ფორუმელი t-90 Posted 21 თებერვალი Posted 21 თებერვალი @Houston ელის ტომი რო ჩAმოასახლეს ის ამბავიც ხო ეგრე იყო არა? I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Houston Posted 21 თებერვალი Posted 21 თებერვალი შეგიძლიათ სხვა თემა გახსნათ და ცივილიზაციის შექმნის და მართვის თქვენი მაღალჰუმანური და ზნეობრივი ხედვები წარმოადგინოთ თეორიულად ჯერ და შემდეგ კარგი იქნება თუ პრაქტიკულ მაგალითებსაც მიუთითებთ. ეს თემა იხურება ნახ სენორ @Freemanეს თემა დახურეთ ფლზ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Houston Posted 14 მარტი Posted 14 მარტი (შესწორებული) კომენდორი სემი საშალო სიმაღლის გამხდარი და თხელი აგებულებს გახლდათ, ღრმა ჭრილობით მარცხენა ყურიდან ტუჩის მარჯვენა ნაწილის გავლით და ეს იმიტომ რო ვიღაც ზრდილობიანმა ფრანგმა კუნძულ სან როდრიგესზე ბაგინეტი ჩაარჭო ყურის ძირში და ვეღარ ამოაძრო იმიტო რო ზრდილობისგან ყოველთვის და მთლიანად დაცლილმა ბო -მ იქვე თავი გაუხეთქა უზარმაზარი ჩაქუჩით, ესე თავში ბაგინეტ გარჭობილი ავიდა სემი ჯერ ნავში მერე ხომალდზე სადაც ექიმმა დიდი წვალების შემდეგ მარცხენა ყურიდან პირის მარჯვნივ გასული შტიკი როგორც იქნა ამოაძრო რამდენიმე კბილიანად და ეს არაფერი ვის გააკვირვებდი როიალ ნევის და კომპანიის ხომალდზე ჭრილობით გინდ ნატყვიარით გინდაც დაშნის ნაკვალევით რომ არა თავად ისტორია ეს მოხდა როცა ჰოლანდიელ და ფრანგ კაპერებს აკლებული ჰქონდათ კომპანიის სავაჭრო გზები, საქმე იქამდე მივიდა რომ ერთი სავაჭრო გემი მარტო ვეღარ გადიოდა ოკეანეში, პორტებში გროვდებოდნენ რამდენიმე სავაჭრო გემი და შემდეგ მათი გაცილება სამხედრო გემები და ერთად გადიოდნენ მარშრუტზე, დიდად სარფიანი საქმე იყო კაპერობა და ხან უზარამაზრი კუშებიც იხსნებოდა მაგალითად ფრეგატ "ქეროლაინ" კეპთან პიტერ რენემ ესპანური გემი სან რაფაელი ლიმადან გამოსული მანილას გზაზე აიყვანა აბორდაჟზე და შიგნით ისეთი კუში იპოვა თავად მას 52 000 ფუნტი შეხვდა ოფიცრებს 1200 და რიგით მეზღვაურებს 350 ფუნტი დაურიგდათ ეს ძალიან კარგი იყო უფრო მეტიც დიდებული მარა ხან პირიქით ხდებოდა ფრანგებს და ჰოლანდიელებს აყავდათ კომპანიის გემები და ამის გამო სადაზღვევო კოპმანიები უზარმაზრ თანხებს იხდიდნენ ესე მოხდა რომ საჩივრებით შეწუხებულმა საადრმირალომ კომპანიას ფრანგი და ჰოლანდიელი კაპერებს წინააღმდეგ ექსპედიცია დაავალა Edited 14 მარტი by Houston 2 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Houston Posted 14 მარტი Posted 14 მარტი ძალები საკამრისი არ იყო სრულ მაშტაბიანი ომისთვის, გადაწყდა სან როდრიგესზე ტოპაზის ყურეშიი შეფარებული ფრანგი კაპარების დაწიოკება სანამ საადმირალოს გამოგზავნილი დამატებითი ძალები მოვიდოდნენ მხოლოდ სან როდრიგესის აღება შემდეგ გაადვილებდა ფრანგულ რეუნიონზე მაშტაბურ ოპერაცის მარა თავად კუნძულის დაკავების ძალებიც არ იყო. რაღაც კი უნდა ქნა, ამიტომ გადაწყდა თუ გამოვიდოდა მოულოდნელი თავდასხმით კუნძულის დაკავება ხომ კაი, თუ არადა არადა ნუ! დიდიც რამე, მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაში არც როიალ ნევი არც კომპანია არ უნდა დაფიქსირებულიყო ღიად წარმატების შემთხვევა სულ სხვაა, გამარჯვებულებს ყველაფერი იქ კიდიათ.. ქვევით. სან როდრიგესს სამხრეთიდან შემოუარეს ტოპაზის ყურიდან ორი მილის მოშორებით გაჩერდნენ ღამით სრულ სიბნელეში მეზღვაურებს სასტიკად აეკრძალათ ჩიბუხიც კი შემდეგ 80 თავფეხიანად შეიარაღებული მეზღვაური მაიორ ითონის მეთაურობით ნავებში ჩაჯდა და ძალიან ნელა და მაქსიმალურად შესაძლებელი სიჩუმით ნაპირისკენ გაემართა, ეს მაიორიც დიდი თავგლეჯია ტიპი იყო, ჩდილოეთ ამერიკაში ველურებთან ნაბრძოლი და მიწაზე ძალიან გამოცდილი გეგმა ითვალისწინებდა ნაპირზე უჩუმრად გადასვლას სადაც ადგილობრივი აგენტი ველური დახვდებოდა ჯგუფს და გაუძღვებოდა ტოპაზის ყურეში მაღლა მთაზე მცირე ფრანგული ფორტისკენ ფორტს სწრფად დაიკავებდნენ განთიადამდის განთიადზე უკვე ხომალდი მიადგებოდა ყურეს და მის დანახვაზე და იმ იმედით რომ მხოლოდ ერთი ხომალდია კაპარები გამოცვივდებოდნენ სსაბრძოლველად და ხომალდიდან და ფორტიდან ერთდროულად ამობუგავდნენ გეგმა კაია ქაღალდზე რეალში კი ის მოხდა რომ ველური აგენტის ცოლი როგორც გაირკვა აღარ იყო ველური კეთილმოსავი კათოლიკე გამხდარა და დებილი ქმრის მოყოლილი ეს ამბავი ხვალ აქ მივიდბარო თავის პადრეს სიტყვა სიტყვით მოუყვა 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Houston Posted 14 მარტი Posted 14 მარტი (შესწორებული) ნავები ნაპირზე აათრიეს სწრაფად შემდეგ კარაბინები შეამოწმეს იარაღი გაისწორეს და ეგრე მუხლებზე დაჩოქილები გასცქეროდნენ სიბნელეს გაყუჩებულები სრული სიჩუმე აბსოლუტური იდგა საკუთარ სუნქვაც არ ესმოდათ მხოლოდ ტალღების დგაფუნი და ალბათ ეს არ მოეწონა მაიორს რადგან ცოტა წინ იდგა ის ყველასგან და ყველამ იგრძნო რომ რაღაც არ მოსწონდა და ყველა დანარჩენი სულგანაბულები ზოგი ორივე ზოგი ცალ მუხლზე დაჩოქილი ელოდა მეთაურის ნიშანს დიდხანს გაჰყურებდა სიბნელეს მუხლებზე დაჩოქილი და შემდეგ ტრაკზე დამჯდარი სფინქსივით შემდეგ წამოდგა და ნელა ისე როგორც მეძებარი ძაღლი გინახიათ ფრთხილად რომ ჯერ ცალ ფეხს ასწევს და ნეეელა გადაადგავს წინ შემდეგ ასევე ნეეელა მეორე ფეხს და ამავე დროს კისერი და თავი წინ აქვს წაგრძელებული ყურები დაცქვეტილი და კუდი ჰორიზონტალურად გასწორებული ზუსტად ასე ნელა გადადგა სამი ნაბიჯი მაიორმა და შემდეგ გაირინდა ისევ მერე ელვისებურად შემოტრიალდა და საზარელი ხმით იღრიალა - ნავებშიიიიიიიი -უკაააააააააააან უკააააააააააააან Edited 14 მარტი by Houston 3 Share on other sites More sharing options...
ASIA Posted 14 მარტი Posted 14 მარტი @Houston ჩვეულ ფორმაში ხართ სენიორ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Houston Posted 14 მარტი Posted 14 მარტი და იმავე წამს წინ სიბნელემაც იფეთქა და ერთანად განათდა და ყველამ დაინახა როგორ ჩამოუვარდა თავი მკერდზე მეთაურს შემდეგ კიდევ რამდნეიმე ნაბიჯი გადადგა და თავით ჩაემხო ქვიშაში და ყველა მიხვდა რომ მკვდარი იყო მანამდე ათას ველურს გადარჩენილი მაიორი ითონ და როგორც კი მიხვდნენ მაშინვე აქედანაც ატყდა ბათქაბუთქი და კარაბინების გრიალი ნაწილი საპასუხო ცეცხლს ხსნიდა ნაწილი ნავებს მიათრევდა უკან ოკეანეში და ნავები მზად იყო უკვე რომ ფრანგები ბათქაბუთს შეეშვნენ შემდეგ რაღაც ფრანგული ღღ ნნ ღღ ზზზ შეძახილები გაისმა და შეტევაზეც გადმოვიდნენ ორად გაყვნენ ერტნი ნავებზე რომ ადიოდნენ მეორენი ნაპირზე ფრანგებს დახვდნენ და ატყდა საზარელი ჩეხვა ლეწვა სახეების შემდეგ ნავებზე ასულნი ამათ დაცვას ცდილობდნენ სროლით და ეს ისეთი გამწარებული სიზუსტით გააკეთეს რომ ყველა ბოლოს ნავებზე იყო ფრანგებმა იერიშის პარალელურად წინასწარ დალაგებულ ხეებს ცეცლი წაუკიდეს და ნაპირი განათებული იყო უკვე საკმაოდ დაჭრილ დახოცილებით ორივე მხირდან და ნავებიც უკვე გადიოდა სიღრმეში რომ ამ დროს დაინახეს ხომალდის თარსი, რიჟა ალფი, გროტ ანძის მფრინავი სპეცი გუდასტვირის დიდოსტატი ნაპირზე ... ერთ ფრანგს მის თმებში წაევლო ხელი მეორეს ალფის ცალი ფეხი ეჭირა ეს კი გამწარებული ცალი ხელით და ცალი ფეხით მიწას ფხოჭნიდა და კიოდა -ძმებოოოო მიშველეთ ძმებოოოოოოო -ააააააააააა ძმეეეებოოოოოოო ფრანგები უკან მიათრევდნენ თმებით ეს კიდევ კიდურებით ტოლი კატის კნუტივით ტოლი ვირთხასავით გამწარებული მიწაში ფრჩხილებით ღრმად ჩაჭიდებას ცდილობადა იბრძოდა და -ძმებო მიშველეეეთ 2 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Houston Posted 14 მარტი Posted 14 მარტი (შესწორებული) ნიჩბებს ღონივრად აწვებოდნენ ოფიცრები უკან უკან ყვიროდნენ და თან ნაპირზე ალფს გაჰყურებდნენ როგორ მიათრევდნენ სიღრმეში და სროლაც შეწყდა კანტიკუნტადღა ისმოდა რომ ამ დროს სემი წამოდგა გვერდზე მდგონს მეორე დაშნა გამოართვა შეაბრუნა მაჯებში ორივე ხალხს გადახედა ნავში და -თქვენი დედაც ....,გადაეშვა თავით წყალში და ჯერ ხო ყველა გამოღლევდა იმიტო რო აქეთ იქით ნავებიდანაც დაინახეს ეს და ყველა გაშტერდა ნიჩბები ჰაერში აწიეს და გარინდული იყურებოდნენ და სემიც ამოვიდა წყლიდან ყვირილით იქიდან აქეთა მხარეზე არანაკლებ გაოცებულმა ფრანგებმა დაინახეს ეს და დაეშვნენ ამისკენ და ამას დიდი დგაფუნი მოყვა ეს ბო გადახტა თავისი ჩაქუჩით (აქვე გეტყვით რომ ბო პათოლოგიურად ვერ იტანდა ცივ იარაღს რაღაც აუწქერელი ზიზღი ჰქონდა ყველანაირი დანის თუ დაშნის თუ შტიკის მმართ და ყოველთვის ხის რკინით მოჭედილი ჩაქუჩით ჩხუბობდა) ბო -ს ცალთვალა ჩადი მიჰყვა ღრილაით ამას ბენჯი და გაოგნებული იფოცრების წინ რამდენიმე წამში ყველა ნავი დაცარიელდა უკან აცვივდნენ ნაპირზე გაოგნებული დ შეშლილი სახეებით სადაც ასევე გაოგნებული და შეშლილი ფრანგები დახვდნენ თოფი არავის უსვრია ამის დროც აღარ იყო და ეს ყველაფერი ისეთი ცოფიანი სახით წრაფად და თავზეხელეაღებუალდ გააკეთეს რომ შეტაკება ძალიან ხანმოკლე მაგრამ სისხლიანი აღმოჩნდა საბოლოოდ ამ მეორე გადასვლას ნაპირზე კიდევ 7 მკვდარი და 11 მძიმედ დაჭრილი მოჰყვა მარა რაც მოხდა ის რომ თარსი რიჟა ალფი ცოცხალი და უვნებელი ნაკაწრიც რომ არ ჰქონია ისე გააგდებინეს ფრანგებს და ამოათრიეს უკან და ტიპი ისეთ ისტერიკაში იყო როგორც ფრანგები მიათრევდნენ თმებით და ფეხით ეგრე გამოათრიეს უკან ნავში გონში ვერ ჩააგდეს და ფეხზე ვერ დააყენეს ხო და + სემი პირში ერთი ყურიდან მეორე ყურამდე გაჩხერილი ფრანგული ხიშტით საჩუქრად Edited 14 მარტი by Houston 1 Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა