Jump to content
×
×
  • Create New...

SUICIDE


Sylar
 Share

შენი ძვირფასი აზრით  

1 member has voted

  1. 1. არის

    • სილაჩრის უმაღლესი გამოვლინება
      0
    • სიმამაცის უმაღლესი გამოვლინება
      1


Recommended Posts

  • ფორუმელი

თინეიჯერობისას ვფიქრობდი ხოლმე მაგ საკითხზე. მაგ დროს თვითმკვლელები მესიმპათიურებოდნენ და შესაბამისად, გამბედაობად ვთვლიდი.
თინეიჯერობის უკან ჩამოტოვების შემდეგ კი, იმ აზრამდე მივედი, რომ სისუსტე, გაქცევის საშუალება და ყველაზე მარტივი გამოსავალია.
შემდეგ იმ კონდიციამდე მივედი, ესეთ საკითხებზე ფიქრს რომ ვეღარც აკადრებ საკუთარ თავს და ფეხებზე მეკიდა ასე იყო, თუ ისე.

ახლა ისევ გამახსენდა ეგ საკითხი, ჩემ თავთან დისკუსიაში შევედი, ორივე მხარის მაგივრად ჩამოვყარე არგუმენტები და აღმოვაჩინე, რომ ეგრე ხელაღებით ვერ მივაწებებ ვერცერთ იარლიყს.
მოკლედ, თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ.

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Sylar said:

ეგრე ხელაღებით ვერ მივაწებებ ვერცერთ იარლიყს.
 

+1

თუმცა მე ზოგადად ისე ვცხოვრობ, არავის ვაწებებ იარლიყებს

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

არც სიმამაცეა და არც სილაჩრე

 

მძიმე შინაგანი მდგომარეობის გამომხატველია. 

რიგ შემთხვევებში იმისაც, რომ ვერ იაზრებს ადამიანი საქციელის რაობას

Edited by marguerite

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, marguerite said:

რიგ შემთხვევებში იმისაც, რომ ვერ იაზრებს ადამიანი საქციელის რაობას

იქნებ პირიქით, ზედმეტად კარგად იაზრებს ყველაფრის რაობას, უფრო ზუსტად კი არარაობას?

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი

@marguerite კამიუს დილემაში როცაა ადამიანი და ყოველ დილით იმ კითხვას უსვამს თავს, ყავა დავლიო თუ თავი მოვიკლაო, შენი აზრით მხდალია, დეპრესიაშია, თუ უბრალოდ ინდიფერენტულობის აპოთეოზშია გადავარდნილი ყველაფრისადმი იმის გამო, რომ რაღაცის გააზრებამდე მივიდა.
და მაგ "რაღაცის" გააზრების შემდეგ, უკან დასაბრუნებელი გზა არის კი? :rolleyes:
 

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Sylar

არაა მხდალი, გამომიცდია დეპრესია და უიმედობა, და მაქედან გამოსვლა იმოდენა სიმამაცეა, თავი უძლეველი მეგონა.

უბრალოდ გააჩნია რა კუთხით შეხედავ, პატარა რამეებში უნდა იპოვოს ადამიანმა ბედნიერება. 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

გააჩნია, რა პრობლემის წინაშე დგეხარ. მაგ. ისეთი ავადმყოფობა დაგიდგინდა, რომელიც ნელ და აუტანელ სიკვდილს იწვევს, მაშინ დიდხანს არც ვიფიქრებ.

დანარჩენ შემთხვევაში თითქმის ყოველთვისაა გამოსავალი.

როცა არ მოგწონს რაღაც რეალობა, შეგიძლია სხვა რეალობაში გადახვიდე. ადგილი და დეპრესიულ გარემო გამოიცვალო.

სანამ იცი რომ არსებობს სივრცე, სადაც შეგიძლია ბედნიერი იყო. მანამდე ბრძოლას აქვს აზრი. რაც არ უნდა "ვარდისფერად" ჟღერდეს.

ეს რწმენა მეხმარებოდა ცხოვრების ყველაზე აუტანელი მომენტების გადალახვაში.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share