Jump to content
×
×
  • Create New...

„ოცნების“ ოფისში გამართულ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის შესახებ იმსჯელეს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-b6c3d8c383993808805f6df9f8c4e29d.jpeg

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა. 27 დეკემბერს გამართულ სხდომაზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს. სხდომის დასრულების შემდეგ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის პარლამენტში ოპოზიციის ყოფნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და გრძნობს „დისკომფორტს“,იმის გამო, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციამ უარი განაცხადა: „ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ოპოზიცია პარლამენტის მუშაობაში უნდა მონაწილეობდეს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე თვითონ მაქვს ამასთან დაკავშირებით დისკომფორტი, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობს“. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 28 დეკემბრის სხდომაზე, საბოლოოდ კორექტირებულ, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება კი 29 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე იგეგმება. ამავე თემაზე: კიდევ უფრო გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯი და კოვიდი - სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   329 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 329 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(22)
    • YandexBot(1)