Jump to content
×
×
  • Create New...

"არ გავაღიზიანოთო" სასტავი


Vermillion
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

რათქმაუნდა, არ უნდა გამაღიზიანოთ

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

@Vermillion ეგეთი ხალხი ყოველთვის იქნება, ასევე ადამიანს ვერ მოსთხოვ, რომ იომოს და თუ არ ომობს, ეგეც კი არ ნიშნავს იმას, რომ მხდალია. მუჰამედ ალი ფუნდამენტური წინააღმდეგი იყო ომისა, მაგრამ მეეჭვება მხდალი ყოფილიყო. შენგან მითუმეტეს გასაკვირი რიტორიკაა, იმის გათვალისწინებით, რომ პატრიოტული გრძნობები არ გაგაჩნია.

ისევ იმ ხალხზე გაქვს აქცენტი, ვინც გარტყმაში არაა რა ხდება და "რუსეთია ძმაუუ, აბა რა უნდა ვქნათ". შენ მგონი დაბალი ინტელექტის მქონე ხალხი გაღიზიანებს, თორე ვინმე ჭკვიანმა და შეგნებულმა რომ ჩამოგიყალიბოს დელიკატურად და არგუმენტირებულად თუ რატომ ჯობს რომ დღეს ცუციკებივით მოვიქცეთ, შეიძლება თავი დაუქნიო.

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, ფორთოხალი said:

რას მივაღწევთ რეალურად?

მინიმუმ იმაზე განვაცხადეთ პრეტენზიას რომ რუსეთის დაჩმორებული გუბერნია არ ვართ. მთელი ათწლეულების მუშაობა ევროკავშირში შესვლაზე ამ სლეებმა ორი დღეში წყალში ჩაყარეს, ხალხი რომ არ ღშფოთდება რავი. ასე როგორ დააჩლუნგეს.

რისი შანსის კითხვით დამოუკიდებლობა არ მიიღწევა.

თუმცა ხალხში ისე შეაღწია რუსულნა რბილმა ძალამ, ტროლების მუშაობამ, არ გავაღიზიანოთ ნარატივმა, ვერც ხვდებიან რომ სანამ ბიძინას მთავრობა გვყავს რუსეთი ისედაც არ შემოიჭრება

49 minutes წინ, Sylar said:

შენგან მითუმეტეს გასაკვირი რიტორიკაა, იმის გათვალისწინებით, რომ პატრიოტული გრძნობები არ გაგაჩნია.

:lol: ამდენ მოლაყბე, ურა-პატრიოტ ხალხს რომ ვუყურებ, რომელიც მხოლოდ სადღეგრძელოებში "ომობენ", ხოლმე რეალში ,,არ გავაღიზიანოთ" და ,,რისთვის უნდა ვიბრძოლოთ" იდეაზე არიან, გული მიწუხს.

აქ ვცხოვრობ და არ მინდა რუსეთის გუბერნიის ნაწილი ვიყო. დანარჩენი პატრიოტული ლირიკის არ მწამს.

55 minutes წინ, Sylar said:

შეიძლება თავი დაუქნიო.

No way, კრიტიკული აზროვნების უნარი არ გამიშვებს))

Share on other sites

  • ფორუმელი
22 minutes წინ, Vermillion said:

მინიმუმ იმაზე განვაცხადეთ პრეტენზიას რომ რუსეთის დაჩმორებული გუბერნია არ ვართ.

მაქსიმუმ?

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი
21 minutes წინ, ფორთოხალი said:

მაქსიმუმ?

ევროპის და ამერიკის მხარდაჭერა. მათთან დაახლოება. საერთშორისო არენაზე იმის განცხადება, რომ ევროპული კურსიდან არ გადავუხვიეთ.

უკრაინასთან ერთად EU-ს და ნატოს კანდიდატობის შანსი გვქონდა, სხვა ნარატივი რომ გაეტარებინათ, მაგრამ მადლობა ბატონ ბიძინას და მის დამქაშებს, რომ გაგვასხმევინეს.

 

ხალხიც ისეთია, მამენტ რა უნდათ ევროკავშირში, რუსულ ფეოდს ვერ ვცდებით.

Share on other sites

  • ფორუმელი
45 minutes წინ, Vermillion said:

კრიტიკული აზროვნების უნარი არ გამიშვებს))

კარგი, მაშინ ღირსება არ დავკარგოთ და თუ დაგვბომბეს და გადაგვიარეს, დახოცილი ხალხის(ხალხის არა, ბიჭების მამენტ) დედები ეგრე გაამხნევე საზღვარგარეთიდან(აბა აქ რა გაგაჩერებს), რომ ზატო ჩვენი სიტყვა ვთქვითო. კრიტიკული აზროვნების უნარი არაა პირდაპირ ომისკენ გაუძღვე ქვეყანას, ომისკენ, რომლის მოგების შანსი აქვს ნული პროცენტი, ნული, ზერო, 7-2*5+3.

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება დიდ მსხვერპლს მოითხოვს ხანდახან. 

 

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Vermillion said:

ევროპის და ამერიკის მხარდაჭერა

რა იგულისხმება ამ მხარდაჭერაში? რა სახით გამოხატავენ ამ მხარდაჭერას, როგორ გგონია? ანუ, რას მოიმოქმედებენ რეალურს, ხელშესახებს?

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი

ნატო არა შმატო, ვინ შეგასუნინებს ნატოში, მითუმეტეს ოკუპირებული ტერიტორიებით.

ნატოს ქინძზე ვკიდივართ როგორც ქვეყანა და როგორც ინდივიდები ცალ-ცალკე და ერთად აღებული. ისეთივე ცივი და ბოროტი ნაბიჭვრები არიან, როგორც პუტინია, იმოქმედებენ ყოველთვის თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე. 

Angels lie to keep control.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share