Jump to content
×
×
  • Create New...

კითხვა-პასუხის რეჟიმი.


Sylar
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ჩატის თემაში ვიკითხე, მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ ცალკე თემას შევაკოწიწებდი. აქ ვიკითხოთ ხოლმე რაზე პასუხიც დაგვაინტერესებს სხვა ადამიანისგან, უაზროდ ნუ გავაოფებთ.

 

თქვენი აზრით, ადამიანის მუსიკალური სმენა პირდაპირპროპორციულია თუ არა მის მუსიკალურ გემოვნებასთან?

ელექტრო მუსიკოსებს და ყველას, ვინც მუსიკის შექმნას მუსიკის "კეთებას" ეძახის, აღიქვამთ თუ არა მუსიკოსებად?

თქვენი აზრით, ოდესმე ისევ დადგება თუ არა ხარისხიანი მუსიკის, ხარისხიანი კინოს ხანა?

 

და ბოლოს ისეთი კითხვა, რომელსაც ვერ დაასაბუთებთ, უბრალოდ შეგიძლიათ, აზრი დააფიქსიროთ.

თქვენი აზრით, კაცობრიობის პირველი ტალღა ვართ, თუ ჩვენამდეც იყვნენ, განვითარდნენ, დაიხოცნენ და თავიდან დაიწყო ყველაფერი?

მე პირადად მგონია, რომ წრეზე მიდის ეგ ამბავი და იქნება მუდამ, სანამ იქნება სიცოცხლე.

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი

კაი მაშინ მეც ვიკითხავ

 

საფლავზე და მკვდრებისთვის ყვავილები რატომ მიაქვთ?

ვის სჭირდება და რისთვის?

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი

@CHAOS ვიცი რო სხვა ბაბლიდან ხარ, მარა გაქილიკების ნაცვლად, გვესაუბრე შე-კაცო.

@ფორთოხალი

2 minutes წინ, ფორთოხალი said:

საფლავზე და მკვდრებისთვის ყვავილები რატომ მიაქვთ?

პატივისცემის და სიყვარულის გამოხატვაა, თორე რეალურად გარდაცვლილს რაში უნდა სჭირდებოდეს რაიმე.

როცა ის ადამიანი წევს მიწაში, ვინც გიყვარს, გინდა, რომ ლამაზად იყოს ის ადგილი.

შეიძლება ესაუბრო კიდეც გარდაცვლილს, ხო ვერ გაიგებს? მარა მაინც.

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
18 minutes წინ, Sylar said:

ადამიანის მუსიკალური სმენა პირდაპირპროპორციულია თუ არა მის მუსიკალურ გემოვნებასთან?

ნწ, გემოვნება კულტურაზე და სოციუმზეა დამოკიდებული.

12 minutes წინ, ფორთოხალი said:

საფლავზე და მკვდრებისთვის ყვავილები რატომ მიაქვთ?

მე არ მიმაქვს.

ცოცხლების თვალში ყურადღებიანი ხალხი რომ გამოჩნდნენ.

21 minutes წინ, Sylar said:

ოდესმე ისევ დადგება თუ არა ხარისხიანი მუსიკის, ხარისხიანი კინოს ხანა?

ეგ ხანა არც გამქრალა, სავარაუდოდ არ ეძებ იქ, სადაც ხარისხიანი პროდუქტი იქმნება.

ხარისხიანი მასიური/მასებისთვის ხელმისწავდომი შეიძლება იყოს თუ არა ეგ სხვა საკითხია.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Vermillion said:

ნწ, გემოვნება კულტურაზე და სოციუმზეა დამოკიდებული.

მოდი ჩვეულებრივ ცხვარს ნუ განვიხილავთ და საშუალოზე ბევრად განვითარებული ინდივიდი ავიღოთ.

სიტყვაზე, დავუშვათ რომ მე ვარ ეგეთი ადამიანი. როგორ შეიძლება დღეს, ჩემი გემოვნება იყოს დამოკიდებული სოციუმზე? რანაირად შეიძლება მომეწონოს რაღაცის გავლენით ის, რაც არ მომწონს რეალურად? მუსიკა ხომ შეგრძნებების და აღქმის სამყაროა? ჩემი პასუხია - არანაირად. შენ თუ გაქვს რაიმე ახსნა, სიამოვნებით მოგისმენ.

 

3 minutes წინ, Vermillion said:

ცოცხლების თვალში ყურადღებიანი ხალხი რომ გამოჩნდნენ.

ისევ რადიკალურად ცუდ კატეგორიას განიხილავ. ყველა ასე ნამდვილად არ არის.

 

3 minutes წინ, Vermillion said:

ეგ ხანა არც გამქრალა, სავარაუდოდ არ ეძებ იქ, სადაც ხარისხიანი პროდუქტი იქმნება.

ეგ ძალიან სუბიექტური კითხვა გამომივიდა. გააჩნია შენ რას ეძახი ხარისხიან და რას ვეძახი მე. კი, შეიძლება არ ვეძებდე სწორად, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან მტანჯავს იმ მუსიკის მოსმენა, რაც არ მომწონს. მოწონებით კი 10 000-ში ერთი მომწონს და ამიტომ, ძებნის პროცესი იმდენად მტანჯველია, რომ თითქმის არ ვეძებ ხოლმე. ამ წამს მაქვს გაშვებული უცხო ფლეილისთი და ვუსმენ, გამონაკლისი შემთხვევის ღამე მაქვს.

პირადად ჩემთვის, უხარისხო და უგემოვნო მუსიკის ხანაა. გამონათებები არსებობს, მაგრამ შედარება არაა. ჩემი საყვარელი ჟანრი მკვდარია. ((

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
42 minutes წინ, ფორთოხალი said:

მკვდრებისთვის

გარდაცვლილები მაინც თქვი 

რანაირი სიტყვაა ეგ ;(

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

მე მიმაქვს ყვავილები გარდაცვლილებისთვის და ვფიქრობ რომ ლამაზი ტრადიციაა. მეზობელს რომ ჩემი ეზოს ყვავილებს ვუკრეფ და ვაწოდებ ეგეც მომწონს და ისიც საფლავზეც რომ მიმაქვს ყვავილები. ზრუნვასთან ასოცირდება.

მკვდარს რითი შეიძლება დაეხმარო ხო? ვერაფრით ამიტომ ამ ეფემერული ''საჩუქრით'' სიმბოლურად ცემ პატივს მის შესახებ მოგონებებს და იმას რომ ოდესღაც არსებობდა...

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share