Jump to content
×
×
  • Create New...

ბაიდენმა მოუწოდა ტრამპს სასწრაფოდ მოაწეროს ხელი კონგრესის მიერ მიღებულ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-4d2e896030c00520f50916c9f1f0256c.jpeg

აშშ-ის არCეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოუწოდა პრეზიდენტ დონლად ტრამპს, რომ მოაწეროს ხელი კონგრესის მიერ მიღებულ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტს, რომელსაც მხარი დაუჭირეს როგორც დემოკრატებმა, ისე რესპუბლიკელებმა. ჯო ბაიდენის თქმით, თუ დონალდ ტრამპი დაუყოვნებლად არ მოაწერს ხელს კანონს, მაშინ დაახლოებით 10 მილიონამდე ამერიკელი დაკარგავს უმუშევრობისთვის დაწესებულ შემწეობას. დაახლოებით 1 ტრილონი დოლარის მოცულობის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი მომავალი წლის მარტამდე უმუშევრობისათვის გაზრდილი, კვირაში 300$-ის ოდენობის, შემწეობის გადახდას ითვლისწინებს. ამასთან, მოქალაქეთა უმრავლესობა მიიღებს 600 დოლარის მოცულობის ერთჯერად დახმარებას. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ერთჯერადი დახმარება არსაკმარისია და ერთ სულ მოსახლეზე ის 2000 დოლარამდე უნდა გაიზარდოს.  მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო მომავალი წლის, 740 მილიარდიან თავდაცვის ბიუჯეტს, რომელსაც უწოდა საჩუქარი ჩინეთისა და რუსეთისთვის. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებით, დონალდ ტრამპის ვეტო აზარალებს ამერიკელ სამხედროებს და სერიოზულად ემუქრება აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას. პელოსის ინფორმაციით, 28 დეკემბერს წარმომადგენელთა პალატა კენჭს უყრის პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. კენჭისყრა უნდა ჩატარდეს კონგრესის ზედა პალატაში - სენატშიც.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share