანტები :baby:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
28 minutes წინ, Mulan said:

შენ რამე შენი ტექნიკები გაქვს?გამიზიარე მუშა ვარიანტები :baby:

გომგო შენ არამიწიერი, ზე კაცები მოგწონს, მანდ კიდევ ღიმილის და ამქვეყნიური ტექნიკები არ იმუშავებს :დდ

*adminis nebiera

Share on other sites

  • ფორუმელი
33 minutes წინ, ნაკო said:

გომგო შენ არამიწიერი, ზე კაცები მოგწონს, მანდ კიდევ ღიმილის და ამქვეყნიური ტექნიკები არ იმუშავებს :დდ

ხო ეგ მუდო კაცებთან როგორებიც მომწონს ნამდვილად არ ჭრის, შემოგიბღვერენ და გაგეცლებიან :lol: 

რა თმის ღეჭვა და დებილური კისკისები

შანსი არაა

დაჟე კაცი როგორ მჩატდება გვერდიდან რომ ვუყურებ ეგეც კი გულს მირევს! ამჩატდი მარა დასტოინად შე კაცო, ცანცარზე მზარავს მარა ტექნიკები მაინც საჭიროა...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Mulan said:

ტექნიკები

ზედმეტი ლაპარაკი კაცს :დავნ: რამდენიმე დღს წინ ტიპმა ჭკუიდან გადამიყვანა, მთელი თავისი ენთუზიაზმით ზედმეტი უნიჭო, უსაფუძვლო ლაპარაკით ცდილობდა ფლირტს. შანსი ისედაც 0 ჰქონდა, მაგრამ როგორც პიროვენბაც შავ სიაში მოხვდა. ეგეთებიც ალიგატორს უნდა შევაჭამინო :nako:

*adminis nebiera

Share on other sites

  • ფორუმელი
17 minutes წინ, ნაკო said:

ეგეთებიც ალიგატორს უნდა შევაჭამინო

:lol:

წარმოგიდგინე კაცის თავს როგორ უგდებ ალიგატორს. 

სცენაა ფილმიდან

მომწონს :lol:

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Mulan said:

წარმოგიდგინე კაცის თავს როგორ უგდებ ალიგატორს. 

 

წარმოდგენებში ძაან

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share