ფორუმელი Mulan Posted 21 აპრილი, 2022 Posted 21 აპრილი, 2022 მოგესალმებით. ვირტუალურ სივრცეში, სოციალურ ქსელებში, ე.წ. მეგობრების რაოდენობას უფრო და უფრო ვამცირებ. თითქოს აუტანლობა მაქვს რაოდენობრივად დიდი თუა მათი რაოდენობა ( +50-60-ს არ აცდენილა დიდიხანია. ამჟამად, 40 მეგობარიც არ მყავს.). ახლა რა მაინტერესებს. შეკითხვის/პრობლემის ძირითადი არსი ისაა, რომ ვინც კი წამიშლია, არავინ ყოფილა ისეთი, ვისთანაც ცუდი ურთიერთობა მქონია, ვერ ვიტანდი, ვერ მიტანდა და ა.შ. უბრალოდ, არ გვქონდა ხშირი ურთიერთობა, რის გამოც წამიშლია... და წაშლის შემდეგ, ქუჩაში რომ შემხვედრიან, ან საერთოდ მაიგნორებენ ან ძალიან გულგრილად მესალმებიან... არადა, მე მინდა ხოლმე თბილად მივესალმო და მოვიკითხო... თუმცა, ვატყობ, იმით ისაზღვრება ადამიანური ურთიერთობებიც, ეყოლები თუ არა ვიღაცას მეგობრად ონლაინ სივრცეშიც... ხანდახან მწყინს ხოლმე... მაგრამ მაინც ვერ ვხვდები... რომელი უფრო უარესია, ჩემი "წიკი" მეგობრების რაოდენობაზე თუ ის, რომ სოც. ქსელებით საზღვრავენ რაღაც-რაღაცებს ამ ღლეობას ააასი წელი არ იკითხავს ფორუმ ფორმატის მოყვარული არსება @Vermillion@Sylar ანუ ტიპები რა განუვითარებლები არიან და რა კითხვები აწუხებთ უბრალოდ ნახეთ, საჩლუნგეთია თქო ფბ ზე მასიური ნაგვის გამო აჰჰაა არა რატო მეშლება ნერვები თქო მარა ამ პრიმიტივიზმს რომ ვუყურებ ვხვდები რომ მარსზე ჩვენ დიიიიიდ ხანს კიდევ დიიიიიდ ხანს ვერ გავფრინდებით! Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 21 აპრილი, 2022 Posted 21 აპრილი, 2022 მარსზე გამახსენდა ერთი სიმღერა მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Sylar Posted 21 აპრილი, 2022 Posted 21 აპრილი, 2022 @Mulan გეტყოდი, მაგრამ ჯერ ქალბატონს დავუთმობ. Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Vermillion Posted 21 აპრილი, 2022 Posted 21 აპრილი, 2022 4 საათის წინ, Mulan said: საჩლუნგეთია თქო ფბ ზე მგონი, მარტივი სოც. ფსიქოლოგია მოქმედებს უფრო. ფბ არ ვიცი, მაგრამ რეალში ბევრი იმის გამო გადავიკიდე, რომ ინტერესს არ ვავლენდი. მაგ. რამდენიმე კურსელი ვერ მიტანდა იმის გამო, რომ არ მივედი მათთან და არ დავინტერესდი მეგობრების შესაძლებლობით. მეც მიკვირდა, საერთოდ რატომ ადარდებთ ჩემი არსებობა ისეთ დონეზე, რომ დაიბოღმონ ან შემიძულონ იმის გამო, რომ ინერტული ვარ მათ მიმართ. ფორუმზე ანონიმური სივრცე გიცავს, მარტივი კეთილგანწყობის თამაში არ გიწევს. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა