Jump to content
×
×
  • Create New...

კვირას მინსკსა და სხვა ქალაქებში რამდენიმე ანტისამთავრობო აქცია იმართება


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-18776ac53870f27828a6a8305019435b.jpeg

ბელარუსის დედაქალაქ მინსკსა და სხვა ქალაქებში ტრადიციული საკვირაო აქციები ერთბაშად რამდენიმე ადგილზე დაიწყო. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, სპეცდანიშნულების ნაწილმა დაშალა მსვლელობა მინსკში, ტიკოცკის ქუჩაზე და დააკავა ქალი და მამაკაცი, რომლებსაც რეჟიმის მიერ აკრძალული თეთრ-წითელი დროშები ეჭირათ. ბელარუსში ზედიზედ 141-ე დღეა მოქალაქეები აწყობენ ანტისამთავრობო აქციებს 9 აგვისტოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით. დემონსტრანტები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტოს რეპრესიები და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები. ბელარუსის მილიცია ძალადობრივ ზეწოლას მიმართავს აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. გაეროს მონაცემებით, ქვეყანაში დააკავეს 27,000-ზე მეტი მოქალაქე. არის ცნობები დაკავებულების წამების და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ბელარუსის ოპოზიციის ბევრი ლიდერი დააპატიმრეს ან აიძულეს ქვეყანა დაეტოვებინა. ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას ავტორიტარული ფორმით თითქმის სამი ათწლეულია მართავს, უარს აცხადებს მოლაპარაკებაზე ოპოზიციასთან. გაყალბებული არჩევნებისა და ოპოზიციის დევნის გამო, ალიაქსანდრ ლუკაშენკას და მის რეჟიმს სანქციები დაუწესეს აშშ-მა და ევროკავშირმა.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share