Jump to content
×
×
  • Create New...

რატომ აქვთ ქალებს


01000001
 Share

Recommended Posts

(..შიგ არა.)

 

სასურველობაზე წიკი?

მოთხოვნილება კაცებსაც აქვთ. ნუ ნელთბილად. ქალებს ვისაც ვუყურებ ჰიპერტროფირებული აქვთ ეგ გრძნობა. თუ თავს რამენაირად ვინმესთვის მაინც სასურველად არ თვლიან ფორიაქები ეწევათ ფსიქიკაში.

თუ გიფიქრიათ. საიდან მოდის ჯერ ეგ მოთხოვნილება და მერე ასეთი სიმძაფრე კონკრეტულად ქალებში.

 

 

PS უნდა აღვნიშნო რომ ზედაპირული წარმოდგენა მაქვს ზემოხსენებულ მახასიათებელზე. ტაქშტა დასკვნებში თუ ვცდები მომიტევეთ, მიმითითეთ.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

თვითშეფასება მხოლოდ შიდა პარამეტრებით არ იზომება და იმიტომ. მე ვარ არა მხოლოდ ის ვინც ვარ შინაგანად არამედ მეს სოციალური ნაწილიც და იქ თუ ვერ ვარ მოწოდების სიმაღლეზე ჯამურ ქულას თვითშეფასებისას მიგდებს. ძნ ლოგიკურია სინამდვილეში.

მიუხედავად იმისა რომ ვუავ ვიდზე მყოფი გოგო არასდროს ვყოფილვარ ეწ ''ვიდს'' რომ ეძახიან ეგ სულ მქონდა ვიცოდი რომ მქონდა ვიცი რომ მაქვს და ისიც ვიცი რომ  სულ მექნება, უფრო მეტს მოვწონვარ ვიდრე არ მოვწონვარ. ამიტომ თუნდაც ვინმე არ მიძღვნიდეს ყოველდღიურად ოდებს და არ მიძღვნიან - მკიდია, გამოპრანჭვა და სადმე გასვლა საკმარისია მივიღო ყურადღება და აღფრთოვანებული მზერები ჩემით დაინტერესება და აშ, ეს კიდევ სორი მარა გირწყავს როგორც მდედრს თვითშეფასებას! 

და კიდევ ყველა ქალს ყავს ვიღაც ვისაც მოწონს. არ მჯერა ამის უბრალოდ. აი შანსი არაა.

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

თვითშეფასება და სოციალური ეფრუვი უსავსებითესად გასაგებია. მარა მაგას აქვს უამრავი პარამეტრი. აქ კიდევ კონკრეტულად სასურველობაზეა ფოკუსი. წიკები არ დაგეწყება თუ მაგალითად შენს მუზიცირების ნიჭს გარშემომყოფები დაბალ შეფასებას მისცემენ. არა?

 

კიდევ ერთხელ. შეიძლება შეფასებაში ვცდები.

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, CHAOS said:

. წიკები არ დაგეწყება თუ მაგალითად შენს მუზიცირების ნიჭს გარშემომყოფები დაბალ შეფასებას მისცემენ. არა?

პირადად მე არ დამეწყება იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ თუ ვინმეს ჩემი სურვილი არ აქვს ბრმა და გოიმია. ხო და ბრმები და გოიმები რა ფეხებად მაინტერესებს რას ფიქრობენ ჩემზე? არის თუ არა ეს დამოკიდებულება ჯანსაღი? არ ვიცი და თან მკიდია. უბრალოდ ვიცი რომ საყვარელი და ჩასაყლაპი ვარ, ჩემნაირი ბევრი არ არის ჰო და რატო არ უნდა ვიფიქრო ასე? მგონია რომ ყველაფერი მაინც საკუთარ თავზე მუშაობის შედეგია. 

 

 

Share on other sites

მულან ძვირფასო გავიგეთ რომ საყვარელი და ჩასაყლაპი ხარ. ეხლა იქნებ მოახერხო და ამ კაკბისკაზაც ფენომენს (რაზეც თემაა) გვერდიდან შეხედო. ტიპა 'განზოგადოებული ქალის' პერსპექტივიდან.

Share on other sites

  • ფორუმელი
21 minutes წინ, CHAOS said:

'განზოგადოებული ქალის' პერსპექტივიდან.

ფსიქოლოგიური ნდობის ფაქტორის გამტკიცების მიზნით. დაცულობის მაქსიმალური მაჩვენებლი, რომ შენს მიერ არჩეული ობიექტი მხოლოდ შენს სივრცეშია, სადაც ნაკლები ღალატის შანსია (მაგრამ ეს ცალკე ილუზიაა, აბსოლუტური გარანტი არასდროს არაფერშია), ეგოს ემოციური კვება, როცა ავტორიტეტული ხარ და საზოაგდოებაში განამტკიცებს შენს პიროვნულობას, რომ ხელით მისათითებელი არ ხარ არასწორი პარტნიორის არჩევის გამო.

*adminis nebiera

Share on other sites

  • ფორუმელი

ორი მომენტია: თვითშეფასება და სოციალური გარემო.

თვითშეფასების ამბავში, რეალურად ძალიან ცოტა ქალს თუ ექნება ისეთი თვითშეფასება რომ ,,სასურველად ყოფნა არ უნდოდეს". სულ რომ ანჯელინა ჯოლი იყოს, თავად ქალები, არამარტო კაცები, ისე პრესავენ, ბავშვობიდანვე, რაღაც სტანდარტთან შესაბამისობას "გავავლდებულებენ". ამ ჩაპრესვის კულტურაში, მაღალი თვითშეფასების ქონა გამოწვევაც კია.

შენს მინუსებს და flow-ებს ვერ დაიკიდებ. ჰოდა, უცებ რომ ჩნდება ისეთი ტიპი რომლისთვისაც SHINING DIAMOND, მინუსების ნაცვლად პლუსებს ხედავს, იმის განცდა გექმნება, რომ ბაზარზე შენი VALUE იწევს. შენს ძლიერ მხარეებს აცნობიერებ. ააქცენტირებ. ეგ value კიდევ საბოლოოდ, სოციუმში შენს სოციალურ სტატუსს განსაზღვრავს. რაც უფრო მეტი კარგი ტიპისთვის სასურველი ხარ, თავდაჯერებულობაც მეტი გაქვს, იმის ილუზიას გიქმნის, რომ უფრო მაღალ სოციალურ კლასზე და უკეთესს ცხოვრებაზე მიგიწვდება ხელი.თან გაქვს ბაზარზე, კარგ მოდელებს შორის, არჩევის საშუალება.
ნუ დეფინიციებსაც გააჩნია. ვიღაცისთვის მაღალი კლასი და კარგი ცხოვრება, ბოლო თაობის აიფონის მიღებაა, თაყვანისიმცემლისგან, უანგაროდ და ტუსოვკებია. ვიღაცისთვის სხვა რამ და ა.შ. თუმცა საბოლოოდ, მაღალი სოციალური ველიუ, საკუთარი თავის წარმატებულად აღქმის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, imho. იმიტომ, რომ საბოლოოდ, მაინც სოციალური ცხოველები ვართ, სხვებთან კომუნიკაციით ვანიჭებთ ჩვენს ყოველდღიურობას მნიშვნელობას.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, CHAOS said:

მულან ძვირფასო გავიგეთ რომ საყვარელი და ჩასაყლაპი ხარ. ეხლა იქნებ მოახერხო და ამ კაკბისკაზაც ფენომენს (რაზეც თემაა) გვერდიდან შეხედო. ტიპა 'განზოგადოებული ქალის' პერსპექტივიდან.

შევხედე უკვე და აგიხსენი.

შენ თუ ნაშობა გინდა თემაში სხვა ტემაა ჩამიკარი თვალი და გავიყუსები და გავალ

ჩლუნგო!

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share