Jump to content
×
×
  • Create New...

Gentleman Jack


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ნანახი გაქვთ?

 

ენ ლისტერი ქუთაისში გარდაიცვალა 

მაინტერესებს სერიალში თუ ვიხილავთ მის სიკვდილს...

https://www.imdb.com/video/vi3552166425/?playlistId=tt7211618&ref_=tt_pr_ov_vi

https://ka.wikipedia.org/wiki/ანა_ლისტერი

დარიალის ხეობის გავლით შემოვიდნენ საქართველოში და თბილისს მიადგნენ. კავკასიის მთავარმართებელმა, ევგენი გოლოვინმა და მისმა მეუღლემ ითავეს მათი მასპინძლობა, რადგან მოსკოველი მეგობრებისაგან გამოგზავნილი რეკომენდაცია მიიღეს. სტუმრები წარუდგინეს მაშინდელ არისტოკრატებს. ორივემ გაიცნო პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე, მისი ქალიშვილები (ეკატერინე და ნინო) და იმ ეპოქის ინტელიგენციის სხვა წარმომადგენელნი. ჭავჭავაძეების ოჯახმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მათზე. ერთად დაათვალიერეს მრავალი სალოცავი და ხუროთმოძღვრული ძეგლი; შემოიარეს ანანური, სვეტიცხოველი, გელათის მონასტერი. ლისტერი გულდასმით აღწერდა ნანახ ადგილებს და კალმით შესრულებული ჩანახატებით ამშვენებდა აღწერილობას. ქუთაისს ეწვივნენ და გაიცნეს წარმოშობით შოტლანდიელი მებაღე, იაკობ მარი. სამეგრელოს მთავარმა, დავით დადიანმა, საგანგებო საშვი მიანიჭა მათ, რათა შეუფერხებლად ემგზავრათ. ეკატერინე ჭავჭავაძემ დადიანების სასახლეში მიიწვია წყვილი. ლისტერი ესტუმრა ეკატერინეს, მერე კი ენთან ერთად შემოიარა ონი და ამბროლაური. ორივენი ცხენზე იყვნენ ამხედრებულნი მოგზუარობისას. საქართველოშიც იჩინა თავი ანას სნობიზმმა. ორ კატეგორიად ჰყოფდა ადამიანებს: დიდგვაროვნებად და მდაბიოებად. არც ერთ ქართველ ქალთან არ გაუბამს სასიყვარულო კავშირი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალმა ბანოვანმა მოსტაცა თვალი. ხშირად ჩიოდა, რომ ქართველები არ სცემდნენ პატივს მის პირად სივრცეს და განმარტოებასაც კი ვერ ახერხებდა. დადიანების სასახლეში ყოფნისას გაახსენდა ოდინდელი ფუფუნება, უზრუნველი ცხოვრება. მოინუსხა ლამაზი შენობით. ეკატერინე ჭავჭავაძე უქეიფოდ შეიქნა და ვეღარ მოიცალა სტუმრებისათვის. ლისტერი და უოლკერი წავიდნენ სასახლიდან და მესტიისაკენ აიღეს გეზი. აღფრთოვანდნენ უღრანი ტყეებისა და აზალიებით მოფენილი მთების დანახვისას. მომაჯადოებელი სანახაობა გადაიშალა მათ თვალწინ. ნეტარებდნენ, რადგან იხილეს ის, რაც მრავალ დასავლელს არ ეხილა საკუთარი თვალით. „მაღალი ბორცვების უსასრულო წყება მოჩანდა ჩრდილოეთით ტყით დაფარული გორაკები ცად აზიდულიყვნენ კონუსის ფორმა ჰქონდათ პატარა მწვერვალებს…“ – აღნიშნა ლისტერმა და ისიც ჩაინიშნა დღიურში, რომ საღამოს რვა საათსა და ოცდახუთ წუთზე დალიეს ჩაი, ათის ნახევარზე კი დასაძინებლად გაეშურნენ.

დღიურის უკანასკნელი ჩანაწერი 1840 წლის ცამეტი აგვისტოთია დათარიღებული. ანას ტკიპამ უკბინა სამეგრელოში, ცხელება დაეწყო და ოცდაორ სექტემბერს დალია სული ქალაქ ქუთაისში. ენმა სამშობლოში გადაასვენა საყვარელი ქალის ცხედარი და ჰალიფაქსის ეკლესიის ეზოში მიაბარა მიწას 1841 წლის 29 აპრილს. ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო მისთვის, რადგან 4,500 მილის დაფარვა მოუხდა; შვიდ თვეს გასტანა აუტანელმა მგზავრობამ; მისი სავარძლის გვერდით ესვენა კუბო, რომელშიც უძრავად გართხმულიყო ბალზამირებული ლისტერი

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   48 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 48 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(2)
    • Chrome(15)
    • YandexBot(1)