ფორუმელი Sylar Posted 21 თებერვალი, 2022 Posted 21 თებერვალი, 2022 7 minutes წინ, Vermillion said: ჰაქსლისთან ნებისმიერი თეთრსაყელოიანი,ინტელექტუალი ტიპი ალფაა. გინდა მმართველი იყოს, გინდ პროფესორი, მთლად ტრადიციულ-პოპკულტურული ალფამეილობა არ იგულისხმება. უფრო სოციალურ კლასს აღნიშნავს. ამ კლასის მაღალ საფეხურზე მდგომთ. მავანმა იუსერმა საპისექსუალობის ხაზგასმისთვის გამოიყანა ეგ ალფამამრობა. არცერთი დეფინიციით არ მომწონს, თუმცა, აი მაგ კონკრეტულ დეფინიციას რაც შეეხება, თავად დეფინიციაც კი არ მომწონს. 9 minutes წინ, Vermillion said: მაგარი ზარმაცი ვარ, არადა. ტინდერის ქონაზე შეგატყე. 9 minutes წინ, Vermillion said: უკიდურესი მაგალითია. ნაკოცნიდან პორნოვარსკლავობამდე)) ვზივარ და ვფიქრობ სად გადის ზღვარი... ვიცი რომ უკიდურესი მაგალითია. მაგით უბრალოდ იმის დანახება მინდოდა, რომ ყველაფერს თავდაჯერებულობის ნაკლებობას ტყუილად მივაწერთ. არის მასა, რომელსაც გარკვეული მენტალიტეტის ხალხი ზრდის და მთელი გარემოცვა ეგეთი ჰყავს. არ აქვს საკმარისი ძალა იმისთვის, რომ ეგ წრე გაარღვიოს და დამოუკიდებლად მივიდეს რაღაც დასკვნებამდე. მაგ დროს აშკარად სხვა ფაქტორები ერთვება საქმეში და არა თავდაჯერებულობა ან მისი ნაკლებობა. Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ტირანოზავრიკი Posted 21 თებერვალი, 2022 Posted 21 თებერვალი, 2022 გოგოს რატო უნდა აკოცო თუ გეი არ ხარ ამდენი მოვლით მძღნერიც კი აყვავდება და მე არ ავყვავდებოდი? (c)ქეთუ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Vermillion Posted 21 თებერვალი, 2022 Posted 21 თებერვალი, 2022 5 minutes წინ, Sylar said: თავად დეფინიციაც კი არ მომწონს. თუ შაუღმავდი რატომ?)) 6 minutes წინ, Sylar said: ტინდერის ქონაზე შეგატყე ჰეჰ, რამდენჯერ გამოვიყენე ეგ არ დამიწერია)) 14 minutes წინ, Sylar said: სხვა ფაქტორები ერთვება საქმეში განავრცე, აბა, რა ფაქტორები და შიშებია. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Sylar Posted 21 თებერვალი, 2022 Posted 21 თებერვალი, 2022 37 minutes წინ, Vermillion said: თუ შაუღმავდი რატომ?)) რატომ და იმიტომ, რომ როგორც ამასწინათ ვახსენე, ეს ალფა, ბეტა, დელტა თუ სიგმა პირველ რიგში პიროვნული ნიშან-თვისებებია ჩემთვის და ის როლი, რომელსაც საზოგადოებაში ვიკავებთ ამ ჩვენი შინაგანიდან გამომდინარე. მაგალითისთვის რომ ავიღოთ ჯაყოს ხიზნები, თეიმურაზი ინტელექტუალია. დღევანდელ დღეს რომ გადმოვახტუნოთ და რომელიმე უნივერსიტეტის პროფესორის ან აკადემიკოსის მანტია მოვასხათ, გახდება ოდესმე თეიმურაზი ალფა? ვერ გახდება, იმიტომ რომ სუსტია პიროვნულად. მაგალითისთვის, ფულიანმა და სოციალური სტატუსის მქონე თეიმურაზმა შეიძლება კონფრონტაციის ნიადაგზე ძალიან დაჩაგრულად იგრძნოს თავი, შემდეგ თავისი შესაძლებლობები გამოიყენოს შემდეგნაირად: დაიქირავოს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც იმ ადამიანს გაუსწორდებიან, ვინც თეიმურაზს თავი დაჩაგრულად აგრძნობინა და საბოლოო ჯამში "მოგებული" დარჩეს. მაგრამ იქნება კი "მოგებული" თეიმურაზი? გულის სიღრმეში ყოველთვის ეცოდინება, რომ სუსტია და თავად არ ძალუძს არაფრის მოგვარება. ნუ ეს მაგალითი ძალიან ცხოველურ დონეზე კი დავიყვანე, მაგრამ მიხვდები ალბათ რასაც ვგულისხმობ. განვიხილოთ მეორე მაგალითი. სპარტაკი ერთი ჩვეულებრივი მონაა, რომელიც წინ აღუდგება ყველაზე ძლევამოსილ იმპერიას და თითქმის უეჭველ სიკვდილზე მიდის. მას არ გააჩნია არაფერი, მიეკუთვნება ყველაზე დაბალ კასტას, ადამიანადაც არავინ აგდებს, მაგრამ აქვს უდიდესი სულიერი სიმტკიცე. 37 minutes წინ, Vermillion said: ჰეჰ, რამდენჯერ გამოვიყენე ეგ არ დამიწერია)) ერთხელ, ალბათ. მაქსიმუმ ორჯერ. 37 minutes წინ, Vermillion said: განავრცე, აბა, რა ფაქტორები და შიშებია. ამას რაც შეეხება, ისევ მაგალითი მოვიყვანოთ, მეტი თვალსაჩინოებისთვის. წარმოვიდგინოთ ვინმე სოსო, რომელიც დაიბადა ტრადიციულ ოჯახში. მშობელი რომ ყველაზე დიდი მაგალითია შვილის, ცხადია. ხედავს, რომ მამამისს საყვარელი ჰყავს, დედამისმა ეს იცის და მისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მეტიც, ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია. ხედავს, რომ მამამისის ძმაკაცებსაც ანალოგიური სიტუაცია აქვთ. სადაც არ უნდა გაიხედოს, წლების მანძილზე ყველგან ესმის და ხედავს, რომ ეს ნორმალურია. ასევე ადრეული ასაკიდან უნერგავენ ქალიშვილობის ინსტიტუტის დებულებებს, რომ ქალი ესეთი უნდა იყოს, ესე იქცეოდეს, ესეთი ქალი ბოზია, ის ბოზია, ეს ბოზია და ა.შ. ხოდა, პატარა სოსოც იზრდება და ვირდება ამ შეხედულებებით. შეიძლება ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ ეს შეხედულებები აქვს და მთლად მისი ბრალიც არაა. კი, არიან ადამიანები, რომლებსაც ბავშვობიდან აქვთ ეგ თვისება, რომ პირდაპირ არ იღებენ ავტორიტეტების ნათქვამს და კითხვები უჩნდებათ, დამოუკიდებელი აზროვნებისკენ არიან მიდრეკილი. მეც ეგეთი გახლდით და ამრეზით ვუყურებდი დანარჩენებს, მაგრამ მივხვდი, რომ ვისაც ეგ არ შეუძლია, ვერ მოსთხოვ. ყველას არ აქვს ერთნაირი გაქანება და რას იზამ. არის მეორე კატეგორიაც, რომელიც ასევე მაგ წრეში იზრდება, შემდეგ რაღაც ასაკში უჩნდება კითხვები და შეიძლება გულის სიღრმეში ხვდება კიდეც, რომ მცდარი ღირებულებებით გაზარდეს, თუმცა ვერ აღიარებს, რადგან ეშინია დაცინვის, გარიყვის, გაქილიკების, შეჩვენების და ა.შ. აი მაგ კატეგორიაზე, ჩემი მეგობრის ნათქვამი გამახსენდა. ამას წინათ ყვებოდა, თუ როგორ ვიჯექი და ეგეთი მენტალიტეტის ხალხს "ვესპორებოდი" რაღაც მსგავს თემაზე, ამას თურმე ეცინებოდა ჩემს მიერ კედლისთვის ცერცვის შეყრაზე და ჩუმად იჯდა, მარა მერე ერთ-ერთს, რომელიც იმავე მენტალიტეტის გაზრდილი ტიპი იყო, ვისაც მე ვესპორებოდი და ასევე ჩუმად იჯდა, ჩემი მეგობრისთვის უთქვამს პირადად, რო მე მართალი ვიყავი. მარა ეგეთი ტიპები საჯაროდ ყოველთვის მეორიდებიან მაგის თქმას და ჩუმად იჯდებიან, იმიტო რო შეეშინდებათ საძმოს მიერ ცირისტიანად შერაცხვის. Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
L_Autre_monde Posted 21 თებერვალი, 2022 Posted 21 თებერვალი, 2022 @Sylar ბალღო, გრძელპოსტა ეგაა თუ შენ? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Sylar Posted 21 თებერვალი, 2022 Posted 21 თებერვალი, 2022 @L_Autre_monde რაღაცით კი წააგავს, მარა მეეჭვება ეგ იყოს. Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
L_Autre_monde Posted 21 თებერვალი, 2022 Posted 21 თებერვალი, 2022 1 minute წინ, Sylar said: @L_Autre_monde რაღაცით კი წააგავს, მარა მეეჭვება ეგ იყოს. 98% ეგ არის 2%-ს ვუტოვებ ფორუმჯის კიდევ ერთ მოდერ გოგონას, რომელსაც ასევე შეუძლია ბრტყელ-ბრტყელების წერა გრძლად Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Sylar Posted 21 თებერვალი, 2022 Posted 21 თებერვალი, 2022 @L_Autre_monde მე, ჩემი მხრიდან, 100%-ით გამოვრიცხავ Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა