Jump to content
×
×
  • Create New...

როგორც იქნა


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

რისიც გწამს მისი ცოდნა შეუძლებელია, რატო უნდა მწამდეს ის რის შესახებაც ინფო არ მაქვს? ჩემთვის ცოდნას აქვს მნიშვნელობა!  მსოფლმხედველობის თემაა რწმენა თქო რომ ვთქვი წაუყრუეთ. 

ის რომ ეკლესიაში ცისკრის აურა მომწონს ან საშობაო ლიტურგიის ეგ იმიტომ მომწონს რომ ამ კულტურაში გავიზარდე და ნოსტალგიების თემა მაქვს, ბავშვობის ნოსტალგიების თემა... და კიდევ ის რომ ეს ეკლესიები სასაფლაოებზე დგას და სასაფლაოებზე მაბოდებს. სიმშვიდე და სილაღე ერთნაირადაა ასეთ ადგილებში, ჩემთვის სასაფლაოების თვალიერება ჩვეულებრივი რელაქსია...

 

ამიტომ კულტურა რომელშიც ვცხოვრობთ და გავიზარდეთ ახდენს იასნად გავლენას ჩვენზე თუნდაც ურწმუნოებზე ესთეტიურ გავლენას მაინც გვიტოვებს მაგრამ არ ვფიქრობ რომ მხოლოდ ქრისტეა კაი ტიპი და მუჰამედი ბანძი...

მაგარი ღადაობაა, ორი ბაბუა მყავს უკვე გარდაცვლილი ერთიც და მეორეც   ილია მეორეზე კაიფობდნენ გეი იყო მისი ამბები აფხაზეთში რეებსაც აკეთებდა ვიცით მთრლმა საქართველომ ეგ რა მანდ წამოსაჯენი კაცი იყოო, არც ერთს წამდა ღმერთის და არც მეორეს, მღვდლებს მით უმეტეს არ უყურებდნენ სერიოზულად, იმერელმა ბაბუამ პირჯვრის გადაწერაც არ იცოდა ნორმ, და მამაომ ფსალმუნები უკითხეო, მეთქი ახლა აქ რომ ვდგავარ და სანთელი მიკავია ხელში ესეც კი მის სურვილებში არ იქნებოდა ეჭვი მაქვს,  არაფერს მსგავსს არ ვაპირებ თქო ბოლო, წესის აგებაზე არც გავსულვარ, ჩემი ძმა უკითხავდა და აკეთებდა რაღაცებს, ტიპი იყო ურწმუნო და მაინც ქრისტიანული რიტუალებით დავასაფლავეთ რა არის ეს თუ არა კულტურული ჩვევების ამბავი ხო? 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
7 საათის წინ, Sylar said:

რა გაგიკეთებია 3-ჯერ, აბა თავიდან ჩამოაყალიბე ნაბიჯ-ნაბიჯ ))

პირველ რიგში ვიტკიებთ კბილს. ამისათვის საჭიროა დავიმართოთ კარიესი, რომელიც დააზიანებს კბილის გარე, გამძლე ნაწილს და გზას გაგვიხსნის კბილის შიგა, მგრძნობიარე ნაწილისკენ. 

როცა მგრძნობიარე ნაწილთან წვდომა გვექნება, უნდა გავაღიზიანოთ ტკბილით ან რამით (აღსანიშნავია, რომ ტკბილს ტკბილი კბილიდან დაერქვა, როგორც კბილის მტერი. (ადრე მტერს ტერი ერქვა და "ტერი კბილისა" დაარქვეს ტკბილს, ანუ შემოკლებით ტ-კბილი)). პრინციპში შენ ეს ეტაპი უკვე გავლილი გაქვს და პირდაპირ მკურნალობის ნაწილზე გადავიდეთ:

იღებ 1 კბილ ნიორს, დადებ რამე მხარზე და მეორე მყარით (ან თითით ) დააწვებინდა ცოტათი ჭყლეტა, ისე, რომ წვენი დაიძრას. მერე ამ ნიორს დაკრავს მაჯაზე (იხ. ფოტო) და გადაიხვევ. თუ ნივრის აუტანლობა არ გჭირს და არც სადმე ხარ გასასვლელი, მაშინ შეგიძლია პირდაპირ დაღეჭო კიდეც მტკივანი კბილის ახლოს, ისე რომ მისი წვენი მოხვდეს კბილთან. 

 

P.s. ფოტო იგულისხმე

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
11 საათის წინ, Vermillion said:

რომელიც ხალხს თავის გასატანად სჭირდება.

თუნდაც ასე იყოს, არ ჯობია ხალხმა თავი გაიტანოს? თუ შენც იმას ჰიტლერის არიული რასების შექმნას ემხრობი, რეცესიული უნდა ამოწყდეს და მარტო ძლიერები გადარჩნენ?

12 საათის წინ, Vermillion said:

ტრანსცენდენტურის გავლენის გარეშე?

ტრანსცენდენტური რას ნიშნავს არ ვიცი, მაგრამ კონტექსტიდან გამომდინარე, და ისტორიაზე/მითებზე დაყრდნობით- აშკარად არ არსებობს. ადამიანებს სჭირდებათ რაღაც მაგია, რომელსაც დროებით მაინც თავს შეაფარებენ და სჭირდებათ შიში/მათრახის პერიოდულად შემოტყლაშუნება. 

 

12 საათის წინ, Vermillion said:

ანტივაქსერობით

მიუხედავად იმისა რომ აცრილი ვარ, არ ვეთანხმები რომ აუცრელებს ბნელები ვეძახო. აქვს მათ შიშსაც საფუძველი და ეს არაა შოკოლადის ჭამა, რომ ჰარიჰარალოზე ვაძალოთ სხვებს ვაქცინაცია, მითუმეტეს გამოუცდელი ვაქცინით. ვერ იქნები შედგზე პასუხისმგებელი და იმიტომ.

12 საათის წინ, Vermillion said:

იგივენაირად ჩაებღაუჭე, წარმატებული, დიდი ადამიანების მაგალითებს,

თუ არსებობს ასეთი -კი, მაგრამ ყველაფერი ადამიანების ხელში ვერაა. დავრდომილი აიღე მაგალითად, რომელიც აპარატზეა და მარტო ე.წ სასწაულის იმედადაა დარჩენილი ოჯახი, ონკო დაავადებულები და ა.შ 

12 საათის წინ, Vermillion said:

საკმარისი არგუმენტი იმისათვის,

კიბატონი და ამის სრული უფლება გაქვს. ზოგადად, რელიგია ძალიან ინტიმური საკითხია და არ ვთვლი რაციონალურად/ადეკვატურად ვინმეს ახვევდე თავს ან შენს რელიგიურობას ან ურელიგიობას. 

პრინციპში ყველაფერზე ვღიზიანდები, რასაც თავზე მახვევენ და არც სხვებს მინდა ეგრე ვექცეოდე.

თუმცა  მეც მაქვს სრული უფლება მეტად მომწონდეს სპირიტუალურად უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი ადამიანები, ისინი ვინც ზრუნავენ ჰუმანურ იდეებზე, ითვალისწინებენ სხვა ადამიანებს და არ არიან მხოლოდ ტექნიკური კიბორგები. 

მითუმეტეს, ჩვენ რეალურად არაფერიც არ ვიცით. ნებისმიერი მომენტის ჭეშმარიტება შეიძლება ხვალ ეჭვქვეშ დადგეს და გაბათილდეს, ამიტომ რაციონალური მგონია ამ პრიზმიდან ხედვა და არა კატეგორიული მტკიცება რაღაცის. არის თუ არ არის. და მერე პირადი პრეფერენციის გამორჩევა: გწამს თუ არ გწამს და სხვისი ხედვის მიღებაც. ისე რომ პატივი სცე და არ შეურაცხყო.

ძაან მარტივ რაღაცას ვითხოვ იდეაში მარა რო არალიი

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
28 minutes წინ, კიჭარტი said:

სპირიტუალურად უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი ადამიანები

სპირიტუალიზმი აუცილებლად რელიგიურს არ გულისხმობს.

33 minutes წინ, კიჭარტი said:

ძაან მარტივ რაღაცას ვითხოვ იდეაში მარა რო არალიი

:hug:

*adminis nebiera

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, ნაკო said:

სპირიტუალიზმი აუცილებლად რელიგიურს არ გულისხმობს.

არც მიგულისხმია, მაგიტო ჩავშალე იდეაში.

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
13 საათის წინ, კიჭარტი said:

მე კიდევ მგონია რომ უბედურია

ბევრ რამეს გააჩნია პატარა ლედი ... ძალიან ბევრ რამეს ...

საერთოდ , ბერობა, მონაზვნობა, პირდაპირ კავშირშია მორჩილებასთან, - მაგრამ ბრმის მორჩილება ცუდია, გადაგჩეხავს სადმე ...

ამიტომ ბევრ რამეს გააჩნია ...

13 საათის წინ, კიჭარტი said:

ისევ იმ აზრზე ვარ რომ საეკლესიო ენა უნდა ადაპტირდეს

იმდენად ლამაზი ენაა საეკლესიო (ხუცური) რომ მერწმუნეთ ჯობია ჩვენ შევისწავლოთ იგი, ვიდრე ჩვენთვის გასაგებ მაგრამ კაცმა არ იცის საიდან მოტანილ ენას მივუსადაგოთ ...

საერთოდ კი, - ღვთის არსებობა რწმენით მიიღწევა და მასთან ყოფნა კი ძალიან დიდი სურვილით

თუ ადამიანს ამის მოთხოვნილება არ აქვს შინაგანად (ანუ სურვილი) და რწმენით არ შეუძლია მიიღოს უფალი, - ასეთს ნამდვილად გაუჭირდება საკუთარი ძალით უფალთან მისვლა თუ რაიმე ძლიერ მნიშვნელოვანი (ცუდი ან კარგი) არ მოხდა მის ცხოვრებაში : - ამიტომ ამბობს უფალი, რომ რაც კი თავს გადაგხდება ყველაფერი მე ვარო :)

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

9 საათის წინ, Mulan said:

ის რომ ეკლესიაში ცისკრის აურა მომწონს ან საშობაო ლიტურგიის ეგ იმიტომ მომწონს რომ ამ კულტურაში გავიზარდე და ნოსტალგიების თემა მაქვს, ბავშვობის ნოსტალგიების თემა... და კიდევ ის რომ ეს ეკლესიები სასაფლაოებზე დგას და სასაფლაოებზე მაბოდებს. სიმშვიდე და სილაღე ერთნაირადაა ასეთ ადგილებში, ჩემთვის სასაფლაოების თვალიერება ჩვეულებრივი რელაქსია...

გეუბნები მე შენ - შენ მე ვარ!:*

ასე ვფიქრობდი ასე 20-30 წლის წინ ანუ შენ ასაკში . . . ხოდაააააა ......

Share on other sites

  • ფორუმელი
9 საათის წინ, კიჭარტი said:

თუ შენც იმას ჰიტლერის არიული რასების შექმნას ემხრობი, რეცესიული უნდა ამოწყდეს და მარტო ძლიერები გადარჩნენ?

როგორ ვერ ვიტან რიტორიკაში ამ ხერხს, სერიოზული მსჯელობის სურვილს მიკარგავს.

რა დავწერე, რა ნახალკა შემომტენეს.

არა, ლაკონურად, ჯერ ნიცშესეულ კრიტიკის ხაზს მივყვები. საკუთარი უმწიფრობის და სხვაზე (უზენაეს ძალასა თუ იდეალზე) დამოკიდებულობის ასაკიდან თუ არ გამოხვედი, ადვილი სამართავი იქნები.

9 საათის წინ, კიჭარტი said:

აშკარად არ არსებობს.

მეც მანდ ვარ))

9 საათის წინ, კიჭარტი said:

ადამიანებს სჭირდებათ რაღაც მაგია, რომელსაც დროებით მაინც თავს შეაფარებენ და სჭირდებათ შიში/მათრახის პერიოდულად შემოტყლაშუნება. 

და რატომ გინდება ადამიანზე ასეთ წარმოდგენას, მიაკუთვნო თავი?

9 საათის წინ, კიჭარტი said:

აქვს მათ შიშსაც საფუძველი

ვის აწყობს მათი შიშებით მანიპულირება ამაზე ვფიქრობ ხოლმე და ჩემდაუნებურად მეღიმება მათ პოზიციაზე, რომ ვერ აცნობიერებენ რომ ვიღაცისთვის მოხალისე ტროლ-ბოტები არიან.

9 საათის წინ, კიჭარტი said:

სასწაულის იმედადაა დარჩენილი ოჯახი

რაში გჭირდება ტყუილი იმედი თუ ბოლოს მაინც კვდები? მე არ მომწონს თავის მოტყუებები.

9 საათის წინ, კიჭარტი said:

არ ვთვლი რაციონალურად/ადეკვატურად ვინმეს ახვევდე თავს ან შენს რელიგიურობას ან ურელიგიობას

ჯერ ამას წერ და მერე ათეისტებს ურელიგიო კიბორგებს გვეძახი :wtf: თან ჰუმანიზმი და საბაზისო ადამიანური უფლებების რწმენა აპრიორულად ქრისტიანობასთან და სპირიტუალიზმის მაღალ ხარისხთან რომ გაქვს გაიგივებული... ძაან ბევრი უნდა ვწერო და მეზარება.

ამ თემაზე კარგი წიგნია ეკოს: ,,რა სწამს იმას ვისაც არ სწამს" და ბერტრან რასელის ,,Why I'm not a Christian".

9 საათის წინ, კიჭარტი said:

პრინციპში ყველაფერზე ვღიზიანდები, რასაც თავზე მახვევენ და არც სხვებს მინდა ეგრე ვექცეოდე.

ეჰ, შენ მე მკითხე, სკოლიდან მოყოლებული რელიგიას რომ მახვევდნენ თავს.

9 საათის წინ, კიჭარტი said:

სხვისი ხედვის მიღებაც

მცირედი მახვილით გაქრისტიანებული ხალხი რომ ვართ არ დაგვავიწყდეს, ოღონც.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   290 all people including: 2 წევრი, 0 ანონიმური, 288 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(11)
    • Houston
    • YandexBot(4)
    • Facebookexternalhit(8)
    • t-90
    • Googlebot(5)