Jump to content
×
×
  • Create New...

სპილენძის

Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

@kvipriane https://www.google.com/search?sxsrf=ALiCzsYfE-A_AyBZpv4XyUiP6cFnqsgcdg:1657457026640&q=ინდიგო&si=AC1wQDDagiMg03ncxeOQZbwVe-CJxRCchC-jr2hCPTxjc9wbgJXhb745C2hu1Umy__HFljWXLvLBP2-fwBVLuFNzly86fDyyv954o1JKDGc2KLtCkEeQYBxaToTVEz7trhR6hylG5SRbQSR3UJxAfv5L_M_JKIeFB3_732yeZb-FGTTA7OEgl210g2duj5cRZ78O0pJz2oHZbRy5y64w9uaImvV6mX5q4u1_PECM6i-uQx8zaUpFy5ZQmLFfdryymEqNHKvwtX0arKQsImwzWF_wA63PSMZJkJOY0RIFkODOOh5mm2v7Llw%3D&sa=X&ved=2ahUKEwiEi7bKrO74AhWN16QKHTCZCjAQxA16BAg_EAU

რომელია აქედან? თქვენ რომელს კრეფდით კონკრეტულად?

კი ქრისტესისხლა რაჭაში ყველა სახლში ინახება, სეზონზე კრეფენ და აშრობენ იყენებენ სამკურნალოდ... მაბოდებს ისე მიყვარს მისი ყვავილი...

რა ფერს იღებს მისი ნახარშისგან შექმნილი შალი?

46 minutes წინ, kvipriane said:

@Mulanწარმოიდგინე ნატლულო რამხელა ფული დევს თუნდაც ამ მცირედში ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ :yeah:

ახმეტაში გავიცანი ერთი ადამიანი რომელიც მცენარეებისგან ასე ღებავს თექას და საოცარი ფერის ძაფებს აკეთებს, მეც გამიჩნდა ეგ კითხვა რატო არ ბრენდავთ? ადგილზე ქსოვენ აკეთებენ რაღაცებს და ყიდიან ტურისტებზე არა და ინტერიერისთვის იმდენი ლამაზი და ფუნქციური ნივთი შეიძლება შეიქმნეს და გამოიყენო ეს ადამიანები... რავიცი არაა ეს ჩემი სფერო მარა თემა მაინტერესებს და სამომავლოდ არ ვიცი რას ვიზამ. სოფელი რომ მექნება და მემამულე გავხდები იქნებ რამე ვქნა...

Share on other sites

  • ფორუმელი
5 საათის წინ, Mulan said:

დღეს ყველანაირი ფერის მიღება შეიძლება; ეს არაა პრობლემა - მაგრამ მთავარია ეს ფერები ისე მიიღო - ანუ ისეთი ფერები დასვა რომელიც დროს გაუძლებს; არ გახუდნება მზეზე; არ გადავა ცხელ წყალში რეცხვისას და ა.შ. -  ჩვენმა წინაპრებმა ეს ტექნოლოგია იცოდნენ : მათ ჰქონდათ ერთი კომპონენტი რომლის საღებავში შერევისასაც მიიღებოდა ის ეფექტი რომელიც წინა გვერდებზე მოგიყევით; ანუ ღებვისას სპეციალური წესით დახვეულ შალის ძაფს დებ არნიშნულ კომპონენტ-შერეულ საღებავში ; ამყოფებ იქ გარკვეული დროის განმავლობაში; და ამოღებისას იგივე თეთრი ფერისაა როგორიც ჩადე;  1-2 წუთში გალურჯებას იწყებს (ვთქვათ თუ ლურჯად ღებავ); 5 წუთში იღებს მუქ-ლურჯს ფერს (ჰაერთან შედის რეაქციაში; ანუ იჟანგება ჰაერით) ; შემდეგ რეცხავ გამდინარე წყალში და სპეციალური სითხით - "ის" სითხე წვავს ზედმეტ წერს ხოლო გამდინარე წყალი აცილებს დამწვარ ფერს და რჩება ხასხასა ლურჯი და აქვს სიბრჭყვიალე (გადასარევი ბლესკი) და 1000 წელიც რომ გავიდეს ვერც მზე; ვერც ცხელი წყალი და ვერც სხვა ვერაფერი გაახუნებს და ვერც ვერაფერი შეუცვლის ფერს ; - 1991 წლიდან ამეების მეტი არაფერი მიკეთებია ნათლულო :) ... ბოლო "ბწკარამდე" გვაქვს აღდგენილი ეს ტექნოლოგია; უცოელების დიდი ჯგუფი რომ მოდიოდა ხოლმე ასე "ვაგიჟებდი" მომზადებული მქონდა წინასწარ საღებავი; შალის ძაფი; და ყოველივე ზემოთ-მონაყოლის დემონსტრაციის შემდეგ თითოეული მათგანი ორ-ორ ხალიცას ყიდულობდა ჩვენი გოგოების მოქსოვილს :) - ეს ხალიჩები ხომ ცალკე გამორჩეული ფენომენია (ასევე სრულად გვაქვს აღდგენილი) ...

ერთი იტალიელი მყავდა გადაკიდებული მომყიდე ეგ "კომპონენტიო"  :D

ინდოელებს ვაჩვენე "მოგულის" ხალიჩის სრული დაუზორება (რვა რვაზე იხატება) და ბეჭვისა და ამოქნის წესები (დაქსელვისა და კვანძის ამოყვანის ტექნიკა აღარ ვაჩვენე ;) ) და ვინ არ მომიგზავნეს ; არ მომეშვნენ სანამ არ ვუთხარი არ ვიცი-თქო (სინამდვილეში რათქმაუნდა ვიცი; მოქსოვილი გვაქვს ჩვენთან)

მოკლედ ; მოვიცლი ერთხელ და მოგიყვებით ახალგაზრდა თაობას რა პროექტი მაქვს ჩაფიქრებული - გამოგადგებათ (ან გამოგვადგება) ... 

5 საათის წინ, Mulan said:

რომელია აქედან? თქვენ რომელს კრეფდით კონკრეტულად?

ეს კოლხეთის დაბლობზეა ბევრი და არც კი იციან რა მაგარი სარებავია !!!!!!!!!!!!

Indigofera-polukustarnikovaya-Indigofera-Suffruticosa-foto.jpg

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, Mulan said:

ახმეტაში გავიცანი ერთი ადამიანი რომელიც მცენარეებისგან ასე ღებავს თექას და საოცარი ფერის ძაფებს აკეთებს, მეც გამიჩნდა ეგ კითხვა რატო არ ბრენდავთ?

მაგათი ფერები ცხელ წყალში გადადის თეთრზე და ღია ფერზე "ის" კომპონენტი აკლიათ

როგორც დაბრენდავ და ეგრევე  სხვა სახელით დაბრენდავს ვინმე სხვა  ;)  (მოიფიქრებენ რამეს)

ისევ ჯობია მარტო შენ იცოდე :)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ონლაინ, kvipriane said:

ეს კოლხეთის დაბლობზეა ბევრი და არც კი იციან რა მაგარი სარებავია !!!!!!!!!!!!

ვერ ვხვდები რომელია . . . 

სამტრედიელები რომ "პამიდორის სარებს" ეძახიან, მგონი ეგ არის.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
14 minutes წინ, ASIA said:

ვერ ვხვდები რომელია . . . 

სამტრედიელები რომ "პამიდორის სარებს" ეძახიან, მგონი ეგ არის.

არ არსებობს სენიორა ნანახი არ გქონდეთ - თქვენსკენ და სამეგრელოში იმდენია რომ მთელი მსოფლიოს ჯინსებს შეღებავთ :)

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

ყვე;ა ამ ხალიჩის ფერი ისეა მიღებული როგორც ზევით მოვყევი :)

Фото013.jpg

Фото0067.jpg

Фото007.jpg

Фото002.jpg

Фото000.jpg

ესეც  სპილოებიანი "მოგულის" ხლიჩა :)

876.jpg

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share

  • Who's Online   307 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 306 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(4)