Jump to content
×
×
  • Create New...

ამ ტიპშამ


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

@Mulan ღმერთიკო არ ვარ, უბრალოდ დიდი ეგოს პატრონი გახლდით და მევასებოდა, როცა განმადიდებდნენ.

შენთვის შეიძლება რთული წარმოსადგენია, იფსილონი მამაკაცი ვინ ან რატო უნდა განადიდოს, მაგრამ მერწმუნე, ოხრად იყო ეგეთი სიტუაციები :lol:

შემდეგ რაღაც ეტაპზე უფრო humble გამხადა ცხოვრებამ და განდიდების სურვილიც ჩაკვდა.

თუმცა, როგორც ჩამქრალი ცეცხლის ნაკვერჩხალი შეიფერება ალისფრად ნიავი რომ წამოუბერავს, ესეც ხანდახან მახსენებს ხოლმე, რომ ოდესღაც არსებობდა და შეიძლება კიდევაც იარსებოს.

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@Sylar არ მიკვირს, საყვარელი მამაკაცი თუ ყველაზე ყველაზე ვუავ არაა სამყაროში აბა რატოა საყვარელი? პროსტა ღმერთიკო ცუდად ჟღერს, უპირობო მორჩილებას გულისხმობს რაც საჩემო არაა! თორემ რა არის დაუჯერებელი ამაში? ქალები რომელთაც ევასებოდი მათთვის გენიალური და საუკეთესო თუ იყავი სულ არ მიკვირს. 

და არც ეგოა დიდი კიდევ არასდროს, მითებია ეგ, ეგო დიდი უნდა იყოს, თორემ წახვალ და ჩამოიკიდებ თავს ტირიფზე ან ლეღვზე, ჰო და რატო? ეს ხალხური სიჩლუნგეები მკლავს...

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
12 minutes წინ, Mulan said:

რისი თქმა გინდა?

იმის, რომ იქ, იმასთან ,,ვერ დაიცალე" და აქ, ახლა, პასიურ რეჟიმში, ჩვენთან შფოთავ.

13 minutes წინ, Mulan said:

კონფორმიზმი

ახალი ამაბავი. ყველას თავი ნეო და ტრინიტი რატომ ჰგონია? :lol:

დაჟე ისეთ ილუზიაში ვართ, ვირტუალურ სივრცეში, რაღაც უმნიშვნელოზე კამათით, ვმალავთ იმ რეალურ უკმაყოფილებას და უმოქმედებას, რაც ცხოვრებისადმი გვაქვს.

16 minutes წინ, Mulan said:

იმაზე რაზეც არა ერთხელ მიკაიფია ბადეზე ბოლო თვეების მანძილზეც

ანაზდად, შენი თემა გამახსენდა, უხვსტატუსიან,სოც.ქსელებში, მოკაიფე ხალხზე...

18 minutes წინ, Mulan said:

ეს გოგო კიჩია თავიდან ბოლომდე პროფილიან მსოფლმხედველობიანად!

და რა? ამას 15-ჯერ რომ გაუმეურებ, საკუთარ ინდივიდუალიზმს და არა-კიჩურობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიანიჭებ, შენთვის სასურველ სოციუმში ვალიდაციას გაივლი,

თუ რაში გჭირდება მასთან ოპოზიციაში ყოფნა?

20 minutes წინ, Mulan said:

ვიტუალური სივრცის მნიშვნელობის გათანაბრებას რეალურთან როდის აპირებ?

მეექვსე რიგის სიმულაკრი რომ შემოვა :scared:

21 minutes წინ, Mulan said:

დავიმალო და ვისლუკუნო?

ეს საერთოდ რა შუაშია? უცნაური დასკვნაა.

ამ გოგოს კიჩობაზე მსჯელობით, ეგ კომპლექსები გავიწყდება თუ რა?

22 minutes წინ, Mulan said:

კაის არაფერს...

:scared: წარმოდგენაც კი მზარავს ისეთ სოციუმში, რომ ვიცხოვრო, სადაც სულ ჩემნაირად მოაზროვნე ხალხია.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Sylar

 

ნამდვილი მამაკაცები გატყეპვას აიტანენ წუწუნის გარეშე

 

@Mulan

რონეკ ჩანთაში გვსვამს?

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan მარტო ქალებისგან არა, მარტო საყვარელი ადამიანებისგან არა. ზოგადად, გარშემომყოფებისგან.

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Mulan said:

და არც ეგოა დიდი კიდევ არასდროს, მითებია ეგ, ეგო დიდი უნდა იყოს, თორემ წახვალ და ჩამოიკიდებ თავს ტირიფზე ან ლეღვზე, ჰო და რატო? ეს ხალხური სიჩლუნგეები მკლავს...

ზედმეტად დიდი ეგოს გამო ბევრი უბედურება დატრიალებულა მსოფლიოში :givi:

არც ტირიფზე ჩამოკიდებაა ზოგადად ტრაგედია. ვინ თქვა, რომ ტირიფზე ჩამოკიდება სამსახურში წასვლაზე, ან ყავის დალევაზე ნაკლებად ღირსეული საქციელია? :boli:

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი

  

1 minute წინ, Vermillion said:

იმის, რომ იქ, იმასთან ,,ვერ დაიცალე" და აქ, ახლა, პასიურ რეჟიმში, ჩვენთან შფოთავ.

 

დავწერე კომენტარი რომელზეც ერთი ლაიქი და ერთი მედ სმაილი იყო, დიალოგშიც არ შემოსულა, გადავედი პროფილზე და ვნახე ვინც იყო დავსქრინე და გავხსენი თემა. შენ ფიქრობ რომ ამ კატეგორიას აქვს იმის ტრაკი ჩემთან იკამათონ? :lol: გულზე მოხვდა ეწყინა და დამამამედსმაილა, მეწყინა? მკიდია მისნაირები ჩემზე რას ფიქრობენ, აბსოლუტურად ღიმილიანმა გავხსენი ეს თემა, გინდ დაიჯერე გინდ არა... ფორუმის მოყვარულ იუზერებს მტერი ეკამათა ფბ ზე...

5 minutes წინ, Vermillion said:

ახალი ამაბავი. ყველას თავი ნეო და ტრინიტი რატომ ჰგონია? :lol:

 

ერთის მხრივ პრინცესობთ და მეორეს მხრივ ნეო და ტრინიტობა ტეხავს თურმე

მკლავს მსგავსი თანმიმდევრულობა, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო... ვსო აგდავედი ანდაზებზე...

6 minutes წინ, Vermillion said:

ანაზდად, შენი თემა გამახსენდა, უხვსტატუსიან,სოც.ქსელებში, მოკაიფე ხალხზე...

შენი აზრით ბადე რატო გავაკეთე? ჩუმად რომ ვმჯდარიყავი? იცი რამდენი ათასი პოსტი მაქვს ათზე მეტი წლის მანძილზე დაწერილი ტიმჯიზე? ფიქრობ რომ არაფერს ვწერ ფბ ზე? ცარიელი მაქვს ვოლი?  გგონია რამე თავში წამოსარტყმელი არგუმენტი ამომიჩიჩქნე? მართლა ასე გგონია? :givi:

აბა გახსენი ახლა ეგ თემა და კარგად წაიკითხე რა მიწერია...

9 minutes წინ, Vermillion said:

და რა? ამას 15-ჯერ რომ გაუმეურებ, საკუთარ ინდივიდუალიზმს და არა-კიჩურობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიანიჭებ, შენთვის სასურველ სოციუმში ვალიდაციას გაივლი,

თუ რაში გჭირდება მასთან ოპოზიციაში ყოფნა?

რას ნიშნავს ''ოპოზიციაში ყოფნა''? :lol: 

რა კატეგორიებით დვიჟენიობთ ხალხნო :scared:

ვიკაიფე ისე როგორც ვკაიფობ სირ კაცებზე, ჩლუნგ ქალებზე და ყველაფერს თავის სახელს ვარქმევ და თავს არ ვიკატუნებ რომ კეთილშობილი და შემწყნარებელი ვარ. არ ვარ :cuga:

შენი ლოგიკით ვირტში მხოლოდ ''აუ როგორ მშია და მეძინება და გამართედ'' თემებზე უნდა ვიბაზროთ? 

17 minutes წინ, Vermillion said:

მეექვსე რიგის სიმულაკრი რომ შემოვა :scared:

 

მე 4- ს ვიცნობ მხოლოდ  :scared: 

18 minutes წინ, Vermillion said:

ამ გოგოს კიჩობაზე მსჯელობით, ეგ კომპლექსები გავიწყდება თუ რა?

რატო უნდა მავიწყდებოდეს? ან მახსოვდეს?  :lol: 

დაქალებში ყველაზე მეტად მომსმენიანი და მესაიდუმლე შენ ხარ? ანალიზისთვის შენ მოგმართავენ ხოლმე? :chups:

 

20 minutes წინ, Vermillion said:

წარმოდგენაც კი მზარავს ისეთ სოციუმში, რომ ვიცხოვრო, სადაც სულ ჩემნაირად მოაზროვნე ხალხია.

არა და ამისთვის იბრძვი, უბრალოდ ჯერ პატარა ხარ და ვერ იაზრებ რომ სულ შენნაირებს ეძებ და შენნაირებთან გაერთიანებების მოხოდვას ლამობ :yes:

ყურით მოთრეულს არ ვბაზრობ, აფილაციის ტენდენცია ქვია ამას სოციალურ ფსიქოლოგიაში რომელიც ექსპერიმენტებით დასტურდება... 

12 minutes წინ, Sylar said:

ზედმეტად დიდი ეგოს გამო ბევრი უბედურება დატრიალებულა მსოფლიოში :givi:

 

მერე რა, სიცოცხლე კონკურენტულ გარემოში გადარჩენას გულისმობს...ამიტომ მოწოდების სიმაღლეზე მყოფი ეგო აუცილებელი იარაღია! ის ადამიანები კიდევ რომლებიც ცდილობენ განაწევრონ ნახუიზე გასაშვები! მე მხოლოდ ასეთი ''ღმერთიკო კაცები'' მომწონს რომელთაც იციან რომ სიცოცხლეს ვერ გაექცევიან უნდა იბრძოლონ და ტირიფი და ლეღვი უნდა მოჩეხონ, ცაცხვი და მუხა კიდევ დარგონ! 

26 minutes წინ, marguerite said:

რონეკ ჩანთაში გვსვამს?

არაა მაგ ჩანთებში ჩვენი ადგილი, მიხვდი ახლა :perv:

20 minutes წინ, Sylar said:

@Mulan მარტო ქალებისგან არა, მარტო საყვარელი ადამიანებისგან არა. ზოგადად, გარშემომყოფებისგან.

ნამდვილად არ მინდა ჩემი შვილი ისეთ გარემოში გავზარდო სადაც არარაობად მიაჩნიათ! უნდა იცოდეს რომ გარემომცველებს უყვართ, რომ შეცდომიანი და უშეცდომო მაინც ეყვარება ამ ხალხს... ძნ დიდი ძალაა ეგ, მძლავრი საყრდენი ცხოვრებაში!

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   491 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 491 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(9)
    • YandexBot(5)