Jump to content
×
×
  • Create New...

მოხეტიალე პასაჟირის დილემა


01000001
 Share

Recommended Posts

33 minutes წინ, Moor said:

რისი აკრძალვა?

ზოგადად სექსუალურობის დემონიზაციაზე იყო ლაპარაკი მანდ. მარა გადავდოთ ეგ გვერდზე.

 

აი ძალადობის აკრძალვა ვროდე ამაზე სწორი რა უნდა იყოს, მარა როცა საქმე ადამიანთან გაქვს პირიქით მუშაობს. ჩელინჯიების კატეგორიაში გადადის.

ადამიანებს უყვართ ჩელინჯები. განსაკუთრებით ახალგაზრდებს.

Share on other sites

  • ფორუმელი

@CHAOS ძალადობის შეკავების სხვა უფრო ეფექტური მექანიზმი შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ, მილორდ?

 

  სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციის მერე, არასრულწლოვანების ორგანიზებულმა დანაშაულმა რომ იმატა, შემთხვევით დაემთხვა?

 

 
Share on other sites

21 minutes წინ, Moor said:

ძალადობის შეკავების სხვა უფრო ეფექტური მექანიზმი შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ

პჩელი პროწივ მიოდა?

ყველა კრიმინალის ნაძალადევი რომ შეკრიბო სახელმწიფოს მხრიდან მავნებლობასთან ახლოსაც ვერ მივა. 

23 minutes წინ, Moor said:

სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციის მერე, არასრულწლოვანების ორგანიზებულმა დანაშაულმა რომ იმატა, შემთხვევით დაემთხვა?

არ გამოვრიცხავ ეგრე მომხდარიყო. ინერციით ან სხვა ფაქტორების გამო.

საწყისი თეზა სხვა რამეში მდგომარეობდა. შეადარე აკრძალვამდე და აკრძალვის შემდეგ. ალკოჰოლის მოხმარება მაგალითად მშრალი კანონის პერიოდში. უკეთესი მაგალითი იქნებოდა. tho არ ვიცი მოიმატა თუ მოიკლო.

Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, Mulan said:

ე ვითვალისწინებ ბიოლოგიას და კონტექსტს სქესის თავისებურებებს, შენ მატენი  იდეალურ მოცემულობებს რომელსაც რეალში ადგილი ვერასდროს ექნება, ოდესმე შეიძლება, ჩვები თაობის სიცოცხლეში? ფჰჰ

რა ვითვალისწინო, ქალო? კაცის მოთხოვნილებები? :D მაგ აზროვნების გამო არის, რომ ძალადობენ და დამნაშავე აქეთ გამოყავხარ. იი, მოკლე კაბა არ ჩაეცვა და არავინ იძალადებდა, თავზე ლეჩაქი დაეხურებინა და არავინ მოკლავდა. მკიდია-თქო ამათი მოთხოვნილებები და ბიოლოგია. სულ რომ შიშველმა ვიარო, ეს უფლებას არ აძლევთ რამენაირად შემეხონ და ფიზიკურად კი არა, თუნდაც ფსიქოლოგიურად იძალადონ.

გავიგე, შენ რასაც მეუბნები, რომ მსგავსი იდეალური სამყაროს არსებობას შეუძლებლად თვლი, მაგრამ ზუსტად ეგ გათვალისწინებაა, თავზე რომ გასხდებიან და მსხვერპლი დამნაშავედ იქით გამოყავხარ. ჩაროტას, დათვების მეგობარს და ყველა მათნაირს ყოველთვის ვეტყვი, რომ მათი ბიოლოგიური მოთხოვნილებები არავისთვის არის მნიშვნელოვანი, (კონკრეტული გამონაკლისის გარდა, რომელსაც პირიქით ენდომება, რომ მის მიმართ ჰქონდეს) და თავისთვის შეინახონ, ხელი კი არ უნდა გადაუსვა, შენი ჭირიმე, მესმის შენი ბიოლოგიური მოთხოვნილებები, მოდი, ფეხები დაგითბილო.

 

4 საათის წინ, Mulan said:

რაა ნიშნავს პირადი სივრცე? 

პირადი სივრცე არის ის, რითაც ვარეგულირებთ, რამდენად ახლოს ვურთიერთობთ ადამიანთან. ამაში მხოლოდ ფიზიკური შემხებლობა და ერთ მეტრზე მეტად მიახლოება არ მოიაზრება. პირადი სივრცის დარღვევაა, თუნდაც ქუჩაში რომ მოგაძახებენ რამე უწმაწურს, ოდნავ ღრმა დეკოლტეს გამო.

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი
5 საათის წინ, CHAOS said:

საწყისი თეზა სხვა რამეში მდგომარეობდა. შეადარე აკრძალვამდე და აკრძალვის შემდეგ. ალკოჰოლის მოხმარება მაგალითად მშრალი კანონის პერიოდში. უკეთესი მაგალითი იქნებოდა. tho არ ვიცი მოიმატა თუ მოიკლო.

ამხანაგო თქვენ საერთოდ ბუნდოვანი და მითოსური წარმოდგენა გაქვთ როგორც ბიჰევიორიზმზე ისე ადამიანის ფსიქიკის და ორგანიზმის ფუნქციონირებაზე, პეჩალნო

3 საათის წინ, ფორთოხალი said:

რა ვითვალისწინო, ქალო? კაცის მოთხოვნილებები?

ხო რა იყო, სიტუაციას და გარემოს კარგად ითვალისწინებ როცა საჭიროა, წითელზე არ გადადიხარ მანქანამ რომ არ დაგარტყას, აფექტში ჩავარდნილ ადამიანს მორალს არ უკითხავ და აშ ათასი სხვა მაგალითი ჩვენი ყოველდღიურობიდან...სინამდვილეში ადამიანს ევოლუციის მანძილზე გამოუმუშავდა საფრთხის აღქმის და სიტუაციის ადეკვატურად შეფასების უნარი, რატო ვიღლევებთ თავს ამ მითებით მე უბრალოდ არ მესმის... ტრენდული და მოდურია? ბაზარს ჭირდება ასე ვიფიქროთ იმიტომ რომ მეტი ვიყიდოთ და უფრო მომხმარებლები ვიყოთ, მოდაზე და ტანსაცმელზე შეგვსვა იმ კულტურამ რომელიც იდეაში თავადვე შევქმენით და ბაზარმა ხელი შეუწყო ან დააპროვოცირა ეს რეალობა... 

3 საათის წინ, ფორთოხალი said:

მაგ აზროვნების გამო არის, რომ ძალადობენ და დამნაშავე აქეთ გამოყავხარ. იი, მოკლე კაბა არ ჩაეცვა და არავინ იძალადებდა, თავზე ლეჩაქი დაეხურებინა და არავინ მოკლავდა. მკიდია-თქო ამათი მოთხოვნილებები და ბიოლოგია

ამ აზროვნების გამო არ ძალადობენ ციტრუს. ხო აბა, კაცებმა აიო არიან ქალები რომლებიც ასე ფიქრობენ და მოდით ერთი იმ ქალების დედასაც არ შევეცით ვინც შიშველი დადის ქუჩაში და იძახიან პირადი სივრცე პირადი სივრცეო :lol:

ამოყრილი ძუძუ და წამოხდილი ტრაკი არის მაპროვოცირებელი ნამდვილად, ისე როგორც ბნელი ღამე და ჩაუკეტავი მანქანა ან სახლის კარი ქურდისთვის იქნება და არის მაპროვოცირებელი, ისე როგორც იარაღის ტარების ლეგალიზება ზრდის მისი გამოყენების შანსს და სტატისტიკასაც იმიტომ რომ მაპროვოცირებელია ძალადობის, ისე როგორც კანაფის ლეგალიზება არ წევს დაბლა მოხმარების სტატისტიკას და სუულ პირიქით, ანა- ბანაზე ვსაუბრობთ და მაგრად მიკვირს ხოლმე მარტივი ჭეშმარიტებები ასე რატო გერთულებათ გასაგებად...

 

3 საათის წინ, ფორთოხალი said:

აგრამ ზუსტად ეგ გათვალისწინებაა, თავზე რომ გასხდებიან და მსხვერპლი დამნაშავედ იქით გამოყავხარ

თავზე ვინ გაჯდება? შინაურს თავადვე აძლევ ამის უფლებას ერთხელ რომ გაგიბედავს ხელის დარტყმას და არანაირ ზომას არ მიიღებ და მერე ამ წუმპეში ზიხარ მთელი ცხოვრება და ითმენ. რატო გაგიბედა იცი? სუსტი ხარ, უპირატესობა აქვს მეტი ცხენის ძალების მქონემ შენზე იძალადოს, შვილები გყავს წასასვლელი არ გაქვს, გარემოებები სიტუაცია ყველაფერი მის მხარესაა რაც გაქცევს მსხვერპლად, გონია რომ ისე გიყვარს ფეხსაც არ გაადგამ მისგან არსად იმიტომ რომ ეგეც შენი სისუსტეა და ამას საკაიფოდ იყენებს.მიეცა ნაგავს სიტუაცია ინაგვოს. აბსოლუტურად იგივეა როცა ქუჩაში ტრაკწამოხდილი მიდიხარ და ვიღაც თავს უფლებას აძლევს რამე მოგაძახოს ან გაკადროს, ატენი პირდაპირ ბერკეტებს იძალადოს შენზე და ადამიანს თხოვ იყოს კეთილშობილი? კანონები რატო გვჭირდებაო იმ ჯიგარმა რა თქვა? ანგელოზები არ ვართ და მაგიტომო ხო? ანგელოზები კიდევ რატომ არ ვართო? აჰამ, ბიოლოგია და ფსიქიკაა ის რაც არაანგელოზებად გვაქცევს, ჰო და შენ მიმტკიცებ რომ ეს არაფერ შუაშია იქ სადაც თავშია... არ გაითვალისწინებ ბნელ ქუჩაში ტრაკწამოხდილი სიარული რომ უსაფრთხო არაა? ოკ სახელმწიფოს ეგ კიდევ უფრო აწყობს, მეტ კამერას დაგიყენებს, მეტ კონტროლის მექანიზმს შემოგტენის შენზე ზრუნვისვე მიზეზით და ასე ჩაგისახლდება სულში, მეტიც-  უკვე იქ არიან, რატო? უსაფრთხოების, ჩვენივე უსაფრთხოებაზე ზრუნვის საბაბით... არანაირი ბლაინდ ზონები, არანაირი დაუტრეკავი სივრცე, იმიტომ რომ ტრენდული მე როგორც მეხოშებები ორივე სქესის მხარეს ტრენდულია და ჰა, ასე ნელ-ნელა პწკენა პწკენაში მოვედით აქამდე და ჯერ სად ვართ...

დავიჯერო მამრი არ დაგიტესტავთ როგორ იცვლება შინაარსობრივად და თვისობრივად ერექციის დროს? საერთოდ სხვა არსება ხდება მამაკაცი მაგ დროს. წკაპ და გადაწყობა მიდის მათში მიმდინარე ფსიქიკური აქტივობების სრულიად და ეს გარედანაც შესამჩნევია, აგრესიულობა იმატებს და უფრო თამამდება... 

3 საათის წინ, ფორთოხალი said:

პირადი სივრცე არის ის, რითაც ვარეგულირებთ, რამდენად ახლოს ვურთიერთობთ ადამიანთან. ამაში მხოლოდ ფიზიკური შემხებლობა და ერთ მეტრზე მეტად მიახლოება არ მოიაზრება. პირადი სივრცის დარღვევაა, თუნდაც ქუჩაში რომ მოგაძახებენ რამე უწმაწურს, ოდნავ ღრმა დეკოლტეს გამო.

და ვსო? ასე მშრალად?  

პირადი სივრცის პარამეტრები, კულტურის მიერ განსაზღვრული პარამეტრებია და ვარირებს სხვა და სხვა კულტურებსა და საზოგადოებებში, ანუ სოციალური ბუნების პარამეტრია და არა თანდაყოლილი შინაგანი მზომველი... ჩვენი ცხოვრების თუნდაც ეგ ასპექტი მეტყველებს იმაზე რომ ნაცნობებთან სხვაგვარ დისტანციაზე ვართ უცნობებთან სხვაგვარზე, ეგეც ევოლუციამ დაგვისეთინგა და მერე კულტურამ უკეთ დაარეგულირა ნიუანსობრივად. გამოდის რომ თუ მინდა შიშველი ვივლი და შენ რეაქცია არ გქონდეს მკიდიხარ, სოციალური ბუნების ტრენდია რომელიც აგერ მეოცე საკუნეში შევიტენე ჩემ ყოველდღიურად გამოყენებად მორალში.  შენი პირადი სივრცე შენი სახლი, შენი საწოლი, შენი სივრცეა, ფიზიკური სივრცე რომელშიც რაც გინდა ის ქენი, როცა უკვე მრავლობითში ხარ და სოციუმის სხვა აქტორები შემოდიან ან შენ შედიხარ ეგეთ ველში იქ მხოლოდ შენი აღარაფერია, ჩვენია, ყველასია, მე სხვა ქიმიური მოცემულობა ვარ, მე+ სხვა უკვე სხვა ქიმიაა და ამას სოციუმი ქვია ძვირფასო ციტრუს. 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

დილემაზე გამახსენდა - სექსი პასაჟირთან, რომელსაც თქვენობით ელაპარაკებით :wtf:

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
48 minutes წინ, Mulan said:

ამოყრილი ძუძუ და წამოხდილი ტრაკი არის მაპროვოცირებელი ნამდვილად, ისე როგორც ბნელი ღამე და ჩაუკეტავი მანქანა ან სახლის კარი ქურდისთვის იქნება და არის მაპროვოცირებელი,

არის, ვინ ამბობს რომ არ არის?

რატომ არ ვიცვამთ ქუჩაში შორტებს და ტოპებს. სწორედ ერთ-ერთი მიზეზი ესაა. თუმცა, ძალადობას გამართლება არ  აქვს

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, marguerite said:

თუმცა, ძალადობას გამართლება არ  აქვს

ხალხნო

აქ სადმე ძალადობის გამართლებას ვეწევი მე? 

 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   375 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 375 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Googlebot(3)