ფორუმელი Sylar Posted 9 აპრილი, 2022 Posted 9 აპრილი, 2022 თინეიჯერობისას ვფიქრობდი ხოლმე მაგ საკითხზე. მაგ დროს თვითმკვლელები მესიმპათიურებოდნენ და შესაბამისად, გამბედაობად ვთვლიდი. თინეიჯერობის უკან ჩამოტოვების შემდეგ კი, იმ აზრამდე მივედი, რომ სისუსტე, გაქცევის საშუალება და ყველაზე მარტივი გამოსავალია. შემდეგ იმ კონდიციამდე მივედი, ესეთ საკითხებზე ფიქრს რომ ვეღარც აკადრებ საკუთარ თავს და ფეხებზე მეკიდა ასე იყო, თუ ისე. ახლა ისევ გამახსენდა ეგ საკითხი, ჩემ თავთან დისკუსიაში შევედი, ორივე მხარის მაგივრად ჩამოვყარე არგუმენტები და აღმოვაჩინე, რომ ეგრე ხელაღებით ვერ მივაწებებ ვერცერთ იარლიყს. მოკლედ, თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ. Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 9 აპრილი, 2022 Posted 9 აპრილი, 2022 6 minutes წინ, Sylar said: ეგრე ხელაღებით ვერ მივაწებებ ვერცერთ იარლიყს. +1 თუმცა მე ზოგადად ისე ვცხოვრობ, არავის ვაწებებ იარლიყებს მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 9 აპრილი, 2022 Posted 9 აპრილი, 2022 (შესწორებული) არც სიმამაცეა და არც სილაჩრე მძიმე შინაგანი მდგომარეობის გამომხატველია. რიგ შემთხვევებში იმისაც, რომ ვერ იაზრებს ადამიანი საქციელის რაობას Edited 9 აპრილი, 2022 by marguerite ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Sylar Posted 9 აპრილი, 2022 Author Posted 9 აპრილი, 2022 ონლაინ, marguerite said: რიგ შემთხვევებში იმისაც, რომ ვერ იაზრებს ადამიანი საქციელის რაობას იქნებ პირიქით, ზედმეტად კარგად იაზრებს ყველაფრის რაობას, უფრო ზუსტად კი არარაობას? Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 9 აპრილი, 2022 Posted 9 აპრილი, 2022 @Sylar თუ ასეა, სიმამაცე უფრო ისაა, რომ ერარაობა რაობად აქციო ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Sylar Posted 9 აპრილი, 2022 Author Posted 9 აპრილი, 2022 @marguerite კამიუს დილემაში როცაა ადამიანი და ყოველ დილით იმ კითხვას უსვამს თავს, ყავა დავლიო თუ თავი მოვიკლაო, შენი აზრით მხდალია, დეპრესიაშია, თუ უბრალოდ ინდიფერენტულობის აპოთეოზშია გადავარდნილი ყველაფრისადმი იმის გამო, რომ რაღაცის გააზრებამდე მივიდა. და მაგ "რაღაცის" გააზრების შემდეგ, უკან დასაბრუნებელი გზა არის კი? Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 9 აპრილი, 2022 Posted 9 აპრილი, 2022 @Sylar არაა მხდალი, გამომიცდია დეპრესია და უიმედობა, და მაქედან გამოსვლა იმოდენა სიმამაცეა, თავი უძლეველი მეგონა. უბრალოდ გააჩნია რა კუთხით შეხედავ, პატარა რამეებში უნდა იპოვოს ადამიანმა ბედნიერება. ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Vermillion Posted 9 აპრილი, 2022 Posted 9 აპრილი, 2022 გააჩნია, რა პრობლემის წინაშე დგეხარ. მაგ. ისეთი ავადმყოფობა დაგიდგინდა, რომელიც ნელ და აუტანელ სიკვდილს იწვევს, მაშინ დიდხანს არც ვიფიქრებ. დანარჩენ შემთხვევაში თითქმის ყოველთვისაა გამოსავალი. როცა არ მოგწონს რაღაც რეალობა, შეგიძლია სხვა რეალობაში გადახვიდე. ადგილი და დეპრესიულ გარემო გამოიცვალო. სანამ იცი რომ არსებობს სივრცე, სადაც შეგიძლია ბედნიერი იყო. მანამდე ბრძოლას აქვს აზრი. რაც არ უნდა "ვარდისფერად" ჟღერდეს. ეს რწმენა მეხმარებოდა ცხოვრების ყველაზე აუტანელი მომენტების გადალახვაში. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა