Jump to content
×
×
  • Create New...

ვის ზალაში


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
30 minutes წინ, Vermillion said:

კი, ბებიაჩემის ღმერთმაიცის რამდენ ათასად ნაყიდ სწენკას დედა ვუტირე.

რაღა დროს სწენკებია

ცალკე ამდენი სწენკაში დასადები ჭურჭელი და სერვიზები რა ჯანდაბად სჭირდებოდათ არ მესმის.

 

საწყალი ბებიაჩემი გამახსენდა:user:

ერთი ციდა ქალი იყო და 26000 ცალი ჯამ_ჭუჭელი ქონდა

+ერთი ტრაილერი რკინეული:user:

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ვისი სპალნა ვის ზალაშია? :getakva:

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი
13 minutes წინ, კარალიოკი said:

 

საწყალი ბებიაჩემი გამახსენდა:user:

ერთი ციდა ქალი იყო და 26000 ცალი ჯამ_ჭუჭელი ქონდა

+ერთი ტრაილერი რკინეული:user:

 

:lol:

ყველას ბებია ეგეთი იყო და არის ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია, მეც არ ვიყავი გამონაკლისი და ძნც ნორმალურია როცა ოჯახში მთავარ ქალს ყველაფერი აქვს საკმარისზე მეტი და ყველაფერი თავის ადგილას! იცი რატო? ეგეთი ბებიები და დედები სხვანაირად დისციპლინირებულ შვილებს ზრდიან! ბებიაჩემის ნაჩუქარი ძველებური ჭურჭელი მთელი ცხოვრება მექნება და გამოვიყენებ, მისი ნაჩუქარი ფულით შეძენილ ჭურჭელსაც უფრო მეტად მოვუფრთხილდები სანამ ცოცხალი ვარ ასე რომ არის სიწმინდეები რასაც აქვს მნიშვნელობა და ნუ ღლიცინებ , გცემ :lynch: კარგი ბებია გყოლია! 

6 minutes წინ, კომბოსტოს მწნილი said:

ვისი სპალნა ვის ზალაშია? :getakva:

ზალაში სპალნა უკანასკნელ გზაზე მიმავლებს აქვთ იმერეთში და თბილისში მგონი ზალები არც აქვთ :lol: 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Mulan said:

თბილისში მგონი ზალები არც აქვთ

კაი მოთხლეშილი ხრუშოვკა არ გინახავს ალბათ შენ :lol:

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, კომბოსტოს მწნილი said:

კაი მოთხლეშილი ხრუშოვკა არ გინახავს ალბათ შენ :lol:

ისე ხრუშოვკაში მართლა არ ვარ ნამყოფი ერთხელ ვინმემ  ხრუშოვკაში დამპატიჟეთ ექსკურსიაზე :lol:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
29 minutes წინ, კარალიოკი said:

ერთი ციდა ქალი იყო და 26000 ცალი ჯამ_ჭუჭელი ქონდა

+1

ცალკე ბაბუაჩემს, მთელი პადვალი საბჭოთა სამხედრო ტექნიკით ჰქონდა სავსე...

8 minutes წინ, Mulan said:

როცა ოჯახში მთავარ ქალს ყველაფერი აქვს საკმარისზე მეტი

მთელი ცხოვრება ვერ გამოვიყენებ 4პაჩკა მადონას სერვიზს, 200თეფშს და 300ჭიქას, ცალკე ხრუსტალის 10-მდე ვაზას.

12კაცი ერთდროულად სახლში სტუმრად რომ მომივიდეს, გავალ სახლიდან. რა გამასპინძლება.

ერთადერთი იაპონური სერვიზი დავიტოვე, ჩაის დასალევად მშვენიერი ჭიქებია:tea:

Share on other sites

  • ფორუმელი

@Vermillion აუ მოყევი რა ბაბუაშენზე :lol:

რეებს ინახავდა? სტალინის ფანი იყო?

 

თუ ოჯახის შექმნას აპირებ და ამოწყვეტილი არ იქნება ის მეორე ადამიანი მოგიწევს 10-15 კაციანი ვახშმების გაწყობა, ოჯახური შეკრებები წმინდა თემაა. რა უნდა თუნდაც 20 კაცის სუფრის გაწყობას, მთელი სიამოვნებაა ამდენი ადამიანის გამოკვებვა და მათ განწყობაზე ზრუნვა და კიდევ კომუნიკაციის პროცესის მართვა :love: ამ დროს კიდევ ჭურჭელს და გარემოსაც დიდი მნიშვნრლობა აქვს. წარმოიდგინე სათითაოდ ყველა ამ შენი ადამიანის გემოვნების გათვალისწინება და მათი გახარება გემრიელობებით, ვდნებით ასეთ ზრუნვებზე ადამიანები...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Mulan said:

რეებს ინახავდა?

ინჟინერი იყო, ხან სად მუშაობდა და ხან სად. სამსახურში გაფუჭებული და ჩამოწერილი ნივთები მოჰქონდა, არემონტებდა და ინახავდა. 90-იანებში, სამხედრო ტექნიკაზე მიუწვდა ხელი... წინაზე, პადვალი რომ დავალაგეთ სსრკ-ს დროინდელი მოსასმენი აპარატურაც ვიპოვეთ. ეგეთ რაღაცებს ვინახავ, რარიტეტად იქცევა, როდისმე))

10 minutes წინ, Mulan said:

მოგიწევს 10-15 კაციანი ვახშმების გაწყობა

ნახევარი ბავშვობა მსგავს სუფრებს ვუყურებდი, არაა საჩემო. ჩემთვის სახლი სიმშვიდის ადგილია, ვერ ვეგუები ბევრ ხალხს ჩემს კომფორტის ზონაში. სტუმრებისთვის რესტორანია.

ჭურჭელიც როკოკოებით არ ჯდება ჩემს მინიმალისტურ ხასიათში. დედაჩემმა პირველი სტიპენდიით მე-19-ე სკ-ს ჭიქა რომ იყიდა, იმას კი გავუფრთხილდები მთელი ცხოვრება, ტკბილი მოგონებაა...დანარჩენი ბებიაჩემის ნაგროვები ჭურჭელი რძალს გადავულოცე)) იმას კი უყვარს სუფრების გაშლა და ხალხის მიპატიჟება.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   301 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 301 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • YandexBot(2)