Jump to content
×
×
  • Create New...

სამოთხის ლეღვი


Cliff Unger
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ვის გაგისინჯავთ? 
ეგ ყოფილა მაგარი :getakva:

თვითონ სიტყვა გეუბნება

                   

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, ფორთოხალი said:

ლეღვი რა კაცის საქმეა :getakva:

მეც მიკვის :wtf:

 

@Cliff Unger შენ გაგისინჯავს?

 

შაბათს ისანში არ ექნებათ ვითომ  ნერგები? :wtf:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@ფორთოხალი @Mulan გაგაშაყირეთ :getakva:

 

3 minutes წინ, Mulan said:

შაბათს ისანში არ ექნებათ ვითომ  ნერგები? 

ის ვიდეო გახსოვს? კაცს ლამის ინფარქტი რომ დამართეს, ვითომ პოლიცია რომ დაადგა და გინდა თუ არა ნერგებს იპარავთო 

ვაშლსა ვჭაამ, კაცო, რა ნერგები, რი ნერგებიო :(

თვითონ სიტყვა გეუბნება

                   

Share on other sites

  • ფორუმელი

სამოთხის ლეღვზე ლექსი იცით? :uxe:

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
ონლაინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

სამოთხის ლეღვზე ლექსი იცით? :uxe:

არა 
მიდი აბა წაგვიკითხე :coffee:

 

მარტო ედგარ ალან პოს ლექსები ვიცი :painting:

Edited by Cliff Unger

თვითონ სიტყვა გეუბნება

                   

Share on other sites

  • ფორუმელი
22 minutes წინ, Cliff Unger said:

გაგაშაყირეთ :getakva:

მეტჯერ არ ქნა. სუსტი გული მაქვს :lynch:

22 minutes წინ, Cliff Unger said:

ვაშლსა ვჭაამ, კაცო, რა ნერგები, რი ნერგებიო :(

აუ არა, დამილინკეთ რააა :lol: 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, Cliff Unger said:

მიდი აბა წაგვიკითხე :coffee:

საყვარლის საფლავს ვეძებდი,
ვერ ვნახე!.. დაკარგულიყო!..
გულამოსკვნილი ვჩიოდი
„სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“

სამოთხის ლეღვი შევნიშნე,
ობლად რომ ამოსულიყო,
გულის ფანცქალით ვკითხავდი
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“

ნიშნად თანხმობის კოკობი
შეირხა... თავი დახარა,
ცვარ-მარგალიტი ციური
დაბლა ცრემლებად დაჰყარა.

სულგანაბული ბულბული
ფოთლებში მიმალულიყო,
მივეხმატკბილე ჩიტუნას
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“

შეიფრთქიალა მგოსანმა,
ყვავილს ნისკარტი შეახო,
ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა,
თითქოს სთქვა „დიახ, დიახო!“

დაგვქათქათებდა ვარსკვლავი,
სხივები გადმოსულიყო,
მას შევეკითხე შეფრქვევით
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“

დასტური მომცა ციმციმით,
სხივები გადმომაყარა
და იმ დროს ყურში ჩურჩულით
ნიავმაც ასე მახარა

„ეგ არის, რასაც ეძებდი,
მორჩი და მოისვენეო!
დღე დაიღამე აწ ტკბილად
და ღამე გაითენეო!

„სამად შექმნილა ის ერთი
ვარსკვლავად, ბულბულ, ვარდადო,
თქვენ ერთმანეთი რადგანაც
ამ ქვეყნად შეგიყვარდათო“.

მენიშნა!.. აღარ დავეძებ
საყვარლის კუბო-სამარეს,
აღარც შევჩივი ქვეყანას,
აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს!

ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ,
ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა
და, რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს,
ვერ გამომითქვამს ენითა!

ისევ გამეხსნა სიცოცხლე,
დღემდე რომ მწარედ კრულ იყო,
ახლა კი ვიცი, სადაც ხარ
სამგან გაქვს ბინა, სულიკო!

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share