L_Autre_monde Posted 2 მაისი, 2022 Posted 2 მაისი, 2022 Quote "თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად კი მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა შვედეთში 1908 წლის 1 მაისს.გვირილობა ქუთაისში სულ პირველად 108 წლის წინ აღნიშნეს. ფოტოზე, რომელიც ეროვნულ არქივში ინახება, ქალაქის ცენტრალურ უბანში გამართული პირველი გვირილობის საზეიმო კადრია ასახული. http://server5.intermedia.ge/article_images/small/202005/2020050222001437332.jpg გვირილობას იმართებოდა დოღი, ორატორთა გამოსვლა, სახალხო სეირნობა და კონცერტები. ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ ბულვარში ტარდებოდა. ''გიმნაზისტკები'' და ''გიმნაზისტები'' ბულვარში გართობა-სეირნობის დროს იაფ ლატარეას ათამაშებდნენ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის შესაწირად.. ამ დღეს ფაეტონზე შემდგარი ქუთაისელი ლამაზმანი გაშლილი თმით და თეთრი გრძელი კაბით, დროშით ხელში მიუძღოდა საყოველთაო მსვლელობას ბაღის კიდეზე.. გადმოცემის მიხედვით, "გვირილობა" გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. უხუცესი ქუთათური ქალბატონების: ვერა გვანცელაძე-ჯიქიასა და ნინო ხათრიძე-ფილიპოვის მოგონებებში აღწერილია და დაცულია ცალკეული დეტალები გვირილობისა. საზოგადოებრივი კომიტეტი, რომელშიც შედიოდნენ ქალაქის წარჩინებული, ავტორიტეტული მოქალაქეები, სამი დღის განმავლობაში ატარებდა ზეიმს. ბულვარში, ქალაქის ცენტრში, ულამაზეს ქალბატონს (ერთ-ერთი მათგანი გახლდათ საშა ჩიქოვანი, რომელსაც მიაწერენ გვირილობის დღესასწაულის დაარსების ინიციატივას) უკან მოჰყვებოდა გვირილებით სავსე კალათით გიმნაზიელი ქალ-ვაჟი. მოქალაქეებს მათგან უნდა შეეძინათ გვირილა.მშვენიერი ქალბატონი მათ მკერდზე დააბნევდა გვირილას, რომელიც სამი დღე უნდა ეტარებინათ იმის ნიშნად, რომ უკვე გაწეული ჰქონდათ ქველმოქმედება. მოგროვებულ თანხას საღამოს კომიტეტს ჩააბარებდნენ, მეორე და მესამე დღეს კი სხვა დედოფალი და სხვა გიმნაზიელები განაგრძობდნენ საქველმოქმედო მუშაობას ბულვარში. სამი დღის შემდეგ კომიტეტი დააჯამებდა შემოწირულობებს და ამ მოგროვილ თანხას ჭლექიანთა დასახმარებლად გაანაწილებდა... ეწყობოდა აგრეთვე სპორტული ღონისძიებები დაგვიან ღამემდე ისმოდა სასულე ორკესტრის და ბაბთიანი გიტარის ხმები ქალაქის ცენტრში...ასე გრძელდებოდა 1919 წლამდე. ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკების მოსვლისთანავე "გვირილობის" დღესასწაული წარსულს ჩაბარდა და 60 წელი ის აღარავის გახსენებია... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 2 მაისი, 2022 Posted 2 მაისი, 2022 ქუთაისელი რომ ვიყო მადლობას გეტყოდი! ჩემ სოფელს ოფიც სახელიც კი აქვს ნე ტო შტო დღეობა ისე ჩემ ეზოში ყაყაჩოები ყვავიან. ტიტები ჩაკვდნენ გვირილები ივნისში იყვავილებენ უბედური ვარ ვბჟუტურებ არ მომაქციო ყურადღება... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ნაკო Posted 2 მაისი, 2022 Posted 2 მაისი, 2022 6 საათის წინ, L_Autre_monde said: რა ლამაზია *adminis nebiera Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 2 მაისი, 2022 Posted 2 მაისი, 2022 * ქუთაისელო გვირილებოო უნდა გეთქვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts