ფორუმელი Vermillion Posted 3 აპრილი, 2022 Posted 3 აპრილი, 2022 @marguerite ნანახი მაქვს ერთი სამი უნის პროგრამის აღწერები, ისეთი საგნები და ლიტერატურაა არაა რომ მოინდომო შენით, ჩაუჯდე და ვერ ისწავლო, 1წელში. ერთი, CFA, ACCA-ს და სხვა წონად სერტიფიკატებზე იჩალიჩო. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 3 აპრილი, 2022 Posted 3 აპრილი, 2022 @Vermillion ვერ ისწავლი შენით და პლუს რაც დავწერე, მსოფლმხედველობას გიყალიბებს, თვალსაწიერს აფართოვებს, საპირისპირო და განსხვავებულ აზრებს იგებ. სხვის აზროვნებას ეცნობი. არაა ასე ადვილი შესახედი ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Sylar Posted 3 აპრილი, 2022 Posted 3 აპრილი, 2022 1 საათის წინ, Mulan said: სად დავწერე რომ ადამიანებს ფულის შოვნა თავში არ უვარდებათ თქო? ეხლა გადახედე და მითხარი, მე სად დავწერე, რომ შენ დაწერე, რომ ადამიანებს ფულის შოვნა თავში არ უვარდებათ. 1 საათის წინ, Mulan said: ტიპებს მანქანის ყიდვა და ევროპაში გასეირნებები უვარდებათ თავში ფიქრობ რომ მე არ ვუშვებ იმას ამ ადამიანებმა მილიონები რომ იშოვონ თუ რა დღეში ჩავარდებიან? როცა ნახავ, რომ ზემოთ რაც მომაწერე ის არ დამიწერია, ეს კითხვაც უკვე რელევანტურობას კარგავს ჩემი მისამართით. 1 საათის წინ, Mulan said: ყველას შრომით არ აქვს თან ფული ნაშოვნი და ვინც შრომობს და თუნდაც გოიმურად ისწორებდეს ამ მანქანების ყიდვით თავის მუღამებს მესმის თქო, მთელი ცზოვრება რომ ოცნებობდა ტიპი ბოლო მოდელი ბმვ ქონოდა და შეიძინა მას შემდეგ რაც ცოტა ფული იშოვა არ მიკვირს თქო. გაკვირვებით მე ეგ კი არა, საერთოდ არაფერი მიკვირს. ყველა ქმედებას რაღაც ახსნა აქვს. ოცნების ასრულება და საოცნებო მანქანის ყიდვა არ მიმაჩნია მე პირადად ქაჯობად. დაჟე Curb of enthusiam-ის ყურებისას აღვნიშნე, რომ გასაკვირია, Larry David-ის ნაირი შეძლებული ადამიანი რო პრიუსით დადის და მე მთლად ეგეთიც არ ვიქნებოდი. უბრალოდ, 10 მანქანის ყოლაა ჩემთვის გოიმობა, ვინც არ უნდა იყო და რა Net worth-ის მატარებელიც არ უნდა იყო. 1 საათის წინ, Mulan said: რეალობისადმი მე არ მაქვს ეგეთი იწილობიწილო პოსტმოდერნული შეხედულება, ყველაფერი ამ სამყაროში აზომვადი აწონვადი და რეალურია, არსებობს ერთი ჭეშმარიტება და არა მილიონი. ამ აზრის გამტარებელი მე თვითონაც გახლავართ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს და ხშირად მქონია კიდეც განხილვა, სადაც მაგ პოზიციას ვიცავ, რომ რაღაც ობიექტური ჭეშმარიტებები არსებობს. მაგალითად ვთვლი, რომ არსებობს კარგი მუსიკა და ნაგავი მუსიკა, კარგი ფილმი და ნაგავი ფილმი და ა.შ. თუმცა არსებობს გარკვეული საკითხები, სადაც ძალიან რთულია ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, ან სულაც ორივე მხარე თავისებურად მართალია და მაგ შემთხვევაში ვამბობ, რომ ორივეს თავისი სიმართლე აქვს და შეიძლება არცერთიც არ ტყუოდეს. ვერ წარმოგიდგენია ეგეთი სიტუაცია? მაგალითად, მე მეგოიმება 10 მანქანის ყოლა, შენ სიტყვაზე არ გეგოიმება, როგორ განვსაზვროთ, ობიექტურად გოიმია თუ არა 10 მანქანის პატრონი? ჩემს ფეხებს განვსაზღვრავთ ობიექტურად. ორივეს ჩვენი ჩვენი არგუმენტები გვაქვს, შესაბამისად ჩვენ ჩვენი სიმართლე. 1 Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 3 აპრილი, 2022 Posted 3 აპრილი, 2022 5 minutes წინ, marguerite said: ასე შეიძლება გამოცდაზე გაგიმართლოს. ან სადღაა კაცო სახელმწიფო გამოცდები, თითო საგანს აბარებ სემესტრის ბოლოს და ეგაა რამე აიიელთიესის მსგავსი. ვიღაცას 10 წელი დაჭირდებოდა მოსამზადებლად, ვიღაცას ნაკლები. მთავარია, ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 3 აპრილი, 2022 Posted 3 აპრილი, 2022 6 minutes წინ, Vermillion said: ერთი, CFA, ACCA-ს და სხვა წონად სერტიფიკატებზე იჩალიჩო. მანდაც ვერ გავხალ დიპლომის გარეშე სრული კურსის გასავლელად აცცაზეც რამდენიმე წელი გინდა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 3 აპრილი, 2022 Posted 3 აპრილი, 2022 @Moor მურმან, ასეთ შემთხვევებში, შეგიძლია ბევრად ძლიერ უნიში ისწავლო და არა ჭ კლასის კოლეჯში. ესაა განმასხვავებელი, თორემ არსებობს ბევრი რამ, რაც თვითონ ვისწავლე. თუნდაც ბოლო აგერ, მართვის მოწმობის თეორია იყო, აქაც ყველამ ცენტრში მისვლა მირჩია, მაგრამ თვითონ მერჩივნა. უბრალოდ არსებობს რიგი საკითხები, რასაც საზოგადოება სჭირდება. ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Sylar Posted 3 აპრილი, 2022 Posted 3 აპრილი, 2022 მარგარეტი რო მუდამ სახელმწიფო ინსტიტუტების დამცველი და ზოგადადაც, ნამდვილი კონსერვატორია ყველაზე პროგნოზირებადი პოზიციები გაქვს პირადად ჩემთვის ნებისმიერ საკითხზე, ფორუმის ისტორიაში. Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 3 აპრილი, 2022 Author Posted 3 აპრილი, 2022 57 minutes წინ, Moor said: ქირურგს ან იურისტს რას ურჩევდი, უნის გარეშე განვითარდნენ? იურისტობა ღლეობაა საერთოდ იურისპრუდენცია რატო უნდა ისწავლო, იმდენად შეზღუდულ ჩარჩოში თამაშობ სნეიქს ვტფ? ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე ოკ თანახმა ვარ მარა ისე არ უნდა ასწავლიდნენ როგორც თსუში ან სამედიცინოში 53 minutes წინ, Vermillion said: მე იმას ვერ ვხვდები ბიზნესს 4წელი რატომ სწავლობს ხალხი, +1 და ის ხალხი რო გიკითხავს ბიზნესს რომელსაც ბიზნესის კეთების არანაირი გამოცდილება არ აქვს იცის მხოლოდ თეორია. თითოეული კლიენტი უფრო მეტს მასწავლის ვიდრე ეგ თქვენი უნივერსიტეტები. ზოგადი განათლება და კაი გამოცდილება კონკრეტულ სფეროში პარალელური სწავლა საჭიროებებიდან გამომდინარე უფრო გონივრული მგონია რა... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა