Jump to content
×
×
  • Create New...

ჩემ ფულს


Recommended Posts

  • ფორუმელი

რაში დავხარჯავ ვისი რა ტრაკის საქმეა? 

მეზობელი მყავს რომელიც გაჭირვებაში გაიზარდა ოკ ჩემი გადასახედიდანაც არ ჭირდება ამდენი მანქანა  მაგრამ ქონდა ტიპს მიზანი და ყავს ეს ძვირადღირებული პიპიები, ვერ ვხვდები ვისი რა ტრაკის საქმეა რამდენ პიპიას ვიყიდი? ტიპი მართლა ბევრს შრომობს და ნულიდან დაიწყო თავისი საქმე არავის უჩუქნია მისთვის დღევანდელი მდგომარეობა, ისტორიები ვიცი როგორ უჭირდათ როცა პირველი შვილი შეეძინათ, კი ცოტა კრიჟანიცაა ასე ჩანს სხვებისთვის მაგრამ პირდად ჩემთან ამ ტიპს არასდროს არაფერი შეშლია, სტუმართმოყვარე და მეგობრულია, სულ ცდილობს რითიც შეუძლია მასიამოვნოს ხო არაფერი მჭირდება, კვირაში ერთხელ მაინც დამირეკავს ხო მშვიდობა მაქვს იმიტომ რომ მარტო ვცხოვრობ ძმასავით მიდგას გვერდით, ოკ დიდი ინტელექტით არ გამოირჩევა მარა როცა ერთად ვართ გემრიელად ვხარხარებ მათთან ერთად. გუშინ მომიწია მისი დაცვა და მიყენება სხვისი ტრაკების, ის რომ არ ფლანგავს უაზროდ ფულს და იცის 100 ლარის ფასი კრიჟანობას არ ნიშნავს,  ეგ კეთილგონიერებაა და დაასაფასებელია უბრალოდ... აქვს თავისი კომპლექსები ისე როგორც ყველა ჩვენგანს და უსწორდება ამდენი და ამხელაფასიანი მანქანები. ფულს და დროს არ ზოგავს თავისი შვილების განათლებაში ტიპი, 11 საათამდე კი არ ძინავს მის ცოლს და კი არ აცდენინებს ბავშვებს სკოლას დაყავს ყველგან და ცდილობს მაქსზე დატვირთოს და განავითაროს შვილები. ჰო და ღლეობაა რა აკრიტიკო ადამიანი იმის გამო რომ თუნდაც უაზრო ჰობი აქვს, ასე ასაჩუქრებს საკუთარ თავს და აქვს ამის უფლება ბევრი იწვალა და იშრომა და შრომობს ყოველ დღე საამისოდ... და რა ბოღმაჩობაა ფულიანი ტიპების აუტანლობა კიდევ, მხოლოდ უფულო ტიპი რატომაა კაი ტიპი ჩვენ წარმოსახვაში? თითქოს ფულის შოვნით კაი ტიპობა ქრება

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

მაგრად მაღიზიანებს სხვისი ქონების მთვლელ-განმკარგავი ხალხი ზოგადად.

სადმე რამეს რო დებენ და რო აფასებენ მერე ერთმანეთს ვინ რამდენი დადო, წესით რამდენი უნდა დაედო და რის პოტენციური დქმდებია და ა.შ დაბალი დონის მაჩვენებელია ეგ ჩემთვის.

ან რამე ლაქშერული ფოტოები რო ვრცელდება და ყველგან უკონტექსტოდ: ხალხს შია და თქვენ ამ ტორტებში იხდით აათასებს?! 

ჯობდა დახმარებოდით ამდენი ღატაკია და ყლეობებს რო წერენ არ შემიძლია.

დაეგდე რა.

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი

@კიჭარტი ისე ბიზნესში მოსულა კონკურენტის ანალიზი, მეტიც ეგ აუცილებელია :givikoebi:

მარა რენდომ სიტუაციაში ვინ რამდენი  და რომელი მანქან იყიდა და რატო მაგრად არ მაინტერესებს, ტიპი შრომობს და ისწორებს რა. მე პირადად ამ ეტაპზე ზედმეტი ასი ლარის ხარჯვასაც გამოვყავარ მწყობრიდან, არ მსიამოვნებს უაზროდ ფულის ხარჯვა ვერ ვკაიფობ, ის უფრო მამოტივირებს როცა არ ვხარჯავ რა ვქნა, განა რამეს არ ვიკეთებ რაც მჭირდება უბრალოდ მედებილება ზედმეტი ხარჯები რა, ემოციურ მდგომარეობაში არ ვიღებ გადაწყვეტილებებს. ამ ტიპს არანაირი ამბიცია არ აქვს იმის მეტი რომ ქონდეს მანქანები და სახლები, ყიდულობს კიდეც და ისწორებს რა, უამბიციო ტიპია, კაი რესტორანი კაი მანქანა და დროსტარება მისთვის ფუფუნების ნიმუშია, ჩემთვის სხვა რამეა ფუფუნება მისთვის სხვა რამ. ტიპს მივულოცე ახალი მანქანის ყიდვა, მერე ვნახე მეზობლები ქირქილებდნენ, ვტფ? ვინმეს აგახიათ? იშრომა და იყიდა ისწორებს რა...

 

რაც შეეხება მაგ ლაქშერულ ფოტოებს ეგ სიგოიმის ნიშანია უბრალოდ, რეალურად მდიდარი ოლდ მანი ტიპები არ მეტიჩრობენ იმით რაც აქვთ უბრალოდ აქვთ და ინსტაგრამებზე და ფბ ზე არ გატენიან საკუთარ ქონებას ცხვირში. განა ან ხარისხიანად არ ცხოვრობენ ან რამეს იკლებენ უბრალოდ არ ჭირდებათ ამის გამომზეურება საკუთარი სტატუსისთვის ხაზის გასასმელად, იციან გაცნობიერებული აქვთ და უბრალოდ ეზედმეტებათ რა. 

მე პირადად არასდროს აღვიქვამ  კაცს სერიოზულად რომელიც თავის ქონებას და სტატუსს მატენის ცხვირში, მქონდა ეგეთი შემთხვევა და იგნორი რომ მიიღო  მოკეტა მერე, მე ამას აღვიქვამ მატრაკვეცობად, მეუბნები რომ ფული გაქვს და კაი ტიპი ხარ, მოდი მე მომანდე შენი კაი ტიპობა, ფული ვერ გადამიწყეტს ამას! ის რომ ისაუბრო სამსახურზე და მიმდინარე პროექტებზე რაც გახარებს ძნ ნორმალურია, საინტერესო პროექტზე რომ მიიღებ შეკვეთას რავიცი იასნად მიხარია, თავგადასავალია ჩვეულებრივი ვიღაცები მოგზაურობენ უაზროდ ბევრს ხარჯავენ და მე საინტერესო პროექტები მრწყავს და მაჭყლოპინებს... ეს სხვა საქმეა მარა მე ამდენი მაქვს და ის მანქანა და ეს მანქანა და ის სახლი და ის დასვენება იმ ადგილში და ნეიმ დროფერობა სორით რა, გოიმობაა...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan შურთ და მაგიტო ქირქილებენ. რო შეეძლოთ 2 მაგდენი ექნებოდათ.

არაფერი მდაბიური არაა მაგაში. იმისთვის არსებობს ეგ ყველაფერი რომ ადამიანმა იყიდოს და ისიამოვნოს. მე ის უფრო არ მესმის ფული რო გაქვს და ბომჟივით ხარ და არანაირი ჰედონისტური სურვილი არ გაქვს. 

 

24 minutes წინ, Mulan said:

რაც შეეხება მაგ ლაქშერულ ფოტოებს

ქორწილის ფოტოები ან რამე დღესასწაულიდან როა. Бедность кричит, богатство молчит ამას კი ვიზიარებ, მაგრამ კაცია და გუნება. მძიმე ლიუქსიც არსებობს და სოც. ქსელების ეპოქაში გვერდს ვერ ვუვლით ვერავინ მაგ ქცევის მოდელს კაკ ნი კრუწი რა.

 

31 minutes წინ, Mulan said:

ეს სხვა საქმეა მარა მე ამდენი მაქვს და ის მანქანა და ეს მანქანა და ის სახლი და ის დასვენება იმ ადგილში და ნეიმ დროფერობა სორით რა, გოიმობაა...

ეგ ცალსახად სიგოიმეა და ძაან უკურეაქციას იწვევს. არამარტო ქონების კუთხით ადამოანურადაც, ბანძად მამლაყინწა ხალხი არ მომწონს. ეგეც ცოტა დაბალ დონეზე მიუთითებს. 

ლაქშერი და დასტოინი -ესაა ის რაც ყველაფერში მომწონს რა :lol: :lol: cota finansebi ar mimkveba prosta tore 

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
18 minutes წინ, კიჭარტი said:

მე ის უფრო არ მესმის ფული რო გაქვს და ბომჟივით ხარ და არანაირი ჰედონისტური სურვილი არ გაქვს.

მე მესმის. უფრო მეტისთვის ემზადება ალბათ. ასე მესმის მსგავსი სიტუაციები. მყავს მეგობარი რომელმაც 35 წლის ასაკში მილიონი დააგროვა და სორი მარა არც ბომჟია და არც უტვინო კიდევ... 

20 minutes წინ, კიჭარტი said:

ქორწილის ფოტოები ან რამე დღესასწაულიდან როა

ნუ მე ეგენიც მეგოიმება

იმდენად პრივატული და ინტიმური დღესასწაულებია ამის აფიშირების იდეა ფბ ზე და ინსტაზე გამოჭენება არ მომწონს...

35 minutes წინ, კიჭარტი said:

ლაქშერი და დასტოინი

ლაქშერის განცდას ბექგრაუნდი ჭირდება, თუ გინდა რომ კეკელკასავით არ გამოიჭიმო ცოდნაა საჭირო და მორგებაა ამ მდგომარეობის და გათავისებაა საჭირო. როცა ამისთვის არ გიშრომია როცა თითოეულ ათასს არ აფასებ სულ კეკელკა გოიმკა და გოიმი იქნები ადამიანი... 

ბრენდების და ბრილიანტების გარეშეც შეგიძლია იყო ელეგანტური და დახვეწილი მდედრი. ნიცაში დასვენებას აბასთუმანში საკუთარ აგარაკზე ბოსტანში ბუჯარი მირჩევნია ახლა და მერჩივნება მერეც! 

 

 

Share on other sites

2 საათის წინ, Mulan said:

მხოლოდ უფულო ტიპი რატომაა კაი ტიპი ჩვენ წარმოსახვაში? თითქოს ფულის შოვნით კაი ტიპობა ქრება

 

ალბათ იმიტომ რომ ფულიანი ტიპი ჩვენთან ასოცირდება კორუფციასთან, კრიმინალთან.

რომ 10 იდან მინიმუმ 9 ფულიანი არ უნდა იყვნენ ფულიანები სწორ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ.

ეს იწვევს ისედაც არასწორად ჩამოყალიბებული ფსიქიკის კიდევ უფრო გადაღრეცვას ხალხში.

 

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Eric said:

ალბათ იმიტომ რომ ფულიანი ტიპი ჩვენთან ასოცირდება კორუფციასთან, კრიმინალთან.

 

კაი რა

ტიპის ქონება 300 კა დოლარიც არ იქნება უბრალოდ ეგ მანქანები რაც ყავს აჩენს იმის განცდას რომ უამრავი ფული აქვს, არ შია და ისწორებს თავისას, რა დიდი ფული კი ეგაა

7 minutes წინ, Eric said:

რომ 10 იდან მინიმუმ 9 ფულიანი არ უნდა იყვნენ ფულიანები სწორ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ.

 

ბევრი ფული რამდენია ისე? 

300 კა დოლარში ბევრია? სახლებიან ბინებიან ყველაფრიანად ამდენზე რომ ადიოდე? 

ყველა ხელისუფლება ამდიდრებდა და ამდიდრებს მასთან დაახლოებულ ტიპებს, პატიოსანი შრომით ძნ ბევრი უნდა იშრომო რომ ნულიდან დაიწყო და რამე შედეგი დადო, თან რაღაც მომენტებში უნდა გაგიმართლოს კიდეც...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Eric said:

ალბათ იმიტომ რომ ფულიანი ტიპი ჩვენთან ასოცირდება კორუფციასთან, კრიმინალთან.

 

მე უფრო მგონია რომ ფულიანები კრიჟანები გონიათ და არდამხმარებელი და გვერდში არ დამდგომი ჩვენთან, თუ გაქვს ნაშრომს უნდა მოკიდო ხელი და ბირჟაზე გაიტანო და მოაყირავო გაანაწილო, ასე გონიათ რომ სწორია სხვა შემთხვევაში ნაბიჭვარი ხარ! 

 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   266 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 265 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(11)
    • YandexBot(3)