Jump to content
×
×
  • Create New...

ცივცივის რეკლამა


რედაქცია
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

@რედაქცია აუ აი მაგრად მკიდია ეს ფეხბურთი მარა ბავშვობიდან მაქვს რამდენიმე ფრაგმენტი მოგონებად, სავარაუდოდ საბჭოთა კავშირი ახალი დანგრეულია, მამაჩემის ძმა სახლშია მაშინ 30 წლამდე ბიჭი იყო დაჟე უფრო პატარა, გოგოები ეპატკუცებოდნენ და რამე და დამაპორწიალებდა ყველგან, საკაიფო იუმორია გრძნობა აქვს და მახსოვა ეს ყვებოდა რაღაცებს და გოგოების გუნდური ხარხარევი, ჩემ სოფელში ორი სტადიონია ერთი ჩემი სახლის წინ, მეორე უბნის უკან რომელიც ჩემი ოჯახის საკუთრება იყო წლების წინ უბრალოდ გაკულაკებისას დიდ ბაბუას აახიეს და მერე იქ კოტეჯები და დაბლა კიდევ სტადიონი მოაწყვეს თავისი სავარჯიშო ბაზით და რამე, ჰო და მოკლედ ბიძაჩემის საყვარელი გულაბი მსხალი იდგა ამ სტატიონის ერთ ნაწილში და  მიყვებოდა რო ეს დიდი ბაბუის დარგული ხეა აიი ესეეეც, აი ისიიც,თან ფაციფუცში და სიბნელეში ეწ კანარეიკებით დამაბოდიალებდა ამ მწკრივებში ჩალაგებულ  ხეხილში და თან მხსოვს ბალახის სურნელი და ზაფხულის ჭრიჭინების ხმა და უცებ ჰოოოპ და ნათდება პროჟექტორით აი ცივი განათებით მთელი სტადიონი და ეს ხეივანიც, იწყება თამაში, ანუ უბნის ბიჭები მათ შორის მამაჩემიც იწყებენ ფეხბურთის თამაშს, ცვრიანი ბალახი, ჟრიამული შეძახილები, უამრავი ადამიანი ირგვლივ და მე ამ სიტუაციაში იქვე დავბანდალებ და უზარმაზარი პანტა ვაშლის ძირს დაყრილ მკვახე ნაყოფით ვსკდები :lol: ბიძაჩემი გადამაგდებინებს ხელიდან მე ვიტენი ჯიბეებში და მაინც ვჭამ, იქედან ფხიზელი არასდროს დავბრუნებულვარ, მღლიდა და დღემდე მღლის თამაშების ყურება, ბიძაჩემზე ჩახუტებული ვითიშებოდი და ვიძინებდი ჰო და აი ფეხბურთზეც რომ ჩემი მოგონებები ჭამასთანაა დაკავშირებული აი ყველა ბავშვობის ამბავი იმით სრულდება რო მე რამე უბედურებას ვჭამ, იქ გულაბი მსხალი აქ ძირსნაგდები პანტა ვაშლი :lol:

ისე ძნ ლამაზი იყო და მისტიური იმ განათებაზე ჯერ კიდევ ლამაზი ჩვენი ოფიც სტადიონი, სამგურალი და ტორპედო თამაშობდა ხოლმე მაგ სტადიონზე წლების წინ, ახლა მგონი არაფერი ხდება გაჩანაგებულია იქაურობა...

ამ ასაკშიც კი თუ დამსჯის ვინმე თორენ მატჩის ყურება არ შემიძლია, განა მხოლოდ ფეხბურთის ზოგადად რამე თამაშის, პოკერსაც ორ სთ ზე მეტ ხანს ვერ ვთამაშობ და ჯოკერის ბოლო ცხრიანებზე უკვე გული მერევა...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Mulan said:

@რედაქცია ანუ მაინც არის რა :givikoebi:

 

არის ხო კაი :D

ადგილოს დაწერა არ მინდოდა თორემ აქვს მიზეზი აქ რატომაც არის ბირჟა

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, რედაქცია said:

არის ხო კაი :D

ადგილოს დაწერა არ მინდოდა თორემ აქვს მიზეზი აქ რატომაც არის ბირჟა

ანუ ტრადიციული ისტორიული ბირჟაა?

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Mulan said:

ჯოკერის ბოლო ცხრიანებზე უკვე გული მერევა

:lolz:

ლამაზი ისტორიაა ♥️

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, marguerite said:

გვაჩვენეთ რეკლამა ;(

:lolz:

ერთადერთი რეკლამაა, რომელსაც ყოველდღე ვუყურებ და არ მბეზრდება.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share