ფორუმელი Vermillion Posted 10 აპრილი, 2022 Author Posted 10 აპრილი, 2022 13 საათის წინ, Sylar said: ყოველდღიურად და ყოველწამიერად გრძნობ საკუთარ მოკვდავობას ეგ კი, მაგრამ მაინც ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი მოხუცად, მგონია, რომ უფრო ადრე მოვკვდები. 13 საათის წინ, CHAOS said: სტრატეგიულ დაგეგმვას ვემხრობი. ბევრი პლიუსი აქვს. ჰო, ამაზე მკითხეს. სახელმწიფო პენსიაზე კი არა, life savings შეგროვება თუ დაიწყე, მოხუცებულობაში შიმშილით რომ არ მოკვდეო. მინდოდა დამეწერა, რომ იმდენად სტაბილურ გარემოში არ ვცხოვრობ, სადაც ზუსტად მეცოდინება, სად და როგორ ვიქნები 5წელში, არათუ მოხუცებულობაში. მერე დავფიქრდი და თავს ვიტყუებდი. 13 საათის წინ, marguerite said: ახლახანს დაიწყო ეს სისტემა გჯერა, რომ ეგ ფული დაგხვდება, როცა დაბერდები? უკვე თუ არ შეჭამეს. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Sylar Posted 10 აპრილი, 2022 Posted 10 აპრილი, 2022 ონლაინ, Vermillion said: მაგრამ მაინც ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი მოხუცად, არ მგონია, ახალგაზრდა კაცს წარმოედგინოს საკუთარი მოხუცებულობა ზოგადად. მეც იგივე შეგრძნება მაქვს, ამასთან ერთად ვფიქრობ იმას, რომ უაზრობაა ეგ ჩემი შეგრძნება და რეალურად წარმოდგენა ვერ მექნება იმაზე, თუ რამდენ ხანს ვიცოცხლებ, თუ რაიმე რეალური და ხელშესახები მიზეზები არ მაძლევენ იმის საშუალებას, რომ მოცემულ თემასთან მიმართებაში გამოთქმული საკუთარი ვარაუდი და ამ ვარაუდის ალბათობის სასწორი რომელიმე მხარეს გადავხარო. Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 10 აპრილი, 2022 Posted 10 აპრილი, 2022 @Vermillion მე მჯერა ადამიანის კეთილგონიერების. ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 10 აპრილი, 2022 Posted 10 აპრილი, 2022 ნამდვილი მორწმუნენი ცხოვრების გეგმებს არ ადგენენ, იციან რა, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Vermillion Posted 11 აპრილი, 2022 Author Posted 11 აპრილი, 2022 On 4/10/2022 at 11:38 AM, marguerite said: ადამიანის კეთილგონიერების. კონკრეტული ადამიანების მეც მჯერა. მაგრამ მთავრობის საპენსიო რეფორმაზე გკითხე, გჯერა, რომ იმ თანხას დაგახვედრებენ რომ დაბერდები? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 11 აპრილი, 2022 Posted 11 აპრილი, 2022 39 minutes წინ, Vermillion said: იმ თანხას დაგახვედრებენ რომ დაბერდები? წარმოიდგინე რო ტიპს ასესხე ფული 20 ან 40 წლით უპროცენტოდ. ის ამ დროს ვაჭრობს ამ ფულით, ინვეტიციებს დებს სტოკებზე, კაპიტალს ზრდის. რა პრობლემაა საწყისი თანხის დაბრუნება? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი კიჭარტი Posted 11 აპრილი, 2022 Posted 11 აპრილი, 2022 ამ თემამ დამგრუზა და ძაან იმოქმედა ჩემზე. და 5 ლარი გადავდე. შავი დღისთვის. კონვერტში ჩავდე და ისე მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 11 აპრილი, 2022 Posted 11 აპრილი, 2022 25 minutes წინ, Moor said: წარმოიდგინე რო ტიპს ასესხე ფული 20 ან 40 წლით უპროცენტოდ. ის ამ დროს ვაჭრობს ამ ფულით, ინვეტიციებს დებს სტოკებზე, კაპიტალს ზრდის. რა პრობლემაა საწყისი თანხის დაბრუნება? თუ როგორც ეროვნული ბანკი ისეთი თამამია სტოკებზე თამაშისას საპენსიო ფონდიც არ მგონია ავშენდეთ ჩემები კაიფობდნენ ამაზე ზუსტად 2021 წლის დეკემბრის ბოლოს Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა