Jump to content
×
×
  • Create New...

ნუ მწერ


01000001
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

@Mulan და შენი წარმოდგენით, მაქვს უფლება, მომწონდეს ის, რაც შენ ღლეობად მიგაჩნია?

თუ შენ მიერ ჩემი მსოფლმხდეველობის შეფასების მატრიცაში ქულები მაკლდება?))

და რომ დამცინებ, თუ აგდებულად მომიხსენიებ, მისი სიყვარულის გამო, ვაჟას მირჩევ, ეგ შენი თვითშეფასების ამაღლების მორიგი მცდელობა არაა? რა მნიშვნელობა აქვს რამე ექსკლუზიური ტექსტის ცოდნას გამოამზეურებ თუ ვინმეს აგრძნობინებ, რომ ის რაც შენ მოგწონს, უფრო აღმატებულია იმაზე, რაც სხვას უყვარს.

საერთოდ, როცა იცი, რომ მაგარი ტიპი ხარ, რატომ არ გკიდია, ვიღაც გოიმკების რეფლექსიები? რატომ გინდება მათთან გაჯიბრება/წაკბენა თუ აუგად მოხსენიება?

Share on other sites

  • ფორუმელი

ყველანი გოიმჩარები ხართ

პაკა :getakva:

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი

@marguerite ალბათ რომანტიზმი არ მოსწონს და ზოგადად ისეთი ლექსები, რომლებიც რომელიმე ეფემერული ქალის მიმართაა დაწერილი.

 

უნდა ვაღიარო, ბარათაშვილს ვერ ვაფასებ, რომანტიზმზე გამახსენდა.

 

ისე კი, რას ბრისენდენის "ეფემერა" მაინტერესებდა ყოველთვის. მერე რა, რომ ფიქტიური პერსონაჟია.

 

 

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Sylar

ჩემთვის ძალიან სასიამოვნო წასაკითხია მსგავსი ტიპის ლექსები. რომანტიკოსები ზოგადად არ მომწონს(შესახლოა მათი მსოფლმმხედველობის გამოც, თუმცა, უშუალოდ პოეზიაც არაა დახვეწილი), ბარათაშვილი შედარებით ნორმალურია, ჩემი აზრით. შესაბმელი, უფრო ხულიგნობაა, ცუდი კუთხით და გრძნობებისა და ემოციების გამოხატვა, დადებითია.

 

 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

@marguerite ლექსს გააჩნია.

აი ტერენტის ეჭვიანობა ვნებაზე თუ იცი, თავისუფლად შეგვიძლია ეგეთი ტიპის ლექსად შევრაცხოთ, როგორებსაც ალბათ ვერ იტანს მის სლიპნოტი.

მე მაგალითად, ძალიან მიყვარს ეგ ლექსი.

ტერენტისთან ვიმეგობრებდი. ალბათ მეც დავწერდი ლექსებს, მერე დავთვრებიდით და გავატრაკებდით გალაკტიონის პოეტების მეფობაზე, ანდაც არ.

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ადმინი

@Vermillion დამიჯერე 

რეალურად

მაგრად

მკიდია

ვინ რას კითხულობ

ვინ რას უსმენს

ვინ რას ფიქრობს

მთავარია, ჩემ გარემოცვაში, ჩემ სივრცეში არ ხდებოდეს ის რაც არ მომწონს იმიტომ რომ ხო ყველას ჩვენი ბაბლი გვაქვს და მეც მაქვს ჩემი რომელშიც თავს კარგად ვგრძნობ...

ვფიქრობ ბლოსომით ხომ არ დავიწყო პოსტვა თქვა :fofo:

ან გაზაფხულობით მაინც :love: 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@Sylar

ტერენტის განსხვავებული შინაგანი სამყარო ჰქონდა და მძიმე ფონი.  მომწონს ძალიან, მაგრამ შესაბმელს ვერ ვუწოდებ, ბევრად მეტი ეგ სიტყვები ჩემი აღქმით. 

25 minutes წინ, Sylar said:

გალაკტიონის პოეტების მეფობაზე

მაგრამ შინაგანად მაინც დაეთანხმებოდით, რომ მეფეა და პოეტი

Edited by marguerite

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share