Jump to content
×
×
  • Create New...

ლუზერცი


Vermillion
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Mulan said:

ეგ ჩემთვის კომფორტია.

ჩემთვისაც. ჰოდა, რატომაა კომფორტი ვკითხულობ? რატომ ვგრძნობ ფორუმის ანონიმურობაში თავს უფრო კომფორტულად. ფბ-ზე მკვდარი ხალხი, ვაქტიურობთ ამ სივრცეში..

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ფეისბუქზე სხვადასხვა გვერდებზე, სხვადასხვა პოსტებში, Random ხალხი შედის და წერს კომენტარს, რომელიც არავის აინტერესებს, ავტორის გარდა. ყველა თავისის დასაწერად შედის.

აქ კი ვცვლით აზრებს ერთი სასტავი, ასე თუ ისე ვიცით ერთმანეთი და მოლოდინიც გვაქვს იმის, თუ რომელ თემაზე, რომელი იუზერისგან რამ უნდა ველოდოთ და გარკვეულ დონეზე ერთმანეთის აზრი გვაინტერესებს, რადგან საკმაოდ კარგად გვყავს ერთმანეთი შეფასებული, ფეისბუქზე რენდომ ხალხის აზრი კი ნაკლებად საინტერესოა, იმიტო რო მასა იდიოტობებს ისვრის და 1-2 ნორმალური კომენტარის წაკითხვის გამო მთელ პროსტინებს არ წაიკითხავ.

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Vermillion said:

ჩემთვისაც. ჰოდა, რატომაა კომფორტი ვკითხულობ? რატომ ვგრძნობ ფორუმის ანონიმურობაში თავს უფრო კომფორტულად. ფბ-ზე მკვდარი ხალხი, ვაქტიურობთ ამ სივრცეში..

 

საერთოდ არ ვარ ფბ ზე მკვდარი 

@დათვების მეგობარიფბ ზე მე მკვდარი მქვია? :wtf:

 

აზრზე არ ვარ, მე ამბივერტი ვარ, ექსტროვერტი არ ვარ არც ინტროვერტი,  უბრალოდ ფორუმებზე მგონია რომ ბევრად საინტერესო ხალხი ცხოვრობს ვიდრე ფბ ზე ან სხვა სოც ქსელებში... სულ მცირე წერა არ გვეზარება და ეს უკვე კაია... ჩემში ავტომატურ პატივისცემას იწვევენ ფორუმფორმატების მოყვარული ადამიანები...

@Sylar პლუს ფბ ზე ბევრი ხალხია და ნაგვის წილიც უფრო მეტია ამ ბევრ ხალხში. მოკლედ ღლეობაა. 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Sylar აქ მაქს 100კაცი შემოვიდეს, იქ დიდი აუდიტორიაა. დიდი აუდიტორიასთან კომუნიკაცია უფრო საინტერესო არ უნდა იყოს? უფრო მეტი შანსია რომ შენთვის შესაფერისი ხალხი იპოვო, თან ანონიმურობის გარეშე.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Vermillion 1) 2-3 წინადადებაში ვიცი ადამიანი ჩემი შესაფერისი არის თუ არა.

                              2) რაც უფრო პატარაა წრე, საუბრის ხარისხი უფრო მაღალია.

                              3) ანონიმურობის გარეშე აქაც იპოვი რო რამე, ნებისმიერ წამს შეიძლება ანონიმურობის ფარდის მოხსნა კონკრეტულ ადამიანებს შორის. ფორუმ.ჯიდან დაახლოებით 15-მა ადამიანმა ვქენით ეგ წლების წინ. მე მაგალითად, ჩემი ინტროვერტობის ფონზეც ზედმეტად ენთუზიასტურად ვუდგებოდი ხოლმე მაგ საკითხს, არაა სახუმარო ამბავი საშენო ხალხის შემოკრება და მშურს იმ ადამიანების, ვისაც ყავს ეგეთი ხალხი გარშემო. აქ სწორად გაიგე, მეგობრები ვისაც ყავს იმათი კი არა, ვისაც კონკრეტულად "საიმისო" ხალხი ჰყავს, იმათი მშურს. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერთან შემეძლო ხოლმე მარტივად საერთო ენის გამონახვა ყოველთვის, ნორმალურთანაც, არანორმალურთანაც, სულელთანაც, ჭკვიანთანაც, დაჩაგრულთანაც და ძველ ბიჭთანაც, მაინც ვერასდროს ვერ ვგრძნობდი იმას რო საჩემო ხალხი მეხვია გარს და მაგარ სიცარიელეს ტოვებს ეგ შეგრძნება.ერთადერთი ტიპია, რომელსაც ჩემი ფეიკ ფბ-დან ველაპარაკები ხოლმე დროდადრო და მთელი არსებით ვგრძნობ რო ჩემნაირი ტიპია.

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Sylarმცირე სოციალური კავშირები არ გგრუზავს?

5000ფრენდი რომ არ მყავს და ჩემს იდეებს არ ვუზიარებ, რაღაცნაირად მრთგუნავს, სადღაც, შიგნით...სოციუმში არაინტეგრირებული განდგომილის განცდას მიტოვებს, ვერშემდგარი ინფლუენსერის კომპლექსი მაქვს :D

პირველი 2წელი ფორუმზე ისე ვპოსტავდი ხალხი საერთოდ არ მაინტერესებდა, ჩემთვის საინტერესო თემების განხილვა მსიამოვნებდა მხოლოდ. მომენტებში ახლაც ეგრე ვარ, სულ არ მინდება ფორუმელების გაცნობა.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
15 minutes წინ, Vermillion said:

მცირე სოციალური კავშირები არ გგრუზავს?

ეგო მაქვს არასახარბიელო მდგომარეობაში.

წლების განმავლობაში ვიყავი მიჩვეული იმას, რომ ყველა სივრცეში, სადაც ვოპერირებდი, მისმენდნენ, პატივს მცემდნენ, რჩევას მეკითხებოდნენ. საშინლად გადამდები ჩვევები და მანერები მქონდა როგორც საუბრის, ისე ზოგადად, ხოდა სასკოლო პერიოდში რომ აიკიდეს ეგ ჩვევები, იმის მერე წლები ვუყურებდი და შინაგანად ვტკბებოდი მაგ სანახაობით :D  მოკლედ, პატივმოყვარე გახლდით. ხოდა ახლა, აღარავის ახსოვს ჩემი არსებობა 3 კაცის გარდა და ეგ ჩემი პატივმოყვარული სული დაიჩაგრა. სიტყვით აღარსად გამოვდივარ, რჩევას აღარ მეკითხებიან, საკუთარი აღმატებულობის შეგრძნებით ვეღარ ვტკბები და ხო, მოგატყუებ, თუ ვიტყვი რო საუკეთესოდ ვგრძნობ თავს. ჩემი აზრების გადაცემის საშუალება მჭირდება, ისევე როგორც ახლის მიღების. ხალხით მანიპულირებაც მომენატრა  :boli:

მულანი შემოვა და მეტყვის რო ვადრამატულებ, დაველოდოთ :D  

ა ხო და გაცნობას რაც შეეხება. ჩემი საუკეთესო მეგობარი გავიცანი მაგის წყალობით 8 წლის წინ, რისთვისაც მართლა მადლიერი ვარ ფორუმის. ის კრებდა ხოლმე ხალხს, პირადში წერდა მხოლოდ ნორმალურ იუზერებს და კარგი, სასიამოვნო შეკრება გამოდიოდა. ჩვენი გაცნობის ისტორიაც მიყვარს. მერე გამიმხილა, რომ ჩემთვის სახეში შემორტყმა უნდოდა, ისეთი ამპარტავნული სახით ვმდგარვარ თურმე შეკრებაზე მისული :D 

Edited by Sylar

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan არა, ზომიერად აქტიური ხარ. 

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share