L_Autre_monde Posted 7 ივნისი, 2022 Posted 7 ივნისი, 2022 მთავარ რედაქტორს, ბატონ გიორგი https://www.google.com/search?client=firefox-b-d&q=წერილი+რედაქციას Spoiler ატონო გიორგი, თქვენი გაზეთის მიმდინარე წლის 13 თებერვლის #12-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, სახელწოდებით “შეშა ზამთარშია საჭირო” (ავტორი სოფიო კალანდაძე), საუბარი იყო დაბა ჩოხატაურში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე არსებულ ბინებში მცხოვრები 8 ოჯახის სოციალურ პრობლემებზე. ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, დროული რეაგირება მოახდინოს მოსახლეობის პრობლემებზე, განსაკუთრებით კი ისეთ საკითხზე, როგორიცაა სოციალურად დაუცველი ოჯახების ნორმალურად გამოზამთრება. ჯერ კიდევ 2011 წლის ნოემბერში, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ორგანიზებით, დაიწყო უკიდურესად მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახებისათვის შეშის დარიგების კამპანია, რომელსაც თქვენი გაზეთის ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ ხოლმე. ზამთრის სეზონის განმავლობაში, 2011 წლის ნოემბრიდან დღემდე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ, გაცემულია შეშა 45 ოჯახზე. თანხის სახით, სათბობისთვის გაცემულია 13 470 ლარი 76 ოჯახზე, სულ სათბობით დაკმაყოფილებულია 121 ოჯახი. ბუნებრივია, ყველა იმ ოჯახის შეშით უზრუნველყოფა, რომლებიც ამას აუცილებლად საჭიროებენ, ერთდროულად ვერ მოხერხდება და ეს მუნიციპალიტეტის ფინანსურ შესაძლებლობებსაც აღემატება. შესაბამისად, იმ ოჯახებში, რომლებზეც ზემოთ აღნიშნულ სტატიაშია საუბარი, შეშა მხოლოდ იმიტომ არ იქნა მიტანილი, რომ ტექნიკურად რთული გახდა მისი დანიშნულების ადგილამდე მიტანა. თუმცა, გაზეთის გამოსვლის დღეს ეს ოჯახები საშეშე მერქნით უკვე უზრუნველყოფილნი იყვნენ. გარდა ამისა, დეკემბერსა და იანვარში აღნიშნული ბინის 2 ბინადარს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაეწია ფინანსური დახმარება. სტატიაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ეს ოჯახები გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებში არიან და ხელისუფლებისგან შველას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით გვინდა, გაცნობოთ შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საცხოვრებელი ფართი პრივატიზირებულია მცხოვრებთა მიერ, მძიმე საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეისწავლა არსებული მდგომარეობა და შესთავაზა მათ სოფელ კოხნარში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, საბოსტნე ნაკვეთით, რაზედაც, სამწუხაროდ, მათი მხრიდან მიიღო წერილობითი უარი. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ამ ადამიანების წინაშე არსებულ რისკფაქტორებს და კვლავაც აქტიურად ვეძებთ გამოსავალს არსებული რეალური ალტერნატივების გათვალისწინებით. გთხოვთ, აღნიშნული წერილი გამოაქვეყნოთ. სულ ასეთები მახსენდება შენს ნიკზე Share on other sites More sharing options...
L_Autre_monde Posted 7 ივნისი, 2022 Author Posted 7 ივნისი, 2022 Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა