Jump to content
×
×
  • Create New...

ბავშვი რო


ფორთოხალი
 Share

Recommended Posts

16 minutes წინ, ნაკო said:

და თუ მოსულა მაშინ ყველაფერი აზრს კარგავს. 

ანუ ჩარჩო განაპირობებს შინაარსს?

დაასაბუთე.

Share on other sites

  • ფორუმელი
31 minutes წინ, CHAOS said:

google Ikuji / Икудзи გევასება შენ იაპონელები. წვრილადაა მაგათი აღზრდის სისტემა აღწერილი.

1 საათის წინ, Mulan said:

12 წლიდან ბავშვს აღარ ჭირდება შენი ჩიჩინი რა ქნას, მანამდეა საქმე გასაკეთებელი, ჩემი ფოფოც კი ხვდება როდის უნდა დაჯდეს რომ მიიღოს საჭმელი და ეგ პრაქტიკაში ვასწავლე...

33 minutes წინ, CHAOS said:

ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ საკმარისად დაგსაჯეს იმისათვის რომ ნდობა დაეკარგათ და არასაკმარისად იმისთვის რომ შიში ჩაენერგათ. ნიზნაიუ შეიძლება სასურველს ჭეშმარიტებად ვიღებ. xz

1 საათის წინ, Mulan said:

დამიჯერე ისე მსჯიდნენ რომ დალურჯებებიც მქონდა, სისხლიც წამომსვლია და კურცხალიც კი არ მივარდებოდა ასეთ სიტუაციებში! ტემპერამენტია ეგ ბრძოლისუნარიანობა და ამტანობა რომელსაც მერე სხვა რამეში აკონვერტირებ, მე უბრალოდ ბევრს ვკითხულობდი და ამან გადამარჩინა ფიზიკურად, მაგრამ კომპლექსები დამიტოვა ათასი, მიუხედავად ამისა ბიჰევიორიზმს აქვს პრაქტიკული გამოყენება პრიმატებში. 

36 minutes წინ, CHAOS said:

ნათესავის ბავშვმა პომადით მიახატა კედელზე რაღაც. როგორც აბსტრაქტული ხელოვნების ნიმუშს ისე აღვიქვამ. ჩარჩოში ჩავსვამდი რომ არ მეზარებოდეს. :]

მაგ ეტაპს ყველა ბავშვიან სახლში გადიან კაცო, ნორმალურია ამის გამო ბავშვს ნამდვილად არ დავსჯი, რა სისულელეა :facepalm: 

 

37 minutes წინ, Sylar said:

@Mulan არ ეცადოთ, თორემ განზრახვა თქვენს წინააღმდეგ აღსრულდება, დამიჯერეთ :boli:

ვუაიმი გაჩერდი ერთი რა

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@CHAOS იმის გამო რომ იმ ხარისხის ნაჭრისგან შეკერილ პიჟამოს მაცმევდნენ რომელიც არ მომწონდა და ვერ ვეკარებოდი და არ ვიცვამდი, დედაჩემს ჩემთვის ხელი შემოემტვრა. ბაღის ასაკის ვიყავი მაშინ. კარგად რომ ესმინა ჩემთვის მიხვდებოდა რომ ტაქტილობებზე მქონდა გართულება.ღამით მაიჩნ და კოტონის მაისურებს ვუსვამდი ხელს და ისე ვიძინებდი, რატო ჩავიცვამდი იმ რაღაცას რაც ძნ ხაოიანი და უხეში იყო? და იმას თუ რატო ვიძნებდი ეგრე თავისი ახსნა აქვს კიდევ, დედისგან სითბო და ყურადღება მაკლდა და მამიდა და ბებია ვერასდროს შეგისვენებ იმას რაც დედამ უნდა მოგცეს! ძნ ბევრი დრომაქვს დახარჯული იმაზე ჩიჩქვნაში რომ გამერკვია და დამელაგებინა ბევრი რამ!

რა ურჩევნია ჩაიცვას 5 წლის ბავშვს ამის გამო დებილი უნდა იყო ულტიმატუმები უყენო შვილს. გაისწოროს და ჩაიცვას ის რაც მოწონს.

ახლა ნანობს მაგრად ნანობს ამ შეცდომებს, რომ იხსენებს თავდ იძახის ტვინში სისხლი მექცევა საკუთარ თავზე ბრაზისგანო მაგრამ მე რა? უბრალოდ მიხარია რომ ხვდება რეებიც მიქარა...

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan

აი რაც დაწერე, ზუსტად ამას ვგულისხმობდი.

არ სჭირდება ბავშვს ჩხუბი და მით უმეტეს ცემა როგორ შეიძლება. არ გინდა და ნუ გინდა, სხვა რამეს ჩაიცვამდი. 

ამიტომ აკეთებდი უკუღმა, რომ გსჯიდნენ უაზროდ.  შეიძლება ყურადღებას ითხოვდი

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, marguerite said:

არ სჭირდება ბავშვს ჩხუბი და მით უმეტეს ცემა როგორ შეიძლება. არ გინდა და ნუ გინდა, სხვა რამეს ჩაიცვამდი. 

 

ჩაცმის გარდა ათასი რამეა. თუ ბავშვს უნდა რომ ზამთარში შორტებით ირბინოს თოვლსა და ყინვაში სხვა თემაა ეგ.აქაც ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ გვაქვს. მე მაგალითად არასდროს მეცვა იმდენი ტანსაცმელი რამდენიც სხვებს, არ ვარ მცივანა და არც მაშინ ვიყავი ეგეთი მაგრამ ზამთარში შორტებით არ დავრბოდი.  გააჩნია მოკლედ რა

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan

ყველაფერს გააჩნია, მაგრამ ერთი ცალსახაა, ბავშვის ცემა არ შეიძლება. გავარდეს შორტებით, რომ აკანკალდრბა მეორედ აღარ ჩაიცვამს. ჩემზე იყო მუდმივად საყვედურები დედაჩემთან, რასაც დაუდებ ის ჭამოს, მაგის ჭკუაზე როგორ დადიხარ, წადი და დატოვე, ნუ ჩამოიკიდებ ბავშვს და ა.შ. რჩევების ჩამორიგება ადვილია, პრაქტიკაში რამდენად ამართლებს ეს...

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, CHAOS said:

ანუ ჩარჩო განაპირობებს შინაარსს?

დაასაბუთე.

შნაარსი არსებობს ჩარჩოს მიღმაც, სახელად ქაოსი. 

სიტყვა "შეზღუდვა" აუცილებლად მიუღებელს არ ნიშნავს. 

როცა თანაბარ, ჩვეულ პირობებში(და არა უკიდურესად თვითგადარჩენის-აქ სხვა ფსიქიკა ერთვება) ხარ ვინმე ადამიანთან, მის ხორცს შეჭამ? მე, რომ მანიპულაციის უნარს ვფლობ, არ ნიშნავს, რომ ზღვარდებული არ ვარ საკუთარ თავთან და ვიყენებ ამ შესაძლებლობას. 

არის შეზღუდვა, რომელიც აკეთულშობილებს ადამიანს და იმთავითვე ქცევის მოდელს ბავში ზრდაზსრულისგან იღებს, რადგან ის ჯერ კიდევ უმწიფარია, ზრდანაკლული ადამიანია და როგორც ადამიანს, შემავსებლად სჭირდება ყველა ფიზიკური, აზრობრივი, ემოციური ინსტრუმენტი სწორად მიწოდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნება საზოგადოება სადაც ომში ყველაფერი მოსულა, ერთი წლის ბავშვის გაუპატიურებაც. 

ასე რომ ყველაფერი არ მოსულა!

აქ არ განიხილება დასჯის უაზრო, უსაფუძვლო ქმედებები, მშობლის გაუაზრებელი როლი, მაგრამ არ უნდა გეზარებოდეს შენი შვილის აღზრდაში მაქსიმალურად ჩადო ენერგია, სწორედ იმიტომ,რომ სიმართლის მნიშვნელობა, ბედნიერების მნიშვნელობა ემპირიული ცოდნა იყოს  შენივე შვილისთვის, რომელიც მის ირგვლივ არსებულ საზოგადოებაში ჰარმონიას შეიტანს. ასეთი საზოგადოების მოთხოვნილება ცნობიერის გახსნის მომენტიდან ყველა ადამიანს გვაქვს და საუკუნეებია ამ სურვილს უბრალოდ ვათრევთ და ვერ ვქმნით. სრულ უტოპიას არ ვგულისხმობ რათქმაუნდა.მე ვარ ის ადამიანი, რომელიც თითქმის არ მორჩილებს, მაგრამ ესმის კომპრომისის მნიშვნელობა. 

ზოგადად, რაც საზოგადოებასთან ჩემის მხრიდან აგრესიას იწვევს არის მათი არა მზაობა სიცოცხლისადმი. როცა საკუთარი თავისადმი პასუხისმგებლობას ვერ იღებ, ვერ აიღებ ვერც შვილზე. და დიახ, უნდა იყოს შეზღუდვა, სიმართლის ხედვა, სიყვარული და ღიაობა შვილთან. ვერც წინა თაობას მოვთხოვთ პასუხს, რადგან თავადაც ეგრე აღზარდეს, მათ მეტი ცოდნა არ აქვთ, სხვანაირად არ უნახავთ, სხვნაირად არ უგრძვნიათ და წარსული აღზრდის ტკივილებს დღემდე ჩვენი თაობა იმკის. 

*adminis nebiera

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share