ფორუმელი Vermillion Posted 16 თებერვალი, 2022 Posted 16 თებერვალი, 2022 (შესწორებული) 2 საათის წინ, Alfred Albion said: იქნებ, თქვენშია პრობლემა, უცხოელცი? შეიძლება, მაგრამ გამოცდილება სხვა რამეს ამბობს. 2 საათის წინ, ბაყბაყდევი said: სხვაგან ყველაფერი კარგია და ყველა ასპექტში უცხოური უკეთესია რაღაცები არის საჩვენო ან არ არის. ყველა იქ ეძებს ბედნიერებას, სადაც ეკომფორტულება. რა საჭიროა რაღაც გაგებების თავზე მოხვევა? 1 საათის წინ, Sylar said: ვართ არა, არიან ოჰ, როგორი თვითკირტიკული ხარ)) მომიტევეთ, რომ თინიჯერობიდან უცხოელებზე ვსველდები და ქართულ კულტურას, არაყალბს და ნამდვილს სათანადოდ არ ვაფასებ, წავალ, სამშობლოს 5შვილს გავუჩენ. Edited 16 თებერვალი, 2022 by Vermillion Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Sylar Posted 16 თებერვალი, 2022 Posted 16 თებერვალი, 2022 @Vermillion ვისზეც გინდა დასველდი, მე კითხვა დავსვი უბრალოდ, უწყინარი Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 16 თებერვალი, 2022 Posted 16 თებერვალი, 2022 (შესწორებული) სიცოცხლეს არანაირი აზრი არ გააჩნია საერთოდ არანაირი თუ თავად არ შესძინე მას. ჰო და თუ მხოლოდ კომფორტშია მუღამი კიდევ უფრო დებილობა და უაზრობა გამოდის სიცოცხლე. ეი არც პროგრესი არსებობს და არც არაფრისთვის ბრძოლას აქვს აზრი, შესაბამისად გამოდის რომ დებილობაა გქონდეს რამე ღირებულებები და პრინციპები ხო? ვისაც არ მოგწონთ ეს ქვეყანა და უცხოდ გრძნობთ აქ რა გაკავებთ წადით... ნოსტალგია შეგჭამთ, ყველაზ ემეტად როცა გეტკინებათ და შენ ენაზე მოლაპარაკე არავინ იქნება გევრდით შენი შვილებიც კი არ ისაუბრებენ შენ მშობლიურ ენაზე, ვერ გაიგებენ იმ ნიუანსებს რაც შენშია და დაბადების მერე იმ კულტურაში აღზრდამ ჩაგიბეჭდა გეტკინებათ, მაგრად გეტკინებათ და იგრძNობთ თავს მიგდებულად და უცხოდ, ცარიელად. ყველა ცოცხალი ორგანიზმის მიდრეკილებაა იყოს მრავლობითობაში მისნაირებთან. საკუთარი კულტურის უარყოფამ რა შეიძლება მოგიტანოს კარგი? არ ვიცი მე პირადად აი რა შეიძლება მოგიტანოს მანკიერებებთან ბრძლამ და ღირებულებების გაძლიერებამ ამას ვხვდები... მე არ მემეტება ჩემი კვერცხუჯრედები არა ქართველი კაცების სპერმატოზოიდებთან შესაზიგოტებლად. ვოტ! განა ვუკადრისობ უბრალოდ რა მინდა ვიცი... Edited 16 თებერვალი, 2022 by Mulan 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Vermillion Posted 16 თებერვალი, 2022 Posted 16 თებერვალი, 2022 @Mulan არ გეთანხმები, საკუთარი კომფორტის და უკეთესობის იქით რისთვის იბრძვი, რეალურად? რამეს ქმნი ღირებულს ეროვნულ დონეზე? მე არ. რავი, მე ჩემის ხუშტურების და ინტერესების დასაკმაყოფილებლად ვცხოვრობ, ძაანაც მესაინტერესოება ცხოვრება, დანარჩენი ლირიკაა. ერთხელ ვცხოვრობ და არ მინდა, რომელიმე კონკრეტული ქვეყნის რეალობით შემოვიფარგლო თავი. თუმცა ამის მიუხედავად გასაგებია და მისაღებია შენი პოზიცია. ყველას ერთნაირი ინტერესები და მოსაზრებები რომ გვქონდეს ცხოვრებაზე, აუტანლად მოსაწყენი იქნებოდა. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 16 თებერვალი, 2022 Posted 16 თებერვალი, 2022 37 minutes წინ, Vermillion said: არ გეთანხმები, საკუთარი კომფორტის და უკეთესობის იქით რისთვის იბრძვი, რეალურად? რამეს ქმნი ღირებულს ეროვნულ დონეზე? მე არ. უცნაურია რასაც მეკითხები შენ რომელიც ცივილიზაციას და კულტურას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებ ვიდრე მე მეკითხები ამას? მაინც და მაინც ბორბლის გამოგონების დონის დამსახურებები უნდა მქონდეს ანგარიშზე რომ ვინმედ ვითვლებოდე 33 წლის ასაკში? თუ ადამიანი აღარ არის ბუნებით მდგომარეობაში როცა ყველანი ყველას წინააღმდეგ ვიბრძოდით და საკუთარ რესურს რაღაც საერთო დოვლათის შექმნაში ვდებთ სხვებთან ერთად მაშინ გაუგებარია რატომ უნდა მომწონდეს კომფორტში ლპობა და ჭრიჭინასავით საკუთარი ცხოვრების გალევა, პარაზიტი ვარ? გაქცევა სისუსტეა, იქ გადარჩენა სადაც ხარ დიდ პიროვნულ ძალას და რესურსს მოითხოვს ინდივიდისგან. 40 minutes წინ, Vermillion said: ერთხელ ვცხოვრობ და არ მინდა, რომელიმე კონკრეტული ქვეყნის რეალობით შემოვიფარგლო თავი. თუ დიდი რესურსი არ გაქვს ყველგან იგივე რეალობა გექნება. სადაც არ უნდა იყო! მეტიც აქ შენ სამშობლოში სოციალური კაპიტალი უფრო მეტი გაქვს ვიდრე სხვაგან, აქ კუთვნილება გაქვს კონკრეტული სოციალური წრისადმი რაც შენი სიძლიერეა სხვაგან არავინ ხარ, უცხო და ეგეთად დარჩები სამუდამოდ მთლად რომ მილიარდები დააგროვო. 46 minutes წინ, Vermillion said: ყველას ერთნაირი ინტერესები და მოსაზრებები რომ გვქონდეს ცხოვრებაზე, აუტანლად მოსაწყენი იქნებოდა. ჩემთვისაც გასაგებია რასაც შენ ამბობ მაგრამ მისაღები არაა. ამიტომ არ ვცხოვრობ მე ამ ლოგიკით... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი კიჭარტი Posted 16 თებერვალი, 2022 Author Posted 16 თებერვალი, 2022 @Mulan + dervishi xdebi. იდენტობასაც კარგავ და ახალსაც ვერ იძენ. შუაში იჩხირები ესე მგონია და არცერთ მხარეს არ ეკუთვნი. ყველგან უცხო ხდები. შენს სამშობლოშიც და სხვაგან ისედაც ეგ იყავი. რთული თემაა. 1 მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 16 თებერვალი, 2022 Posted 16 თებერვალი, 2022 2 minutes წინ, კიჭარტი said: შუაში იჩხირები ესე მგონია და არცერთ მხარეს არ ეკუთვნი. ყველგან უცხო ხდები. შენს სამშობლოშიც და სხვაგან ისედაც ეგ იყავი. რთული თემაა. ხო რა, საკუთარი შვილებიც რომ უცხოები არიან მაგრად ტეხავს ალბათ, სხვა კულტურაში გაიზრდებიან, სხვა ენის პირობებში მოხდება მათი ჩამოყალიბება, აი ჩემსა და ჩემ მშობლებს შორის დიდი სხვაობაა მაგრამ ამ დიდ სხვაობასთან ერთად ბევრიც მაქვს მათთან საერთო, რაღაცები ერთნაირად გვტკივა და გვინდა არ გვეტკინოს, რაღაცებზე ერთნაირად ვზრუნავთ და ვუვლით. რაღაცები ერთნაირად გვაღელვებს და გვახარებს, რაღაც მსგავსი მეც მექნება ჩემ შვილებთან თუმცა იმის იმედიც მაქვს რომ უფრო მეტი საერთო მექნება მათთან ვიდრე მე მაქვს ჩემ მშობლებთან და ოჯახთან. სულ არ მეამაყება რომ აცდენა მაქვს უდიდესი ჩემ ოჯახთან. არ მომწონს რომ თავს ხშირად უცხოდ ვგრძნობ მაგრამ როცა ჩემი მექნება იქ არ მინდა იგივეს ვიგრძნო, ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის ეგრე არ მოხდეს! Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Vermillion Posted 16 თებერვალი, 2022 Posted 16 თებერვალი, 2022 19 minutes წინ, Mulan said: უცნაურია რასაც მეკითხები თუ სწორედ გავიგე შენი ზედა პოსტი, კომფორტს როცა უპირატესობას ანიჭებ, სიცოცხლე დებილობა გამოდის, რადგან რამისთვის ბრძოლას და პროგრესის იდეას აზრი ეკარგებაო. და პროსტა კითხვა გამიჩნდა, მხოლოდ საკუთარი კომფორტისთვის თუ არ ცოცხლობ, სხვა რა ღირებულებას სძენ შენს ცხოვრებას? ანუ რისთვის იბრძვი, რეალში და არა თეორიაში, ინდივიდის მიერ შექმნილი რა პროგრესის გჯერა, საკუთარ კომფორტზე და ხუშტურების დაკმაყოფილებაზე უპირატესად რომ მიგაჩნია? 24 minutes წინ, Mulan said: გაქცევა სისუსტეა, იქ გადარჩენა სადაც ხარ დიდ პიროვნულ ძალას და რესურსს მოითხოვს ინდივიდისგან. ოკ, მაგრამ შენ რისთვის იბრძვი, რეალში რას ქმნი ისეთს, რომელიც შენს არაპარაზიტულ ცხოვრებაზე მიუთითებს? კაი, უძლებ კულტურას და იმ სლეობებს, რომელიც არ გევასება. სალი კლდე ხარ. და რა? შენი სალიკლდეობის საზრისი რაშია? პროსტა ეგოს გახარება გამოდის, იი სუსტები გარბიხართ, ძლიერები ვრჩებით. მაგრამ რეალობაში, შენი დარჩენით რამეს ცვლი? ისევ შენს ბაბლში ცხოვრებას აგრძელებ. მომენტებში დასცინებ და გაიღადავებ იმ ფაქტებს, რომელიც არ გევასება და რა? მაქსიმუმ, იმის იმედი გქონდეს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, შენნაირმა მოაზროვნე ტიპებმა დრომორჭმული გაგებების/ღირებულებების შეცვლას შეუწყოთ ხელი. 28 minutes წინ, Mulan said: შენ სამშობლოში და თუ საერთოდ არ მაქვს სამშობლოს განცდა? პროსტა ტერიტორიაა, სადაც ვცხოვრობ. 29 minutes წინ, Mulan said: უცხო და ეგეთად დარჩები სამყარო შეიცვალა უცხოს შუტსისეული ფენომენოლოგიის შემდეგ. 21-ს საუკუნეში სხვა თეორიები გვაქვს. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა